მადლენა ვალუა
მადლენა დე ვალუა (ფრანგ. Madeleine de Valois; დ. 10 აგვისტო 1520 — გ. 7 ივლისი 1537) — საფრანგეთის პრინცესა, შოტლანდიის დედოფალი 1537 წელს. საფრანგეთის მეფის ფრანსუა I დე ვალუასა და მისი მეუღლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას ქალიშვილი. ჯეიმზ V-ის მეუღლე.
მადლენა დე ვალუა | |
---|---|
Madeleine de valois | |
შოტლანდიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 იანვარი, 1537 |
მმართ. დასასრული: | 7 ივლისი, 1537 |
წინამორბედი: | მარგარეტ ტიუდორი |
მემკვიდრე: | მარია დე გიზი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 აგვისტო, 1520 |
დაბ. ადგილი: | სენ ჟერმენ-ან-ლაეს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 7 ივლისი, 1537 (16 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰოლირუდის სასახლე, ედინბურგი, შოტლანდიის სამეფო |
მეუღლე: | ჯეიმზ V |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ფრანსუა I (საფრანგეთი) |
დედა: | კლაუდია დე ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებამადლენა დაიბადა 1520 წლის 10 აგვისტოს სენ ჟერმენ-ან-ლაეს სასახლეში. მამამისი იყო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, ხოლო დედა, საფრანგეთის დედოფალი კლაუდია დე ვალუა. 1527 წელს მადლენას დედა გარდაიცვალა, ვინაიდან იგი ძალიან სუსტი ბავშვი იყო. მადლენის აღზრდა მამიდამ, ნავარის დედოფალმა მარგარეტმა იკისრა. 1530 წელს მადლენის მამამ ცოლად იქორწინა პორტუგალიის მეფის ქვრივ ელეონორა ჰაბსბურგთან, რომელიც ლამაზი, განათლებული და კეთილი ქალი იყო.
მადლენას დაბადებიდან ფილტვების პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ელეონორამ მშობლიური ავსტრიის მთიანეთში გაგზავნა სამკურნალოდ, საიდანაც იგი სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. 1533 წელს დაესწრო მისი ძმის ანრის ქორწინებას მდიდარ ფლორენციელ ქალ ეკატერინე მედიჩიზე.
ქორწინება და დედოფლობა შოტლანდიაში
რედაქტირება1536 წლის 28 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა მადლენის უფროსი ძმა ფრანსუა, რომელიც საფრანგეთის დოფინი იყო. ითვლება, რომ იგი მოწამლა რძალმა ეკატერინე მედიჩიმ, ვინაიდან მოწამლული წყალიმ რომელიც ფრანსუას ჩოგბურთის თამაშიშას მიაწოდეს, მიაწოდა იტალიელმა გრაფმა, რომელიც ეკატერინეს მოკავშირე იყო, და ფრანსუას სიკვდილით ყველაზე მეტად თავად ეკატერინე იხეირებდა, ვინაიდან მისი მეუღლე ანრი დოფინი გახდებოდა. ამავე წელს ფრანსუა I-მა გადაწყვიტა მადგლენას გათხოვება. თავდაპირველად იგეგმებოდა მადლენის მითხოვება ესპანეთის ინფანტ ფილიპეზე, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა მადლენის შოტლანდიის მეფისათვის მითხოვება და ამით ფრანკო-შოტლანდიური ალიანსის გამყარება. მალე შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V სტიუარტი საფრანგეთში ჩავიდა და მადლენის ხელი ოფიციალურად ითხოვა. მალევე დაიწყეს საქორწინო სამზადისი და 1537 წლის 1 იანვარს მადლენასა და ჯეიმზს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ჯვარი დასწერეს. ქორწინების პირველი თვეები საფრანგეთში გაატარეს და 1537 წლის მაისში შოტლანდიაში ჩავიდნენ და მოაწყვეს მადლენის შოტლანდიის დედოფლად კორონაცია. თუმცა მადლენისთვის დამღუპველი იყო შოტლანდიაში ცხოვრება. ვინაიდან ფილტვების პრობლემები ჰქონდა, შოტლანდიის ნისლიანმა კლიმატმა კი გამოიწვია ის, რომ მას კორონაციიდან რამდენიმე კვირაში ძველი დაავადებები კვლავ შემოუბრუნდა. მაისის ბოლოსთვის დაერთო ციებ-ცხელება და ხველაც.
გარდაცვალება
რედაქტირებასაბოლოოდ ექიმებმა დაადგინეს, რომ მადლენს ტუბერკულოზი ჰქონდა. იმ ეპოქაში ტუბერკულოზი არ იკურნებოდა და მადლენას სულ რამდენიმე კვირა ან თვე ჰქონდა დარჩენილი. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა შოტლანდიის მკაცრი და ნესტიანი კლიმატი. 1537 წლის ივნისი მადლენმა საწოლში გაატარა, ექიმებით გარშემორტყმულმა. 1537 წლის 7 ივლისს იგი გარდაიცვალა. მადლენას არ ჰყოლია შვილები, რის გამოც ჯეიმზმა მეორედ იქორწინა. გარდაცვალებისას მადლენა სულ 17 წლისა იყო. იგი გარდაიცვალა ჰოლირუდის სასახლეში, შოტლანდიის სამეფოს დედაქალაქ ედინბურგში და ამავე სასახლის ბაღშია დაკრძალული.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Ashley, Mike, The Mammoth Book of British Kings & Queens. — P. 570, 808 p, ISBN 0786706929, 9780786706921 Invalid ISBN.
- Balfour, James, The Historical Works, ტ. 1, W. Aitchison, 1824. — P. 266—267, 426 p.
- Hannay, Robert Kerr, The Letters of James V: Collected and Calendared / ed. Denys Hay, H.M. Stationery Office, 1954.
- Leslie, John, The History of Scotland, Bannatyne Club. — P. 299, 319 p.
- Lindsay, David, Sir David Lyndsay selected poems / ed. Janet Hadley Williams, 2000. — P. 101—108, 260—266, 348 p.
- Marshall, Rosalind Kay, Scottish Queens, 1034-1714, Tuckwell, 2003. — P. 101, 226 p, ISBN 1862322716, 9781862322714 Invalid ISBN.
- Thomas, Andrea, Princelie Majestie: The Court of James V of Scotland, 1528-1542, John Donald, 2005. — P. 45, 272 p, ISBN 085976611X, 9780859766111 Invalid ISBN.
- A collection of inventories and other records of the royal wardrobe and jewelhouse; and of the artillery and munitioun in some of the royal castles / ed. Thomas Thomson, Bannatyne Club, 1815. — P. 63, 363 p.