რიჩარდ III (ინგლ. Richard III; დ. 2 ოქტომბერი, 1452, ფოთერინგეი — გ. 22 აგვისტო, 1485, ბოსუორთი) — ინგლისის მეფე 1483 წლიდან, იორკების დინასტიის (პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო) უკანასკნელი წარმომადგენელი. ედუარდ IV-ის უმცროსი ძმა. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ედუარდ V-ის გადაყენებით, ვარდების ომის დროს. მოკლეს 1485 წელს ბოსუორთის ბრძოლაში დამარცხებისას.

რიჩარდ III
ინგლისი მეფე
მმართ. დასაწყისი: 26 ივნისი, 1483
მმართ. დასასრული: 22 აგვისტო, 1485
წინამორბედი: ედუარდ V
მემკვიდრე: ჰენრი VII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ოქტომბერი, 1452
დაბ. ადგილი: ნორთჰემპტონი, [ინგლისი
გარდ. თარიღი: 22 აგვისტო, 1485 (32 წლის)
გარდ. ადგილი: ბოსვორტი
მეუღლე: ანა ნევილი
(ქ. 1472 - გარდ. 1485)
შვილები: ედუარდი, უელსის პრინცი
დინასტია: იორკები
მამა: რიჩარდი, იორკის ჰერცოგი
დედა: სესილი ნევილი
რელიგია: კათოლიციზმი

XVI საუკუნის ლიტერატურაში რიჩარდ III-ს მიაწერენ ტახტიდან ჩამოგდებული ჰენრი VI-ის, ედუარდ V-ისა და მისი ძმის მკვლელობას, ჰენრი VI-ის ცოლის დედოფალ ანას მოწამვლას და თავისი ძმის ჰერცოგ კლარენსის მკვლელობას. რიჩარდ III-ს ტომას მორმა უძღვნა „რიჩარდ III-ის ისტორია,“ ხოლო უილიამ შექსპირმა ისტორიული დრამა „რიჩარდ III“.

ლიტერატურა

რედაქტირება