მარი დე გიზი

(გადამისამართდა გვერდიდან მარია დე გიზი)

მარი დე გიზი (ფრანგ. Marie de guise; დ. 22 ნოემბერი 1515 — გ. 11 ივნისი, 1560) — კლოდ დე გიზისა და ანტუანეტ დე ბურბონის პირველი შვილი. 1538-1542 წლებში შოტლანდიის დედოფალი, როგორც ჯეიმზ V-ის მეუღლე. მარიამ სტიუარტის დედა.

მარი დე გიზი
Marie de guise
შოტლანდიის დედოფალი
კორონაცია: 22 თებერვალი 1540
მმართ. დასაწყისი: 9 მაისი 1538
მმართ. დასასრული: 14 დეკემბერი 1542
წინამორბედი: მადლენა ვალუა
მემკვიდრე: ფრანსუა დე ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ნოემბერი 1515
დაბ. ადგილი: ბარ-ლე-დუკი,ლოთარინგია
გარდ. თარიღი: 11 ივნისი, 1560 ( 44 წლის)
გარდ. ადგილი: ედინბურგი, შოტლანდია
მეუღლე: ლუი II (ქ.1534-გ.1537) ჯეიმზ V (ქ. 1538- გ. 1542)
შვილები: ჯეიმზ სტიუარტი, რობერტ სტიუარტი და მარიამ სტიუარტი
დინასტია: გიზი (დინასტია)
მამა: კლოდ დე გიზი
დედა: ანტუანეტ დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება (1515-1537)

რედაქტირება
 
მარია დე გიზის გერბი

მარი დე გიზი დაიბადა 1515 წლის 22 ნოებმერს ლოთარინგიის საჰერცოგოში. მან განათლება საფრანგეთის სამეფო კარზე მიიღო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა პრინცესებთან. 1533 წელს დაესწრო თვით ანრი დე ვალუასა და ეკატერინე მედიჩის გრანდიოზულ ქორწილს. 1534 წელს მშობლებმა მარი ჰერცოგ ლუი II-ს მიათხოვეს. ცნობილია, რომ მარიას მეუღლე შეუყვარდა და მას გულითად მეგობრადაც იხსენიებდა. 1537 წელს ლუი ეპიდემიას ემპსხვერპლა, რის გამოც მარი მეორედ უნდა გათხოვილიყო. მარი დე გიზს ხელი ერთდროულად ორმა მეფემ ჰენრი VIII-მ (ინგლისის მეფე) და ჯეიმზ V-მ (შოტლანდიის მეფე) შესთავაზა, ორივე მონარქს მეუღლე ახლად გარდაცვლილიყო და ისინიც ახალ საცოლეს ეძებდნენ. ასევე ჩვენამდე მოღწეულია წერილი რომლითაც ჯეიმზ V მარის ხელს სთხოვს და აცნობს შოტლანდიაში მიმდინარე მდგომარეობას:"მადამ, ჯერ მხოლოდ ოცდაშვიდი წლისა ვარ და ცხოვრება ისე მიმძიმს, როგორც მძიმე გვირგვინის ტარება... ადრე დაობლებული პატივმოყვარე დიდებულთა ტყვეობაში მოვექეცი. კარგა ხანს დუგლასთა ძლიერი გვარის ტყვე ვიყავი. მას შემდეგ მძულს ის გვარიცა და მისი გახსენებაც უსიამოვნო მოგონებას აღმიძრავს. არჩიბალდი, ენგასის გრაფი ,მისი ძმა ჯორჯი და ყველა მათი დევნილი ნათესავი ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებენ ინგლისის მეფეს. მთელს სახელმწიფოში არ მოიძებნება ისეთი დიდებული მათ რომ არ მოესყიდოთ ოქროთი და უსინდისო დაპირებებით. სულ მუდამ საფრთხის შიშში ვართ. არც ისა მჯერა, ოდესმე ჩემი ნება-სურვილი და სამართლიანი კანონები აღსრულდეს. ეს ძლიერ მაშინებს, მადამ და თქვენგან მოველი მხარდაჭერასა და რჩევას. უსახსროდ, საფრანგეთის მეფის ან ჩემი მდიდარი ეკლესიის მცირე მოწყალებით ვეცდები, გავამშვენიერო და განვაახლო ციხე-კოშკები, ავაგო გემები. მაგრამ ჩემი ბარონები მეფეში, ვისაც სურს ნამდვილი მეფე იყოს, საძულველ მეტოქეს ხედავენ, თუმცა სასოებას მანიჭებს საფრანგეთის მეფის მეგობრობა და მისი ჯარების მხარდაჭერა, ჩემი ხალხის ერთგულება, მაგრამ ვაი თუ ვერ ვძლიო ბარონებს. ვერა სიძნელე ვერ შემაკრთობდა, ჩემი ქვეყნისათვის სამართლიანობისა და მშვიდობისკენ გზა რომ გამეკაფა.ვფიქრობ, მიზანს მივაღწევდი, ჩემს დიდებულებს მოკავშირე რომ არ ჰყოლოდა. ინგლისის მეფე გამუდმებით შუღლს თესავს ჩვენს შორის. ხოლო მის მიერ ჩემს სახელმწიფოში დანერგილმა ერესმა მოიცვა ყველა წოდება, სამღვდელოებიდან დაწყყებული მდაბიოებამდე. ერთადერთი ძალა რომელსაც მე და ჩემი წინაპარნი ოდითგანვე ვეყრდნობოდით, იყო მოქალაქენი და წმინდა კათოლიკური ეკლესია. ახლა ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ დიდ ხანს იქნებიან ისინი ჩვენი დასაყრდენნი?. და გთოვთ მადამ გამომყვეთ ცოლად რათა დავიცვა ჩემი ქვეყანა და გაძლიერდეს ჩემი კავშირი რომთან და საფრანგეთთან, თქვენ ხომ საფრანგეთში უძლიერესი საგვარეულოს წარმომადგენელი ხართ. ამიტომ გთხოვთ გამომყევით ცოლად და ერთად გავაძლიეროთ შოტლანდია და დავამარცხოთ თავს გასული დიდებულები“. ამ წერილმა და იმ ფაქტმა, რომ ჰენრი VIII-ს საკუთარი ცოლი სიკვდილით ჰყავდა დასჯილი, მარი დე გიზი აიძულა ცოლად ჯეიმზს გაჰყოლოდა.

დედოფლობა შოტლანდიაში (1538-1542)

რედაქტირება
 
მარია დე გიზი და მისი მეუღლე, ჯეიმზ V

1538 წელს მარი დე გიზი ჩავიდა შოტლანდიაში, სადაც 18 მაისს მარია დე გიზი და ჯეიმზ V სტიუარტი დააქორწინეს, ეს ორივესათვის მეორე ქორწინება იყო. ამავე დღეს მარი შოტლანდიის დედოფლად აკურთხეს. 1540 წლის 22 მაისს მარიმ ვაჟი გააჩინა, რომელსაც ჯეიმზი დაარქვეს და ტახტის მემკვიდრედ აკურთხეს. 1541 წლის 12 აპრილს დედოფალმა მეორე ვაჟი გააჩინა რომელსაც რობერტი დაარქვეს, ვინაიდან რობერტი ძალიან სუსტი იყო და თვლიდნენ, რომ დიდ ხანს ვერ გასტანდა იმავე დღეს მონათლეს. ამ მოვლენებიდან მალევე ორივე ბავშვს განუკურნებელი სენი შეეყარათ და 1541 წლის 21 აპრილს ორივე ბავშვი გარდაიცვალა. ამ პერიოდში ურთიერთობები საშინლად გამწვავდა მეზობელ ინგლისთან,ამიტომაც 1541 წლის სექტემბერში ინგლისის მეფის წინადადებით ორგანიზება გაუკეთდა შოტლანდიისა და ინგლისის მეფეების შეხვედრას იორკში, თუმცა ჯეიმზს ტყვეობის შეეშინდა და შეხვედრაზე არ ჩავიდა. ამ ფაქტით განრისხებულმა ჰენრი VIII-მ უზარმაზარი არმია დაძრა შოტლანდიისაკენ.ჯეიმზ V-მ შეკრიბა შოტლანდიის ლაშქარი, თუმცა შოტლანდიის წარჩინებულთა უმრავლესობამ, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკით, უარი განაცხადა მასში მონაწილეობაში. განრისხებულმა მეფემ ჰანტლის გრაფი მოხსნა სარდლის თანამდებობიდან და 20 000-იანი არმიით დაიძრა ინგლისის საზღვრებისკენ. 1542 წლის 24 ნოემბერს შოტლანდიელთა მცირე რაზმი მეფის ფავორიტის ოლივერ სინკლერის მეთაურობით დამარცხდა სოლუე-მოსესთან ბრძოლაში. შოტლანდიელთა დანაკარგი უმნიშვნელო იყო, თუმცა მარცხმა გამოიწვია ჯარისკაცების მხრიდან მასობრივი დეზერტირობა და რამდენიმე ბარონის ინგლისის მხარეზე გადასვლა. იმედგაცრუებული და ყველასგან მიტოვებული მეფე დაბრუნდა თავის ფოლკლენდის სასახლეში. ყველაზე უარესი კი ისაა რომ მეფე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. ამ საშინელი სტრესის გამო ორსულად მყოფ მარი დე გიზს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და 1542 წლის 8 დეკემბერს დედოფალმა გოგონა გააჩინა, რომელსაც მარიამ სტიუარტი დაარქვეს. ამავე წლის 14 დეკემბერს მეფე ჯეიმზი გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდისათვის ტახტის რეალური მემკვიდრე არავინ იყო, ტახტზე ჩვილი მარიამი დასვეს.

არანის რეგენტობა (1542-1554)

რედაქტირება
 
მარიამ სტიუარტი

შოტლანდიელთა დიდ ნაწილს არ ხიბლავდა იმის პერსპექტივა, რომ ტახტზე ჩვილი ბავშვი იჯდა, თანაც გოგონა. პოპულარული ლეგენდა, რომელიც პირველად ჩაიწერა ჯონ ნოქსმა, იუწყება, რომ სიკვდილის სარეცელზე მყოფმა ჯეიმზმა, როცა გაიგო, რომ მისმა ცოლმა ქალიშვილი შვა, ნაღვლიანად წამოიძახა, „ქალით მოვიდა, ქალითვე დასრულდება!“.სტიუარტების სახლმა შოტლანდიის ტახტი მიიღო შოტლანდიის მე-6 ლორდ-სტიუარდის, უოლტერ სტიუარტის ქორწინებით მარჯორი ბრიუსზე, რობერტ ბრიუსის (მოგვიანებით რობერტ I, შოტლანდიის მეფე) ქალიშვილზე. გვირგვინი ჯეიმზის ოჯახმა ქალის მეშვეობით მიიღო და ქალის გამოვე დაკარგავდა მას. ეს ლეგენდარული განცხადება მოგვიანებით მართლაც ახდა, ოღონდ არა მარიამის, არამედ მისი შთამომავლის, დედოფალ ანას დროს.დაბადებიდან მალევე მარიამი მოინათლა ახლომდებარე წმინდა მიქაელის ეკლესიაში. ხმები გავრცელდა, რომ იგი სუსტი და უსუსური იყო, მაგრამ ინგლისელმა დიპლომატმა, რალფ სადლერმა, როდესაც 1543 წლის მარტში ლინლითგოუს სასახლეში ჩვილი მარიამი იხილა, დაწერა: „it is as goodly a child as I have seen of her age, and as like to live“.იქიდან გამომდინარე, რომ ტახტზე ასვლისას მარიამი ჩვილი იყო, მის ზრდასრულობამდე შოტლანდია იმართებოდა რეგენტის მიერ. თავიდანვე გაჩნდა რეგენტობის მსურველი ორი მხარე: ერთი კათოლიკე კარდინალი ბიტონი, ხოლო მეორე — პროტესტანტი არანის გრაფი ჯეიმზ ჰამილტონი, რომელიც ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე იყო. ბიტონის პრეტენზიები ემყარებოდა გარდაცვლილი მეფის ანდერძს, რომელიც მოწინააღმდეგეებმა ყალბ დოკუმენტად შერაცხეს. არანმა, მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით, რეგენტობა მოიპოვა.შოტლანდიაში დაბრუნდნენ ემიგრანტი-დიდგვაროვნები — ინგლისთან კავშირის მომხრეები, რომლებიც განდევნეს ან გაიქცნენ ქვეყნიდან ჯეიმზ V-ის დროს, რომელიც პროფრანგულ პოლიტიკას ატარებდა. მათი დახმარებით რეგენტმა 1543 წლის იანვარში შექმნა პროინგლისური ხელისუფლება, შეწყვიტა პროტესტანტების დევნა და დაიწყო მოლაპარაკებები ახალგაზრდა დედოფლისა და ინგლისის ტახტის მემკვიდრის ქორწინებასთან დაკავშირებით. 1543 წლის ივლისში ეს მოლაპარაკებები დასრულდა გრინვიჩის ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც მარიამი ცოლად უნდა გაჰყოლოდა ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის ვაჟს, პრინც ედუარდს, რასაც მომავალში უნდა მოჰყოლოდა შოტლანდიისა და ინგლისის ერთი დინასტიის ქვეშ გაერთიანება. ამ დროისთვის — 1543 წლის 9 სექტემბერს — მარიამ სტიუარტი შოტლანდიის დედოფლად აკურთხეს სტერლინგის ციხესიმაგრეში.ძალისხმევამ შოტლანდიელი დიდგვაროვნების პროფრანგული პარტიისა, რომელსაც სათავეში ედგა კარდინალი ბიტონი და დედა დედოფალი, ასევე ჰენრი VIII-ის მოთხოვნამ, გადაეცათ მისთვის მარიამ სტიუარტი, გამოიწვია გადატრიალება შოტლანდიის პოლიტიკაში. 1543 წლის მიწურულს პროინგლისური ბარონები, რომლებსაც ანგუსის გრაფი მეთაურობდა, ჩაანაცვლეს, ხელისუფლებაში კი მოვიდნენ კარდინალი ბიტონი და მისი პროფრანგული ორიენტაციის მომხრეები. ამას არ შეიძლებოდა, რომ არ მოჰყოლოდა საპასუხო რეაქცია ინგლისის მხრიდან. 1544-1545 წლებში ინგლისის ჯარები ჰერტფორდის გრაფის მეთაურობით არაერთხელ შეიჭრნენ შოტლანდიაში, გაანადგურეს კათოლიკური ეკლესიები და გააღატაკეს შოტლანდიური მიწები. ამავდროულად ქვეყანაში ფართოვდებოდა პროტესტანტიზმის გავლენა, რომლის მიმდევრებსაც ინგლისთან დაახლოვება სურდათ. 1546 წლის 29 მაისს რადიკალური პროტესტანტების ჯგუფმა მოკლა კარდინალი ბიტონი და დაიპყრო სენტ-ენდრიუსის ციხე-სიმაგრე. შოტლანდიის ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა ამ სიტუაციას და დახმარების თხოვნით მიმართა საფრანგეთს.საფრანგეთის ჯარი შოტლანდიაში ჩამოვიდა 1547 წლის დასაწყისში. ჯარმა პროტესტანტები სენტ-ენდრიუსიდან განდევნა. ამის საპასუხოდ ინგლისის ჯარმა ხელახლა გადალახა ანგლო-შოტლანდიური საზღვარი და 1547 წელს გაანადგურა შოტლანდიელები პინკის ბრძოლაში. ჰენრი VIII-მ ბრძანა : „ მისი უდიდებულესობა ბრძანებს, ცეცხლითა და მახვილით მოისრას ყოველი. როს განძარცვავთ და გამოზიდავთ ნაალაფავს, გადაწვით ედინბურგი, მიწასთან გაასწორეთ... განძარცვეთ ჰოლირუდი და მრავალი ქალაქი და სოფელი ედინბურგის გარშემო. გადაწვით ლეიტი და სხვა ქალაქები, სადაც წინააღმდეგობას გადაეყაროთ, უმოწყალოდ ამოხოცეთ მამაკაცნი, დიაცნი და ჩვილნი“.ინგლისელებმა აიღეს შოტლანდიის ძირითადი ციხე-სიმაგრეები ლოტიანსა და ფერტ-ოფ-ტეის ნაპირებზე. 1547 წლის 10 სექტემბერს პინკის ბრძოლაში მთლად განადგურდა შოტლანდიელთა არმია, ინგლისელები მარიამ სტიუარტის ხელში ჩასაგდებად სტირლინგის ციხეში მივიდნენ მაგრამ იქ აღანავინ დახვდათ.დედა-დედოფალმა მარი დე გიზმა ბავშვი მენინტის ტბის ერთ პატარა კუნძულზე მდებარე ინჩმეხის მონასტერში გადამალა, ღვთისმოშიშ მონაზვნებთან რომლებიც მათ არ უღალატებდნენ. ინგლისელებმა ამგვარად დაიმორჩილეს შოტლანდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ამ დროისთვის საფრანგეთის ტახტზე ავიდა ანრი II — ინგლისთან გადამწყვეტი ბრძოლის მომხრე. მისი შეთავაზებით 1548 წლის 7 ივნისს ხელი მოეწერა დედოფალ მარიამ სტიუარტისა და საფრანგეთის პრინც ფრანსუას ქორწინებას. შოტლანდიაში გადასხეს საფრანგეთის ჯარი, რომელმაც 1550 წლისთვის პრაქტიკულად შეძლო ინგლისელების ქვეყნიდან გაძევება. 1548 წლის 7 აგვისტოს დედოფალმა მარიამ სტიუარტმა, რომელსაც იმ დროისთვის ხუთი წელი შეუსრულდა, საფრანგეთში გაცურა.იგი 12 აგვისტოს უკვე საფრანგეთში იყო სადაც მას საზეიმოდ დახვდნენ და საუკეთესო განათლებით უზრუნველყვეს. მარიამ სტიუარტს საფრანგეთში 4 ფრეილინა გააყოლა მარია დე გიზმა. ეს ფრეილინები იყვნენ :მერი ბიტონი, მერი ფლემინგი, მერი ლივინგსტონი და მერი სეტონი.

მარია დე გიზის რეგენტობა შოტლანდიაში (1554-1560)

რედაქტირება
 
ედინბურგის სასხლე, ადგილი სადაც მარია დე გიზი გარდაიცვალა

1554 წელს მარი დე გიზმა მოახერხა ლორდი არანისათვის რეგენტის ტიტული ჩამოერთმია და შოტლანდიის რეგენტი თავად გახდა. მარი დე გიზის შოტლანდიაში რეგენტობა ხასიათდება ფრანგული გავლენის ზრდით. მარი დე გიზმა საფრანგეთიდან თავდაცვის მიზნით გამოიხმო ათასობით ფრანგი ჯარისკაცი თითქმის ყველა შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეში განალაგა. 1558 წლის 24 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მარიამ სტიუარტი და საფრანგეთის დოფინი ფრანსუა დე ვალუა დაქორწინდნენ. საქორწინო კონტრაქტის საიდუმლო მუხლის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ მარიამ სტიუარტი ისე გარდაიცვლებოდა, რომ შვილი არ ეყოლებოდა შოტლანდია ავტომატურად გადადიოდა საფრანგეთის მეფის განკარგულებაში. ამ ამბავმა შოტლანდიური არისტოკრატიის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ამას გარდა შოტლანდიაში გავრცელდა პროტესტანტიზმი. ამ ორი პირობის გათვალისწინებით შოტლანდია ორად გაიხლიჩა. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ რაც ინგლისის ტახტზე პროტესტანტი დედოფალი ელისაბედ I ადის. ელისაბედი ჩუმად ამარაგებდა და აქეზებდა შოტლანდიელ პროტესტანტებს. რომის კათოლიკური ეკლესიის კანონების მიხედვით ელისაბედი უკანონო შობილად ითვლებოდა და კათოლიკეები მიიჩნევდნენ, რომ მას ინგლისის ტახტზე უფლებები არ ჰქონდა. ეს დრო იხელთა მარიამ სტიუარტმა და ინგლისის ტახტზე პრეტენზია გამოთქვა იქიდან გამომდინარე, რომ მარიამი მარგარეტ ტიუდორის შვილიშვილი იყო და მარგარეტი ჰენრი VII-ის ქალიშვილი იყო, თუმცა პრეტენზია პრეტენზიად დარჩა და ამას ტახტისათვის ომი არ მოჰყოლია. თუმცაღა ამ პრეტენზიამ უიმედოდ გააფუჭა ურთიერთობეი ინგლისთან. 1559 წლის 10 ივლისს საფრანგეთის მეფე ანრი II გარდაიცვალა და ტახტზე ფრანსუა II ადის მარიამ სტიუარტთან ეთად. შოტლანდიის ყველაზე ძლიერმა და წარჩინებულმა ლორდებმა 1559 წლის მაისში, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში მოაწყვეს დიდი აჯანყება. ისინი მოითხოვდნენ, რომ ფრანგებს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ შოტლანდია და ტახტიდან გადამდგარიყო მარი დე გიზი. მარი დე გიზი სასწრაფოდ გაიქცა ედინბურგიდან და თავი დუნბარიის ციხესიმაგრეს შეაფარა და საფრანგეთში მყოფ შვილს სასწრაფო დახმარება სთხოვა. მარიამ სტიუარტმა და ფრანსუა II-მ სასწრაფოდ გაგზავნეს დიდი ჯარები შოტლანდიაში აჯანყების ჩასახრშობად. 1559 წლის ბოლოს საფრანგეთმა კვლავ განაახლა კონტროლი შოტლანდიაში და რეგენტად ისევ მარი დე გიზი დასვეს. მალე შოტლანდიელმა დიდებულებმა დაიწყეს ახალი დამხმარის ძებნა და იპოვნეს კიდეც ინგლისის დედოფალი ელისაბედ I ტიუდორი.  ელისაბედი განაწყენებული იყო მარია სტიუარტზე და  უნდოდა შოტლანდიის დაპყრობა ისევე როგორც ნებისმიერ ინგლისის მმართველს. ელისაბედი ეხმარებოდა შოტლანდიელებს ინტრიგების მოწყობაში მარი დე გიზის წინააღმდეგ. ამის გამო მარიამ სტიუარტმა თავისი ნათესაური კავშირის გამო ინგლისის ტახტზე პრეტენზია კვლავ გამოთქვა. მარიას უამრავი ინგლისელი კათოლიკე უჭერდა მხარს ხოლო ელისაბედს კი შოტლანდიელი პროტესტანტები. 1560 წლის იანვარში ინგლისური ფლოტის ბლოკდა შევიდა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგის პორტ ლეიტში. ინგლისური ფლოტი მოიცავდა 6000 ჯარისკაცს და 3000 მხედარს. მიუხედავად ინგლისელთა სიმრავლისა ფრანგული არმია უფრო კარგად იყო ორგანიზებული და უფრო უკეთეს პოზიციაზეც იდგა. მაგრამ ამას დაემთხვა საფრანგეთის შიდა არეულობები და ეკონომიკური გაჭირვება. ამიტომაც ედინბურგში მყოფ ფრანგების ჯარს მხოლოდ შოტლანდიელთა მცირე ამალა ეხმარებოდა. საფრანგეთში იყო არანაკლებ რთული სიტუაცია ამიტომაც ფრანსუა თავის დაცვაზე უფრო ფიქრობდა ვიდრე ედინბურგის დახმარებაზე. 1560 წლის 6 ივლისს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას რომლის მიხედვითაც საფრანგეთის ჯარები სამუდამოდ ტოვებდნენ შოტლანდიას. თუმცა მმართველად მაინც მარი დე გიზი და მარია სტიუარტი რჩებოდნენ. მალე გათამამებულმა შოტლანდიის პროტესტანტებმა დედოფალ მარია სტიუარტს და მეფე ფრანსუა II დე ვალუას მოსთხოვეს ხელის მოწერა საბუთზე რომლის მიხედვითაც შოტლანდია პროტესტანტულად ცხადდებოდა. თუმცა მათ ხელის მოწერაზე უარი თქვეს და შოტლანდია კვლვ კათოლიკედ რჩებოდა.  1560 წლის 11 ივლისს მარი დე გიზი გარდაიცვალა, 44 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება