მარგარიტა დე ფუა(ბასკ. Margarita Foixkoa; ფრანგ. Marguerite de Foix; დ. 1449 — გ. 15 მაისი, 1486) — ფუას დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის დედოფალ ელეანორ I-ის ასული. ბრეტანის ჰერცოგინია 1474-86 წლებში როგორც ფრანსუა II-ის მეორე ცოლი. საფრანგეთის დედოფალ ანა ბრეტონელის დედა.

მარგარიტა დე ფუა
ბრეტანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 27 ივნისი, 1474
მმართ. დასასრული: 15 მაისი, 1486
წინამორბედი: მარგარიტა ბრეტონელი
მემკვიდრე: ეკატერინე მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1449
გარდ. თარიღი: 15 მაისი, 1486
მეუღლე: ფრანსუა II, ბრეტანის ჰერცოგი
შვილები: ანა, საფრანგეთის დედოფალი
იზაბელა
მამა: გასტონ IV, ფუას გრაფი
დედა: ელეანორ I, ნავარის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარგარიტა დაიბადა 1449 წელს. იგი იყო ნავარის დედოფალ ელეანორ I-ისა და გრაფ გასტონ IV-ის ასული.

1474 წლის 27 ივნისს, შატო დე კლიზონში იგი ცოლად გაჰყვა ბრეტანის დაქვრივებულ ჰერცოგ ფრანსუა II-ს, რომელიც იყო ეტამპის გრაფ რიჩარდ მონფორისა და მარგარიტა ორლეანელის ვაჟი. ფრანსუასათვის ეს მეორე ქორწინება იყო, ვინაიდან მისი პირველი ცოლი, მარგარიტა ბრეტონელი ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე ვერ დაუტოვა.

ფრანსუასა და მარგარიტას მხოლოდ ორი გოგონა შეეძინათ, რომელთაგან უფროსი ბრეტანის ჰერცოგინია ხდება მამის გარდაცვალების შემდეგ. მარგარიტა გარდაიცვალა 1486 წლის 15 მაისს ნანტში. იგი დაკრძალეს ნანტის აკლდამაში, ქმრის გვერდით, რომელმაც ფრანგული რენესანსის სტილში საოცარი "ფრანსუა II-ის აკლდამა" ააგო.

  1. ანა (1477-1514), ბრეტანის ჰერცოგინია, პირველად ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ს, რომელსაც მალევე გასცილდა და ცოლად საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ს გაჰყვა, რომლის დაღუპვის შემდეგაც იქორწინა შარლის ბიძაშვილზე, საფრანგეთის მეფე ლუი XII-ზე, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა;
  2. იზაბელი (1478-1490), დანიშნული იყო ჟან დ'ალბრეზე, თუმცა ქორწინებამდე გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Booton, Diane E. (2010). Manuscripts, Market and the Transition to Print in Late Medieval Brittany. Ashgate Publishing.
  • Woodacre, Elena (2013). The Queens Regnant of Navarre: Succession, Politics, and Partnership, 1274-1512. Palgrave Macmillan.