ჰოლირუდის სასახლე
ჰოლირუდის სასახლე (ინგლ. Holyroodhouse) — დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია შოტლანდიაში. მდებარეობს დედაქალაქ ედინბურგში. სახელწოდება მომდინარეობს შოტლანდიური სიტყვიდან Haly Ruid (წმინდა ჯვარი).
თავდაპირველად სასახლის შენობის ადგილას 1128 წელს დაარსებული ავგუსტინელთა ორდენის ჰოლირუდის სააბატო მდებარეობდა. XV საუკუნიდან სააბატოში ხშირად იმართებოდა სამეფო გვარის ქორწილები. XVIII საუკუნეში სახურავი ჩამოინგრა. დღევანდელი შენობა რეკონსტრუირებულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- ჰოლირუდის სასახლე დაარქივებული 2014-02-09 საიტზე Wayback Machine.