სტიუარტებიშოტლანდიისა (1371 წლიდან) და შემდეგ ინგლისის (1603-1649 და1660-1714 წწ.) სამეფო დინასტია. წარმოდგა შოტლანდიური წარჩინებულთა საგვარეულოდან, რომელსაც XII საუკუნეში სამეფოს მმართველის - სტიუარტის თანამდებობა ეკავა (აქედან დინასტიის სახელწოდება).

სტიუარტების გერბი

სტიუარტები განსაკუთრებით აღზევდნენ მას შემდეგ, რაც უოლტერ სტიუარტმა ცოლად შეირთო (1305 წელი) შოტლანდიის მეფის რობერტ I ბრიუსის ასული, რომელთა შვილი რობერტ II 1371 წელს შოტლანდიის მეფე გახდა. შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV (1488-1513 წწ.) დაუნათესავდა ინგლისელი ტიუდორების დინასტიას (მისი შვილიშვილი იყო მარიამ (მერი) I სტიუარტი). შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI (მარიამ სტიუარტის ძე) ელისაბედ I ტიუდორის ანდერძით ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე გახდა ჯეიმზ I-ის სახელით. ჯეიმზ I-ის და მისი შვილის ჩარლზ I-ის აბსოლუტისტურმა პოლიტიკამ ქვეყანა რევოლუციურ კრიზისამდე მიიყვანა, ჩარლზ I სიკვდილით დასაჯეს (1649 წ.), ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა. მონარქიის რესტავრაციის (1660 წ.) შემდეგ სტიუარტებმა კვლავ დაიკავეს ინგლისის ტახტი. 1688-1689 წლების გადატრიალების შემდეგ ინგლისის ტახტი უილიამ III ორანელმა (მეფე 1689-1702 წწ.) დაიკავა, რომელიც მართავდა თავის ცოლთან (ჯეიმზ II-ის ასული) მარიამთან ერთად. ენ სტიუარტის (დედოფალი 1702-1714 წწ.) სიკვდილის შემდეგ ინგლისის ტახტი გადავიდა სტიუარტების შორეული ნათესავების – ჰანოვერების დინასტიის წარმომადგენლების ხელში.

ლიტერატურა რედაქტირება