ოლდენბურგები
ოლდენბურგების დინასტია (დან Oldenborgske slægt, გერმ Haus Oldenburg) — გერმანული წარმოშობის საგვარეულო, რომლის განშტოებებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ. ოლდენბურგთა პირდაპირი ხაზი 1448-1863 წწ დანიაში მეფობდა, 1523 წლამდე კი დანიის პირად უნიაში შვედეთი და ნორვეგიაც ერთიანდებოდნენ (კალმარის უნია), ხოლო 1814 წლამდე დანია-ნორვეგიის უნიას უდგნენ სათავეში.
ოლდენბურგების მამრობითი ხაზით შთამომავლებად შეიძლება ჩაითვალონ უკანასკნელი რომანოვები (1762-1917), შვედეთის მეფეების ჰოლშტეინ-გოტორპის დინასტია 1751-1818 წწ, გლუქსბურგების დანიური, ნორვეგიული და ბერძნული შტო, ბერძენი გლუქსებურგებიდან კი მაუნთენბერი-უინძორების ბრიტანული განშტოება (ელისაბედ II შვილებით დაწყებული).
საგვარეულოს ისტორია
რედაქტირებადინასტიის ისტორია ჩრდილოეთ გერმანიის ოლდენბურგის საგრაფოს მმართველი გრაფების საგვარეულოდან იწყება. ოლდენბურგების დიდჰერცოგული სახლის პირველი ცნობილი წინაპარი მატიანეში 1091 წელს ნახსენები ეგილმარი იყო, ლერიგაუს გრაფი (გ. 1108). მისი ვაჟი გერმანიის ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე მდებარე ოლდენბურგის გრაფი გამხდარა; გვარის საგრძნობი ამაღლება XV საუკუნეში დაიწყო, როდესაც ეგილმარის შთამომავალი გრაფი დიტრიჰ ბედნიერი შლეზვიგ-ჰოლშტეინის ჰედვიგის ჰერცოგ გერჰარდ VI ქალიშვილზე დაქორწინდა. მათი უფროსი ვაჟი ქრისტიანი ბიძამისის, შლეზვიგ-ჰოლშტეინის ჰერცოგ ადოლფ VIII თანადგომით 1448 წელს დანიის მეფედ აირჩიეს, 1450 წელს კი ნორვეგიის, ხოლო 1460 წლის მერე, ანუ ადოლფის გარდაცვალების შემდეგ, მისი საჰეროგოს მმართველადაც. მან დაუდო დანიურ სამეფო დინასტიას სათავე, რომელიც 1863 წელს მეფე ფრედერიკ VII გარდაცვალებით დასრულდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Marek, Miroslav, The House of Oldenburg, Genealogy.EU, http://genealogy.euweb.cz/oldenburg/. წაკითხვის თარიღი: August 2012 დაარქივებული 2020-09-19 საიტზე Wayback Machine. .