კლაუდია დე ვალუა (დ. 13 ოქტომბერი 1499 - გ. 20 ივლისი 1524) — ლუი XII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა ბრეტონელის უფროსი ქალიშვილი. ბრეტანის ჰერცოგინია 1514-1524 წლებში, საფრანგეთის დედოფალი 1515-1524წლებში. ფრანსუა I-ის პირველი მეუღლე, ანრი II-ის დედა.

კლაუდია დე ვალუა
Clade de Valois
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 10 მაისი 1517
მმართ. დასაწყისი: 1 იანვარი 1515
მმართ. დასასრული: 20 ივლისი 1524
წინამორბედი: ანა ბრეტონელი
მემკვიდრე: ელეონორ ავსტრიელი
ბრეტანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 9 იანვარი 1514
მმართ. დასასრული: 20 ივლისი 1524
წინამორბედი: ანა ბრეტონელი
მემკვიდრე: ფრანსუა III ვალუა
მილანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 11 ოქტომბერი 1515
მმართ. დასასრული: 20 ივლისი 1524
წინამორბედი: ანა ბრეტონელი
მემკვიდრე: კრისტინა დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ოქტომბერი 1499
გარდ. თარიღი: 20 ივლისი 1524 (24 წლის)
გარდ. ადგილი: შატო დე ბლუა, საფრანგეთი
მეუღლე: ფრანსუა I
შვილები: 1.შარლოტი
2.ლუიზი
3. ფრანსუა III, ბრეტანის ჰერცოგი
4. ანრი II, საფრანგეთის მეფე
5. მადლენი, შოტლანდიის დედოფალი
6. შარლი, ორლეანის ჰერცოგი
7.მარგარიტა, სავოიის ჰერცოგინია
დინასტია: ვალუები
მამა: ლუი XII
დედა: ანა ბრეტონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები (1499-1514)

რედაქტირება

კლაუდია დაიბადა 1499 წლის 13 ოქტომბერს, იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ანა ბრეტონელის პირველი ქალიშვილი. ვინაიდან მათ წლების მანძილზე სხვა შვილი არ უჩნდებოდათ, კლაუდია ტახტის მემკვიდრედ განიხილებოდა. დედოფალმა ანამ თორმეტჯერ იმშობიარა, რომელთაგან მხოლოდ ორჯერ შეძლო ცოცხალი ბავშვის გაჩენა, პირველად კლაუდია გააჩინა, ხოლო 1510 წელს მან პრინცესა რენე გააჩინა.

საქორწინო მოლაპარაკებები (1501-1505)

რედაქტირება
 
პრინცესა კლაუდია

კლაუდიას დედა ბრეტანის ჰერცოგინია იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მას ვაჟები არ ჰყავდა, კლაუდია ბრეტანში მისი მემკვიდრე გახდა. კლაუდია ასევე იყო საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეც, თუმცა სალიური კანონის მიხედვით ქალს მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელთან ერთად შეეძლო საფრანგეთის სამეფო ტახტზე დაჯდომა. სწორედ ამიტომ მისმა მშობლებმა მისი ჯერ გათხოვება, შემდეგ კი ტახტზე დასმა მოისურვეს. მისმა მშობლებმა მოისურვეს მისსავე ბიძაშვილზე, ანუ ასევე ვალუას დინასტიის წარმომადგენელზე დაქორწინება, რათა ვალუას დინასტია გაგრძელებულიყო, ხოლო მათი შვილი უკვე ბრეტანსა და საფრანგეთს გააერთიანებდა.

1501 წლის 10 აგვისტოს ლიონში ხელი მოეწერა საქორწინო კონტრაქტს კლაუდიასა და საღვთო რომის მომავალ იმპერატორ კარლ ჰაბსბურგს შორის. ხელშეკრულების მიხედვით, ბრეტანი უერთდებოდა არა საფრანგეთს არამედ ესპანეთს (რადგან კარლის მშობლები ესპანეთის მმართველები იყვნენ). 1504 წელს ბლუაში დაიდო კიდევ ერთი ხელშეკრულება. თუმცა მას შემდეგ რაც საფრანგეთმა გენუა, ოსტია და მილანი დაიპყრო, საქორწინო კონტრაქტი გაუქმებულად გამოცხადდა. ამრიგად ლუი XII-მ თავისი მომავალი მძახლები და ევროპის უძლიერესი მონარქები გადაიმტერა. მალე ლუი ძალიან დაავადდა და მემკვიდრეზე ანერვიულდა, რადგან იცოდა, რომ ფრანგები მის ქალიშვილს ტახტზე ძლიერი ქმრის გარეშე არ დასვავდნენ.

1505 წელს ლუი XII-მ კლაუდია დანიშნა ანჟულემის ჰერცოგ ფრანსუა დე ვალუაზე. ამით ფრანსუა მომავალი მეფე გახდა, ხოლო კლაუდიამ ტახტზე თავისი უფლებების შენარჩუნება შეძლო.

ბრეტანის ჰერცოგინია (1514-1515)

რედაქტირება

1514 წლის 9 იანვარს გარდაიცვალა დედოფალი ანა ბრეტონელი. ამით კლაუდია ბრეტანის ჰერცოგინია გახდა. ამავე წლის 18 მაისს სენ ჟერმენ-ან-ლაიში კლაუდია და ფრანსუა დაქორწინდნენ. ასევე 1514 წლის 9 ოქტომბერს ლუი XII-მ ცოლად შეირთო ინგლისისა და ირლანდიის პრინცესა მერი ტიუდორი, იმ იმედით, რომ მასთან მაინც ეყოლებოდა ვაჟი. სულ რამდენიმე თვეში, 1515 წლის 1 იანვარს ლუი XII გარდაიცვალა, მერი კი ინგლისში დაბრუნდა. კლაუდია და მისი ქმარი ფრანსუა I საფრანგეთის მეფე-დედოფალი გახდნენ, ეს იყო ისტორიაში მესამე და უკანასკნელი მომენტი, როცა ბრეტანის ჰერცოგინია საფრანგეთის დედოფალი გახდა.

საფრანგეთის დედოფალი (1515-1524)

რედაქტირება
 
კლაუდიას გერბი

როგორც დედოფალს სამეფო კარზე ბევრი მტერი და მეტოქე გამოუჩნდა, რომელთაგან მთავარია მისი დედამთილი, დედა-დედოფალი ლუიზა სავოიელი და აგრეთვე მისი მული, ნავარის დედოფალი მარგარიტა ანჟულიმელი. შეიძლება ითქვას, რომ კლაუდია არასდროს მართავდა ბრეტანს. 1515 წელს მან ბრეტანის მემკვიდრეობა და მთელი მისი მართვის სადავეები თავის ქმარს უბოძა, თავად კი მხოლოდ ფორმალურად იყო ბრეტანის ჰერცოგინია. კლაუდიას, განსხვავებით თავისი უმცროსი და რენესგან, არასდროს გამოუვლენია ინტერესი პოლიტიკისადმი, რადგან იგი ძალზედ რელიგიური ქალი იყო და არც კი ინტერესდებოდა ქვეყნის მართვით.

1515 წელს, მას შემდეგ რაც მერი ტიუდორი ინგლისში დაბრუნდა, თან გაიყოლა ინგლისელი დიდგვაროვნები, მათ შორის კლაუდიას ქმრის, ფრანსუას საყვარელი მერი ბოლეინი, ხოლო მისი უფროსი და, ანა ბოლეინი კვლავ საფრანგეთში დარჩა განათლების მისაღებად. ანა მუშაობდა ინგლისურის თარჯიმნადაც, როცა ფრანკო-ინგლისური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 1521 წელს ანა ინგლისში დაბრუნდა, 1533 წელს კი იმდენი მოახერხა, რომ მეფე ჰენრი VIII ცოლს გაჰყარა, რომის პაპს განუყენა და თავად გაჰყვა ცოლად, რითაც იგი ინგლისის დედოფალი გახდა. ანა ინგლისელებს ყოველთვის უამბობდა საფრანგეთზე და ამბობდა, რომ საფრანგეთის დედოფლისგან (გულისხმობდა კლაუდიას) ბევრი რამ ისწავლა.

1517 წლის 10 მაისს სენ დენში კლაუდია საფრანგეთის დედოფლად ეკურთხა. იგი კარდინალმა ფილიპ ლუქსემბურგელმა აკურთხა.

 
კლაუდია და მისი ქალიშვილები. ცენტრში დედოფალი კლაუდია, ქვედა მარჯვენა კუთხეში პრინცესა შარლოტი, ქვედა მარცხენა კუთხეში პრინცესა ლუიზი. ზედა მარჯვენა კუთხეში პრინცესა მადლენი, ხოლო ზედა მარცხენა კუთხეში პრინცესა მარგარიტა, უკან კი სავარაუდოდ გამოსახულია ფრანსუა I-ის მეორე ცოლი ელეონორ ავსტრიელი. სურათი ამშვენებს ეკატერინე მედიჩის მოგონებების ალბომს და შექმნილია 1550 წელს.

კლაუდიამ თითქმის მთელი თავისი ორსულობა ფეხმძიმობაში გაატარა. კლაუდიამ შეძლო და 10 წლიანი ქორწინებიდან 4 გოგონა და 3 ვაჟი გააჩინა. იგი შვილებს მკაცრი მორალით ზრდიდათ და ზრუნავდა მათ რელიგიურად აღზრდაზე.

დედოფალ კლაუდიას შესახებ ისტორიკოსი ბრანტომი წერდა:

 
„მე აუცილებლად უნდა ვისაუბრო მადამ კლაუდია ფრანგზე, რომელიც არის ძალიან კარგი და ძალიან ქველმოქმედი, აგრეთვე ძალიან თბილია და არ გამოხატავს უკმაყოფილებას თავისი ქვეშევრდგომების მიმართ. იგი ძალიან უყვარდათ მეფე ლუისაც და დედოფალ ანასაც, აღსანიშნავია, რომ იგი მათი უსაყვარლესი ქალიშვილი იყო. მას შემდეგ რაც მეფემ მილანი დაიმორჩილა, იგი ქრისტიანული სამყაროს ყველაზე ლამაზი სახემწლიფოების - მილანის, ბრეტანისა და საფრანგეთის დედოფალი გახდა. მემკვიდრე?, ცხადია ჰყავს და თანაც არაჩვეულებრივი. იგი ღვთის მოშიშია, საუკეთესო სამეფოს მონარქია.“

ამდენი გაუთავებელი ორსულობისა და მშობიარობის გამო კლაუდიას სხეული დაუზიანდა, მას ჰქონდა სქოლიოზი და ხერხემლის პრობლემები, მაშინ როცა მისი ქმარი ათლეტური აღნაგობის იყო. ექიმებმა მას დაორსულება აუკრძალეს, რადგან ეს დამღუპველად მოქმედებდა მასზე. როგორც სამეფო კარის მკურნალმა განაცხადა ამდენი დატვირთვის გამო მას პრობლემები ჰქონდა მარცხენა თვალზე. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ ფრანსუამ საყვარელი გაიჩინა ფრანსუაზ დე ფოქსის სახით.

გარდაცვალება (1524)

რედაქტირება

1524 წლის 20 ივლისს, 24 წლის ასაკში კლაუდია გარდაიცვალა, შატო დე ბლუაში. მისი გარდაცვალების მიზეზი ამოუცნობი დღემდე საკამათოა. ზოგი ამბობს, რომ იგი ტუბერკულოზმა შეიწირა, ზოგი ამბობს რომ ეს ახალი ორსულობის გამო მოხდა, ზოგი კი სულ სხვა მიზეზებს ასახელებს, მათ შორის კი ყველაზე სარწმუნოა, რომ იგი სიფილისისგან გარდაიცვალა, რომელიც მისმა ქმარმა გადასდო. კლაუდია დაკრძალეს ბაზილიკა სენ დენში, საფრანგეთის მეფე-დედოფლების სასაფლაოზე.

მისი სიკვდილის შემდეგ ბრეტანის ჰერცოგი მისი ვაჟი ფრანსუა III გახდა, რომელიც 1536 წელს გარდაიცვალა და ჰერცოგი მისი მეორე ვაჟი ანრი გახდა, რომელიც საბოლოოდ საფრანგეთის ტახტზეც ავიდა. 1530 წელს ფრანსუამ მეორე ცოლი მოიყვანა, პორტუგალიის მეფის ქვრივი ელეონორ ავსტრიელი. ფრანსუამ კიდევ ახალი საყვარლები გაიჩინა, რომელთაგან სიფილისი გადაედო და 1547 წელს სწორედ სიფილისისგან გარდაიცვალა კიდეც.

ფრანსუა და კლაუდია სენ დენში გვერდი-გვერდ არიან დაკრძალულნი, ხოლო ფრანსუას მეორე ცოლი მის სამშობლოში, ესპანეთში განისვენებს.

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა მოკლე ინფორმაცია მეუღლე ტიტული
ლუიზა 19 აგვისტო 1515 21 სექტემბერი 1517 გარდაიცვალა 2 წლის, თუმცა დანიშნული იყო

ესპანეთის მეფე კარლ I-ზე, თუმცა ქორწინბა არ

შემდგარა

არ ჰყოლია საფრანგეთის პრინცესა
  შარლოტი 23 ოქტომბერი 1516 8 სექტემბერი 1524 გარდაიცვალა 8 წლის, დანიშნული იყო ესპანეთის

მეფე კარლ I-ზე, თუმცა ქორწინება არ შემდგარა

არ ჰყოლია საფრანგეთის პრინცესა
  ფრანსუა III 28 თებერვალი 1518 10 აგვისტო 1536 ითვლება, რომ ფრანსუა მისმა რძალმა ეკატერინე

მედიჩიმ მოწამლა, ვინაიდან იგი დოფინი იყო

არ ჰყოლია ბრეტანის ჰერცოგი,

საფრანგეთისა

და ვიენის

დოფინი

  ანრი II 31 მარტი 1519 10 ივლისი 1559 საფრანგეთის მეფე 1547-1559 წლებში. დაიპყრო

კალე, ლოთარინგიის 3 საეპისკოპო და სავოიის 5

ქალაქი, იბრძოდა ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის,

გარდაიცვალა 40 წლის, საკუთარი ქალიშვილის

ქორწილში

ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის მეფე
  მადლენა 10 აგვისტო

1520

2 ივლისი

1537

შოტლანდიის დედოფალი მხოლოდ 6 თვით.

იგი გარდაიცვალა უშვილოდ, ვინაიდან ის

ქორწინებიდან 6 თვეში ტუბერკულოზით

გარდაიცვალა

ჯეიმზ V

სტიუარტი

შოტლანდიის

დედოფალი

  შარლ II 22 იანვარი

1522

9 სექტემბერი

1545

მონაწილეობდა ლუქსემბურგის ალყაში.

ახალგაზრდობაში დაბრმავდა, მალევე იგი

გრიპის ეპიდემიას ემსხვერპლა

არ ჰყოლია ორლეანის ჰერცოგი
  მარგარეტი 5 ივნისი 1523 14 სექტემბერი

1574

დააარსა ბერის საჰერცოგო, ხელს უწყობდა

სავოიური კულტურის აღორწინებას

ემანუელ

ფილიბერტ

I

სავოიისა და ბერის

ჰერცოგინია,

კილიკიის სომხეთის

დედოფალი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jirí Louda and Michael MacLagan: Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe, 2nd edition (London, U.K.: Little, Brown and Company, 1999), table 67.
  • Joël Blanchard: Philippe de Commynes, Paris, Fayard, 2006, pp. 299-300.
  • The County of Asti was a part of the dowry of Valentina Visconti (Louis XII's paternal grandmother) when she married Louis I, Duke of Orléans in 1389. Claude, as the eldest surviving child of her father, was not only the legitimate heiress of Asti but also of the Duchy of Milan, because was stipulated in Valentina's marriage contract, that in failure of male heirs, she would inherit the Visconti dominions.
  • Yves Bottineau: Georges Ier d'Amboise (1460-1510): un prélat normand de la Renaissance, Rouen, PTC, pp. 67-68.
  • Philippe Tourault: Anne de Bretagne, Perrin, Paris, 1990, p. 255: a declaration dated 30 April 1501 at Lyon and never publiced, declared null and void any marriage contract of Claude of France with other princes than the future Francis I.
  • Joël Blanchard: Philippe de Commynes, Paris, Fayard, 2006, p. 299.
  • Francesco Guicciardini: Storia d'Italia, Lib. XII, cap. 9.
  • Ernest Wickersheimer, Danielle Jacquart: Dictionnaire biographique des médecins en France au Moyen Âge (1979), t. 1, pp. 161–162.
  • Michel Géoris: François Ier. Le Magnifique, Éditions France-Empire, 1998, p. 20.
  • Francis Hackett: Francois Ier, Payot, 1984, p. 510.
  • Brantôme declared that Claude’s husband, Francis I, gave her “a disease that shortened her days”, meaning syphilis, but it is not known for certain what she died of. 20 July 1524 – Death of Queen Claude of France in: theanneboleynfiles.com [retrieved 28 December 2014].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება