ჯორჯ დანიელი (დან. Jørgen af Danmark, ინგლ. George of Denmark; დ. 2 აპრილი, 1653, კოპენჰაგენი, დანია — გ. 28 ოქტომბერი, 1708, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლუნებურგელის შუათანა ვაჟი. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე-კონსორტი როგორც დედოფალ ანა I სტიუარტის მეუღლე.

ჯორჯ დანიელი
ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე-კონსორტი
მმართ. დასაწყისი: 8 მარტი, 1702
მმართ. დასასრული: 1 მაისი, 1707
წინამორბედი: მარია მოდენელი
მემკვიდრე: გაერთიანების აქტი
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე-კონსორტი
მმართ. დასაწყისი: 1 მაისი, 1707
მმართ. დასასრული: 28 ოქტომბერი, 1708
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 აპრილი, 1653
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
გარდ. თარიღი: 28 ოქტომბერი, 1708, (55 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
დაკრძ. ადგილი: 13 ნოემბერი, 1708, უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი
მეუღლე: ანა I, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
(ქ. 1683)
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ III, დანიის მეფე
დედა: სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ჯორჯ დანიელი დაიბადა 1653 წლის 2 აპრილს კოპენჰაგენის სამეფო სასახლეში, დანიის სამეფოში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლუნებურგელის შვიდი შვილიდან მეექვსე.

ქორწინება ანა სტიუარტზე და ცხოვრება ინგლისში

რედაქტირება

1683 წლის 28 ივლისს წმინდა ჯეიმზის სასახლეში ჯორჯი დაქორწინდა დიდი ბრიტანეთის პრინცესა ანა სტიუარტზე. ქორწინების შემდეგ ჯორჯი ინგლისში გადასახლდა ცოლთან ერთად. მან ანას ბიძის, მეფე ჩარლზ II-სგან მიიღო ინგლისის მოქალაქეობა და ამასთან კამბერლენდის ჰერცოგის, კენდალის ერლისა და უოკინგჰემის ბარონის წოდება. ჯორჯსა და ანას მრავალწლიანი ქორწინებიდან ჩვიდმეტი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ვერცერთმა შესძლო სრულწლოვანებამდე მიღწევა.

მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, რომელშიც მათი ჩვიდმეტი ბავშვის სიკვდილი მოიაზრება, ანასა და ჯორჯს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. მათმა მხოლოდ ერთმა ვაჟმა, უილიამმა შესძლო 11 წლის გამხდარიყო, თუმცა იგი 1700 წელს ყვავილის ეპიდემიამ იმსხვერპლა. სრულიად ბრიტანული არისტოკრატია დარწმუნებული იყო იმაში, რომ მათი შვილების ასეთი ნაადრევად გარდაცვალების მიზეზი არა ანა, არამედ ჯორჯი იყო, რომელსაც ქორწინებამდე სიფილისი ჰქონდა გადატანილი. 1685 წელს მეფე ჩარლზი გარდაიცვალა, მისი უძეობის გამო კი ტახტზე ანას მამა, მეფე ჯეიმზ II ავიდა.

ჯეიმზის გამეფებიდან მალევე ჰოლანდიაში მცოვრებმა ანას დამ, ორანჟ-ნასაუს პრინცესა მერიმ თავის ქმართან, უილიამ ორანელთან ერთად მამის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დაიწყო. ამ ამბავმა მალევე ჩააღწია ინგლისამდე, თუმცა თავად მეფეს არაფერი გაუგია. ბრიტანული არისტოკრატია მიხვდა, რომ ჯეიმზის ჩამოგდება გარდაუვალი იყო, ამიტომაც მათ საიდუმლო საბჭო შექმნეს, სადაც ანასა და ჯორჯს სთხოვეს მერისათვის ტახტზე ასვლა დაესწროთ. მამის ჩამოგდებაზე ანამ სასტიკი უარი განაცხადა, რის გამოც ახლა უკვე ბრიტანელებიც მერის მიემხრნენ. 1688 წელს მერიმ და უილიამმა ტახტიდან ჩამოაგდეს მეფე ჯეიმზი და მის ცოლთან ერთად ქვეყნიდან გააძევეს. ჯორჯმა და ანამ ახალ მეფე-დედოფალთან ახლო და თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს, რის გამოც უილიამმა ჯორჯი დააჯილდოვა და მხედართმთავრობა უბოძა.

დედოფალი მერი II 1694 წელს სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. ვინაიდან უილიამსა და მერის შვილები არ ჰყავდათ და იგი მეორე ცოლის შერთვაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, ტახტის პირველი მემკვიდრეები სწორედ ჯორჯი და ანა გახდნენ. 1702 წელს კი, მას შემდეგ რაც უილიამიც გარდაიცვალა ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის დედოფალი ანა I, ხოლო ჯორჯი მისი მეფე-კონსორტი გახდა. ამიერიდან სწორედ ჯორჯის ხელში მოექცა სამხედრო, ადმინისტრაციული და პოლიტიკური ძალაუფლება, რადგან ანა მას ბრმად ენდობოდა. სწორედ მან დანიშნა მთავარ სარდლად ჰერცოგი მალბორო, რომელმაც დიდი სამხედრო წარმატებები მოუტანა ქვეყანას.

გარდაცვალება

რედაქტირება

ჯორჯ დანიელი 1708 წელს გარდაიცვალა 55 წლის ასაკში. მისმა გარდაცვალებამ დედოფალი ანა გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სთხოვდა, მან მეორე ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, სულ ექვს წელიწადში კი, 1714 წელს თავადაც გარდაიცვალა, რითაც სტიუარტთა დინასტია შეწყდა და ბრიტანეთში ჰანოვერები გამეფდნენ.

  1. მკვდარშობილი გოგონა (12 მაისი, 1684);
  2. მერი (დ. 2 ივნისი, 1685 — გ. 8 თებერვალი, 1687), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ანა სოფია (დ. 12 მაისი, 1686 — გ. 2 თებერვალი, 1687), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. მოშლილი ორსულობა (21 იანვარი, 1687);
  5. მკვდარშობილი ვაჟი (22 ოქტომბერი, 1687);
  6. მოშლილი ორსულობა (16 აპრილი, 1688);
  7. უილიამი (დ. 24 ივნისი, 1689 — გ. 30 ივლისი, 1700), გლოსტერის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. მერი (14 ოქტომბერი, 1690), გარდაიცვალა რამდენიმე საათში;
  9. ჯორჯი (17 აპრილი, 1692), გარდაიცვალა რამდენიმე საათში;
  10. მკვდარშობილი გოგონა (23 მარტი, 1693);
  11. მკვდარშობილი ბავშვი (21 იანვარი, 1694);
  12. გოგონაზე მოშლილი ორსულობა (17 ან 18 თებერვალი, 1696);
  13. მოშლილი ორსულობა (20 სექტემბერი, 1696);
  14. მოშლილი ორსულობა (25 მარტი, 1697);
  15. მოშლილი ორსულობა (ადრეული დეკემბერი, 1697);
  16. მკვდარშობილი ვაჟი (15 სექტემბერი, 1698);
  17. მკვდარშობილი ვაჟი (24 იანვარი, 1700).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Beatty, Michael A. (2003). The English Royal Family of America, from Jamestown to the American Revolution. Jefferson, North Carolina: McFarland. ISBN 0-7864-1558-4.
  • Churchill, Winston S. (1947) [1933–34]. Marlborough: His Life and Times. London: George G. Harrop & Co.
  • Curtis, Gila; introduced by Antonia Fraser (1972). The Life and Times of Queen Anne. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 0-297-99571-5.
  • Fisher, George (1832). A Genealogical Companion and Key to the History of England. Part III. Book I. London: Simpkin & Marshall.
  • Gibbs, Vicary; Doubleday, H. A. (1913). Complete Peerage. Volume III. London: St Catherine's Press.
  • Green, David (1970). Queen Anne. London: Collins. ISBN 0-00-211693-6.