ენ ბოლეინი

(გადამისამართდა გვერდიდან ანა ბოლეინი)

ენ ბოლეინი (ინგლ. Anne Boleyn, ასევე იწერებოდა Bullen; დ. დაახ. 1507 - გ. 19 მაისი, 1536, ლონდონი) — ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი. ელისაბედ I-ის დედა.

ენ ბოლეინი
Anne Boleyn
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 1 ივნისი 1533
მმართ. დასაწყისი: 28 მაისი 1533
მმართ. დასასრული: 17 მაისი 1536
წინამორბედი: კატალინა არაგონელი
მემკვიდრე: ჯეინ სეიმური
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ივლისი 1501-დან 1507-მდე
დაბ. ადგილი: კენტი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 19 მაისი 1536 (28-35 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონის ტაუერი, ინგლისი
დაკრძ. ადგილი: 19 მაისი 1536, ლონდონის ტაუერი, ინგლისი
მეუღლე: ჰენრი VIII
შვილები: ელისაბედ I
დინასტია: ბოლეინები
მამა: თომას ბოლეინი
დედა: ელიზაბეთ ჰოვარდი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი, შემდეგ ანგლიკანიზმი
ხელმოწერა:

ენ ბოლეინისა და ჰენრი VIII-ის ქორწინება ინგლისში დიდ აურზაურთანაა დაკავშირებული. რომის პაპი არ სცნობდა ენისა და ჰენრის ქორწინებას კანონიერან, რის გამოც ჰენრი განუდგა რომს და ჩამოაყალიბა ახალი ინგლისური ეკლესია — ანგლიკანიზმი. ენ ბოლეინმა ჰენრის მომავალი დედოფალი ელისაბედი გაუჩინა. ჰენრის და ენს ურთიერთობა ნელ-ნელა დაეძაბათ, რადგან მეფეს ტახტის მემკვიდრედ ვაჟი უნდოდა. ენ ბოლეინმა კი ელისაბედის გარდა ბავშვი ვეღარ გააჩინა.

1536 წელს ჰენრის ენთან გაყრა და ჯეინ სეიმურთან ქორწინება მოუნდა. ენს ბრალდება შეუთითხნეს და სასამართლოს გადასცეს. მას ბრალი ედებოდა ღალატში. ენს ერთ-ერთ საყვარლად მისი ღვიძლი-ძმა, ჯორჯი დაასახელეს. სასამართლომ ჯორჯსაც და ენსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1536 წლის 19 მაისს დედოფალი ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, ელისაბედი ბუშად გამოაცხადეს. ცოტა ხანში, ჰენრიმ თავის რჩეულ ჯეინ სეიმურზე იქორწინა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: