რაფაელ ვარანი
რაფაელ ვარანი (ფრანგ. Raphaël Varane [vaʁan]; დ. 25 აპრილი, 1993; ლილი, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, მანჩესტერ იუნაიტედისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
ვარანი 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რაფაელ ვარანი | ||
დაბადების თარიღი | 25 აპრილი, 1993 | ||
დაბადების ადგილი | ლილი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 191 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
ნომერი | 19 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2002 | ჰელემესი | ||
2002–2010 | ლანსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010–2011 | ლანსი | 23 | (2) |
2011–2021 | რეალი | 236 | (8) |
2021- | მანჩესტერი | 32 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2010 | საფრანგეთი 18 | 2 | (1) |
2012 | საფრანგეთი 20 | 1 | (0) |
2011–2012 | საფრანგეთი 21 | 15 | (3) |
2013– | საფრანგეთი | 74 | (5) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ივნისი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 5 ივნისი, 2021 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებალანსი
რედაქტირებავარანი პირველად ლანსის პირველ გუნდში გამოიძახა მწვრთნელმა ველევბაშოვმა, მონპელიესთან სათამაშოდ. ის მთელი კვირა ვარჯიშობდა კლუბთან ერთად და ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ცენტრალური მცველის ალაიდინე იახიას ნაცვლად. მან ამ შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში ითამაშა და მისმა გუნდმა სახლში 2-0 მოიგო. შემდეგი ორი შეხვედრა ის არ იყო ძირითად შემადგენლობაში, რადგან ლანსს ზედიზედ ორი თამაში მარსელთან და ლილთან ჰქონდა.
რეალ მადრიდი
რედაქტირება3 ნახევარმცველის შეძენის შემდეგ მადრიდელებმა დაცვის გაძლიერება გადაწყვიტეს და ახალგაზრდა ფრანგ რაფაელ ვარანთან, 27 ივნისს, 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
სეზონი 2011/2012
რედაქტირებავარანის დებიუტი ლა-ლიგაში შედგა „რასინგთან“ შეხვედრაში. რაფაელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, შეხვედრა 0:0 დასრულდა. შემდეგი შეხვედრა ახალგაზრდა ფეხბურთელის იყო „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ, ვარანი ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო და ეს შეხვედრაც შეუცვლელად ითამაშა. ამ შეხვედრაში გაიტანა მან პირველი გოლი „რეალის“ რიგებიში 67-ე წუთზე, მისმა გუნდმა შეხვედრა 6:2 მოიგო. სულ ესპანეთის ჩემპიონატში ვარანმა 9 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 7 სრულად, ამ შეხვედრებიდან მას არც ერთში არ მიუღია გაფრთხილება. ჩემპიონთა ლიგაზე კი მან 4 შეხვედრა ჩაატარა: 3 ჯგუფურ ეტაპზე და ერთიც მეოთხედფინალში. ესპანეთის თასზე ვარანმა ითამაშა 2 თამაში და გაიტანა 2 გოლი „ბარსელონას“ კარში.
სეზონი 2012/2013
რედაქტირებავარანმა ახალი სეზონის წინ ჩაატარა 6 წინასასეზონო შეხვედრა. მან ახალი სეზონიდან 2 ნომრით ასპარეზობა გადაწყვიტა, რომელიც რიკარდო კარვალიუს ეკუთვნოდა. პირველი შეხვედრა ახალ სეზონში ვარანმა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.ვარანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. პირველი თამაში ესპანეთის ჩემპიონატზე კი გამართა „დეპორტივოს“ წინააღმდეგ ის მოედნის ცენტრში პეპეს შეუწყვილდა, რამოსმა კი მთელი შეხვედრა მარჯვენა ფლანგზე გაატარა.
ოქტომბრის სანაკრებო თამაშების შემდეგ ვარანი სამეფო კლუბს ტრავმირებული დაუბრუნდა, თუმცა მან ტრამვირებულმა ჩაატარა შეხვედრა „სელტას“ წინააღმდეგ. ვარანის დატვირთვა კიდევ უფრო გაძლიერდა, ტრავმები მიიღეს ალვარო არბელოამ, მარსელომ და ფაბიუ კოენტრაუმ. ასეთ შემთხვევაში დაცვის მარცხენა ფლანგი მაიკლ ესიენმა დაიკავა, ცენტრში პეპე-ვარანი დადგა, ხოლო მარჯვენა ფლანგი სერხიო რამოსმა ჩაიბარა. ასეთი შემადგეენლობით გავიდა გუნდი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ და „მალიორკასთან“.
კარიერა ნაკრებში
რედაქტირებავარანი პირველად საფრანგეთის 17 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. თუმცა მას ოფიციალური მატში არ უთამაშია. ნაკრების მაისურით ის პირველად მოედანზე 2010 წელს გავიდა, როდესაც 18 წლამდელთა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები დანიელ თანატოლებს ხვდებოდნენ. რაფაელმა თავისი დებიუტი ნაკრებში გოლით აღნიშნა. 2011 წლის 3 თებერვალს ის გამოიძახეს საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს მისთვის დიდი სიურპრიზი იყო, მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ფრანგებმა კი ეს მატჩი 3-1 მოიგეს.
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ესპანეთის ლა ლიგა (3): 2011–12, 2016–17, 2019–20
- ესპანეთის თასი (1): 2013–14
- ესპანეთის სუპერთასი (3): 2012, 2017, 2020
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (4): 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18
- უეფა-ს სუპერთასი (3): 2014, 2016, 2017
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (4): 2014, 2016, 2017, 2018
სანაკრებო
რედაქტირება- მსოფლიო ჩემპიონატი (1): 2018
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი რეალ მადრიდის ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- რაფაელ ვარანი – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
- რაფაელ ვარანი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- რაფაელ ვარანი Twitter-ზე