რიჩარდ პლანტაგენეტი

რიჩარდ პლანტაგენეტი (ინგლ. Richard Plantagenet, Duke of York) — იორკის მე-3 ჰერცოგი, რიჩარდ კონისბურგის და ანა მორტიმერის (1388—1411) შვილი.

რიჩარდ პლანტაგენეტი
ინგლ. Richard Plantagenet
იორკის მე-3 ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1425
მმართ. დასასრული: 1460
წინამორბედი: ედუარდ ნორიჩი
მემკვიდრე: ედუარდ პლანტაგენეტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 სექტემბერი 1411
გარდ. თარიღი: 30 დეკემბერი 1460
გარდ. ადგილი: დაიღუპა უეიკფილდის ბრძოლაში
მეუღლე: სესილი ნევილი
შვილები: ანა იორკელი
ედუარდ IV, ინგლისის მეფე
ედმუნდი (რატლენდის გრაფი)
ელიზაბეთ იორკელი
მარგარეტ იორკელი
ჯორჯი, კლარენსის ჰერცოგი
რიჩარდ III, ინგლისის მეფე
დინასტია: იორკები
მამა: რიჩარდ კონისბურგი
დედა: ანა მორტიმერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1415 წელს რიჩარდი დასაჯეს, როგორც მოღალატე, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. იმავე წელს, აზენკურის ბრძოლაში დაიღუპა რიჩარდის ბიძა (მამის მხრიდან) — ჰერცოგი ედუარდ იორკი. 1426 წელს, მეფე ჰენრი VI-ის საბჭომ რიჩარდს იორკის ჰერცოგის ტიტული მიანიჭა, ხოლო 1432 წელს — კემბრიჯის გრაფისა და მარჩის გრაფის ტიტულები. მარჩის საგრაფოზე უფლებები მან მიიღო, როგორც დედამისის უშვილო ძმის, ედმუნდ მორტიმერის მემკვიდრემ.

1453—1454 წლებში, მეფე ჰენრი VI-ის ავადმყოფობის დროს, რიჩარდ იორკელი ინგლისის რეგენტი იყო. 1460 წელს პარლამენტმა რიჩარდი ჰენრი VI-ის მემკვიდრედ ცნო, მაგრამ იმავე წელს ის დაამარცხა ჰენრის ცოლმა, მარგარიტა ანჟუელმა.

რიჩარდი დაქორწინებული იყო სესილია ნევილზე, რალფ დე ნევილის, უესტმორლენდის 1-ლი გრაფისა და ჯოან ბოფორტის, მეფე ჰენრი IV-ის დის შვილზე. ამ ქორწინებიდან მას 12 შვილი ჰყავდა, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდობაში დაიღუპა. მისი ვაჟი, ედმუნდი, რატლენდის გრაფი, დაიღუპა ბრძოლაში, მამასთან ერთად. რიჩარდის ყველაზე ცნობილი შვილები იყვნენ — ედუარდ IV და რიჩარდ III, რომლებიც ინგლისის მეფეები გახდნენ, ხოლო ჯორჯი - კლარენსის ჰერცოგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება