ანა (დიდი ბრიტანეთი)

ანა (ინგლ. Anne; დ. 6 თებერვალი, 1665 – გ. 1 აგვისტო, 1714), ინგლისის და შოტლანდიის დედოფალი სტუარტების დინასტიიდან 1702–1707 წლებში და დიდი ბრიტანეთის დედოფალი 1707–1714 წლებში. ჯეიმზ II-სა და ანა ჰაიდის ასული. 1683 წელს იქორწინა დანიის მეფის ფრედერიკ III-ის ვაჟზე გეორგზე.

ანა
Anne
ინგლისის და შოტლანდიის დედოფალი
კორონაცია: 23 აპრილი 1702
მმართ. დასაწყისი: 8 მარტი 1702
მმართ. დასასრული: 1 მაისი 1707
წინამორბედი: უილიამ III
მემკვიდრე: ტიტული გაუქმდა
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 მაისი 1707
მმართ. დასასრული: 1 აგვისტო 1714
წინამორბედი: ტიტული შეიქმნა
მემკვიდრე: ჯორჯ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 თებერვალი 1665
დაბ. ადგილი: ლონდონი
გარდ. თარიღი: 1 აგვისტო 1714
გარდ. ადგილი: ლონდონი
მეუღლე: ჯორჯ დანიელი
მამა: ჯეიმზ II
დედა: ანა ჰაიდი
ხელმოწერა:

ანა სტიუარტი ტორიელი დედოფალი იყო. თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იგი ყოველთვის ამ პარტიას უჭერდა მხარს და ყოველთვის ერთგული იყო ანგლიკანური ეკლესიის. იგი გამოირჩეოდა კარგი ხასიათით და ზრდილობით, მაგრამ არ იყო ჭკვიანი, იყო გაუბედავი და მრჩეველებზე ძლიერ დამოკიდებული. პირველ ხანებში მასზე დიდი გავლენა ჰქონდა ჰერცოგ მალბოროს და მის მეუღლეს, სარას. ესპანეთთან წარმატებული ომი, რომელმაც ანას მმართველობის მთელ პერიოდს გასტანა, ჰერცოგ მალბოროს დამსახურება იყო. მიუხედავად პოლიტიკის წარმატებისა, ანა წუხდებოდა ვიგების ბატონობით. დროთა განმავლობაში დედოფალსა და სარა მალბოროს შორის ურთიერთობები გაცივდა. მისი ადგილი ახალგაზრდა აბიგალ მეშემმა დაიკავა. მისი გავლენით, დედოფალმა მთავრობიდან დაითხოვა რამდენიმე ვიგი და მმართველობა ლორდ ბლინგბროკს გადასცა. 1713 წელს მან მოახერხა საფრანგეთთან ძალიან მომგებიანი ზავის დადება. ინგლისმა გიბრალტარის და მინორკის გარდა მიიღო ფრანგული მიწები ამერიკაშიახალი შოტლანდია, გუდზონის ყურის მიწები, ნიუფაუნდლენდი და სან-კრისტოვი.

1707 წელს მოხდა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა — ინგლისის და შოტლანდიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ეწოდა. ამიერიდან პარლამეტში შოტლანდიელი დეპუტატბიც ირჩეოდნენ.

ანას 13 შვილი ჰყავდა, მაგრამ ყველა მათგანი ჩვილობაში მოკვდა. მისი სიკვდილის შემდეგ შეწყდა სტიუარტების დინასტიაც, რომელიც 100 წელიწადზე მეტი მმართველობდა ინგლისში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X