ალვარო არბელოა კოკა (ესპ. Álvaro Arbeloa Coca; დ. 17 იანვარი 1983, სალამანკა, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე.

ალვარო არბელოა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალვარო არბელოა კოკა[1]
დაბადების
თარიღი
17 იანვარი, 1983 (1983-01-17) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
სალამანკა, ესპანეთის დროშა ესპანეთი
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1995–2001 რეალ სარაგოსა
2001–2002 რეალ მადრიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2003 რეალი C 16 (0)
2003–2006 რეალი B 84 (0)
2004–2005 რეალი 2 (0)
2006–2007 დეპორტივო 20 (0)
2007–2009 ლივერპული 66 (2)
2009–2016 რეალი 153 (3)
2016–2017 ვესტ ჰემი 3 (0)
სულ 344 (5)
ეროვნული ნაკრები
2001 ესპანეთი 17-წლ. 1 (0)
2001 ესპანეთი 19-წლ. 4 (0)
2005 ესპანეთი 21-წლ. 1 (0)
2008–2013 ესპანეთი 56 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ალვარომ „რეალთან“ კონტრაქტი ადრეულ ასაკში გააფორმა და მის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, მას რაღაც პერიოდი რაფაელ ბენიტესი წვრთნიდა. იმ პერიოდში, როდესაც ის ახალგაზრდულ გუნდებში ირიცხებოდა, 2-ჯერ გამოიძახეს ძირითად გუნდში სათამაშოდ, თუმცა მან საწყის ეტაპზე გუნდში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და 2006 წლის 24 ივლისს არბელოა „დეპორტივოში“ გადავიდა, მას ახალ გუნდში რეგულარულად თამაშის იმედი ჰქონდა.

მან სწრაფად მიიპყრო „ლივერპულის“ ყურადღება და 2007 წლის 31 იანვარს გადავიდა ინგლისურ კლუბში. ტრანსფერის თანხამ 2,5 მილიონი ფუნტი შეადგინა, საიდანაც კონტრაქტის პირობების მიხედვით 50% მადრიდის „რეალმა“ მიიღო. მისი დებიუტი „ლივერპულში“ 10 თებერვალს შედგა „ნიუკასლის“ წინააღმდეგ, ეს შეხვედრა მისი გუნდის დამარცხებით დასრულდა. ალვარო ამ შეხვედრაში ჟერმეინ პენანტის ნაცვლად შევიდა მოედანზე. 21 თებერვალს კი მას მოუწია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სტუმრად „ბარსელონას“ წინააღმდეგ. არბელოა ძირითად შემადგენლობაში იყო, ის მარცხენა მცველის პოზიციაზე დადგა და მას ლიონელ მესის განეიტრალება დაევალა. ამ შეხვედრაში პირველი გოლი „ლივერპულის“ კარში გავიდა, თუმცა ინგლისელებმა შემდგომ 2 გოლი გაიტანეს და შეხვედრა მათ სასარგებლოდ დასრულდა.

2007 წლის 7 აპრილს არბელოამ თავისი პირველი გოლი „ლივერპულის“ მაისურით „რედინგის“ კარში გაიტანა.

2007–08 წლის სეზონის წინ არბელოამ 2 ნომრიანი მაისურის ნაცვლად 17 ნომრიანი მაისური მოირგო, კრეიგ ბელამის გუნდიდან წასვლის შემდეგ.

2013 წლის 27 ნოემბერს მან გაიტანა გოლი „გალათასარაის“ კარში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში.

კარიერა ნაკრებში

რედაქტირება

2008 წლის 27 მარტს შედგა არბელოას დებიუტი ნაკრებში. ამხანაგურ შეხვედრაში იტალიელებთან ის 73-ე წუთზე შევიდა მოედანზე სერხიო რამოსის ნაცვლად. თამაში ესპანელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ესპანეთის ნაკრების მაისურით არბელოამ სულ 56 შეხვედრა გამართა და ნაკრებთან ერთად მან გაიმარჯვა 2008 და 2012 წლის ევროპის ეჩემპიონატებზე, ასევე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2010 წელს. 2014 წელს, მაისში, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ვერ მოხვდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებულ განაცხადში მან გააკეთა განცხადება, რომ ასრულებს სანაკრებო კარიერას[2].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დაქორწინებულია კარლოტა რუისზე, ბავშვები: გოგონა ალბა (26.04.2010) და ვაჟი რაული (16.05.2013).

მიღწევები

რედაქტირება

სანაკრებო

რედაქტირება