უეფა-ს სუპერთასი

(გადამისამართდა გვერდიდან უეფას სუპერთასი)

უეფა-ს სუპერთასი (ინგლ. UEFA Super Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ატარებს უეფა. თამაშში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებულები მონაწილეობენ. როგორც წესი, მატჩი ტარდება აგვისტოში, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ.

უეფა-ს სუპერთასი
დაარსდა 1972
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 2
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“
იტალიის დროშა „მილანი“
(5-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული გერმანიის დროშა „ბაიერნი“ (2-ჯერ)
ვებ-საიტი ოფიციალური

1972–99 წლებში, სუპერთასს ჩემპიონთა თასისა/ლიგისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები ეცილებოდნენ ერთმანეთს. თასების მფლობელთა თასის გაუქმების შემდეგ ის უეფა-ს თასმა შეცვალა, რომელსაც 2009 წელს უეფა-ს ევროპა ლიგა ეწოდა. ამასთანავე, 1998 წლამდე სუპერთასი 2 მატჩად იმართებოდა, ორივე მონაწილე გუნდის მოედანზე; 1998 წლიდან შეხვედრა წინასწარ გამოცხადებულ არენაზე ტარდება.

გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „ბარსელონა“ და „მილანი“. ორივე კლუბს სუპერთასი ხუთჯერ აქვს მოგებული. სულ უეფა-ს სუპერთასი 24 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. მოქმედი გამარჯვებულია „ატლეტიკო მადრიდი“[1].

სუპერთასის ჩატარების იდეა ჰოლანდიელ სპორტულ ჟურნალისტ ანტონ ვიტკამპს დაებადა. ამ დროს ევროპაში „ტოტალური ფეხბურთი“ დომინირებდა, ევროტურნირების მთავარ ფავორიტებად კი ჰოლანდიური კლუბები მიიჩნეოდნენ. მისი მიზანი იყო გაერკვია, თუ რომელი იყო რეალურად ევროპის საუკეთესო კლუბი და კიდევ უფრო გამოეცადა ამსტერდამის აიაქსის შესაძლებლობები, რომელსაც იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი ლიდერობდა.

1972 წელს ვიტკამპმა თავისი იდეა აიაქსის ხელმძღვანელობას გააცნო. ხელმძღვანელობამ ეს იდეა მოიწონა და ერთად ციურიხს ეწვივნენ, სადაც უეფას-გან გათამაშებისათვის ოფიციალური სახის მიცემა მოითხოვეს. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ უარი თქვა და სწორედ ამიტომ, 1972 წლის შეხვედრა აიაქსსა და რეინჯერსს შორის, არაოფიციალურად მიიჩნევა.

წელი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1972   აიაქსი 3–1; 3–2 რეინჯერსი  
1973   აიაქსი (1) 0–1; 6–0 მილანი  
1974 არ გათამაშდა
1975   დინამო კიევი (1) 1–0; 2–0 ბაიერნი  
1976   ანდერლეხტი (1) 1–2; 4–1 ბაიერნი  
1977   ლივერპული (1) 1–1; 6–0 ჰამბურგი  
1978   ანდერლეხტი (2) 3–1; 1–2 ლივერპული  
1979   ნოტინგემ ფორესტი (1) 1–0; 1–1 ბარსელონა  
1980   ვალენსია (1) 1–2; 1–0 ნოტინგემ ფორესტი  
1981 არ გათამაშდა
1982   ასტონ ვილა (1) 0–1; 3–0 დ.დ ბარსელონა  
1983   აბერდინი (1) 0–0; 2–0 ჰამბურგი  
1984   იუვენტუსი (1) 2–0 ლივერპული  
1985 არ გათამაშდა
1986   სტიაუა (1) 1–0 დინამო კიევი  
1987   პორტუ (1) 1–0; 1–0 აიაქსი  
1988   მეხელენი (1) 3–0; 0–1 პსვ  
1989   მილანი (1) 1–1; 1–0 ბარსელონა  
1990   მილანი (2) 1–1; 2–0 სამპდორია  
1991   მანჩესტერ იუნაიტედი (1) 1–0 ცრვენა ზვეზდა  
1992   ბარსელონა (1) 1–1; 2–1 ვერდერი  
1993   პარმა (1) 0–1; 2–0 დ.დ მილანი  
1994   მილანი (3) 0–0; 2–0 არსენალი  
1995   აიაქსი (2) 1–1; 4–0 რეალ სარაგოსა  
1996   იუვენტუსი (2) 6–1; 3–1 პარი სენ-ჟერმენი  
1997   ბარსელონა (2) 2–0; 1–1 ბორუსია დორტმუნდი  
1998   ჩელსი (1) 1–0 რეალ მადრიდი  
1999   ლაციო (1) 1–0 მანჩესტერ იუნაიტედი  
2000   გალათასარაი (1) 2–1 დ.დ რეალ მადრიდი  
2001   ლივერპული (2) 3–2 ბაიერნი  
2002   რეალ მადრიდი (1) 3–1 ფეიენოორდი  
2003   მილანი (4) 1–0 პორტუ  
2004   ვალენსია (2) 2–1 პორტუ  
2005   ლივერპული (3) 3–1 დ.დ ცსკა მოსკოვი  
2006   სევილია (1) 3–0 ბარსელონა  
2007   მილანი (5) 3–1 სევილია  
2008   ზენიტი (1) 2–1 მანჩესტერ იუნაიტედი  
2009   ბარსელონა (3) 1–0 დ.დ შახტარი  
2010   ატლეტიკო მადრიდი (1) 2–0 ინტერი  
2011   ბარსელონა (4) 2–0 პორტუ  
2012   ატლეტიკო მადრიდი (2) 4–1 ჩელსი  
2013   ბაიერნი (1) 2–2 დ.დ; პენ.5–4 ჩელსი  
2014   რეალ მადრიდი (2) 2–0 სევილია  
2015   ბარსელონა (5) 5–4 დ.დ სევილია  
2016   რეალ მადრიდი (3) 3–2 დ.დ სევილია  
2017   რეალ მადრიდი (4) 2–1 მანჩესტერ იუნაიტედი  
2018   ატლეტიკო მადრიდი (3) 4–2 დ.დ რეალ მადრიდი  
2019   ლივერპული (4) 2–2 (პენ. 5—4) ჩელსი  

სტატისტიკა და რეკორდები

რედაქტირება

კლუბების მიხედვით

რედაქტირება
კლუბი გამარჯვებული დამარცხებული გამარჯვებული დამარცხებული
  ბარსელონა 5 4 1992, 1997, 2009, 2011, 2015 1979, 1982, 1989, 2006
  მილანი 5 2 1989, 1990, 1994, 2003, 2007 1973, 1993
  რეალ მადრიდი 4 3 2002, 2014, 2016, 2017 1998, 2000, 2018
  ლივერპული 3 2 1977, 2001, 2005 1978, 1984
  ატლეტიკო მადრიდი 3 0 2010, 2012, 2018
  აიაქსი 2 1 1973, 1995 1987
  ანდერლეხტი 2 0 1976, 1978
  ვალენსია 2 0 1980, 2004
  იუვენტუსი 2 0 1984, 1996
  სევილია 1 4 2006 2007, 2014, 2015, 2016
  პორტუ 1 3 1987 2003, 2004, 2011
  მანჩესტერ იუნაიტედი 1 3 1991 1999, 2008, 2017
  ბაიერნი 1 3 2013 1975, 1976, 2001
  ჩელსი 1 2 1998 2012, 2013
  დინამო კიევი 1 1 1975 1986
  ნოტინგემ ფორესტი 1 1 1979 1980
  ასტონ ვილა 1 0 1982
  აბერდინი 1 0 1983
  სტიაუა 1 0 1986
  მეხელენი 1 0 1988
  პარმა 1 0 1993
  ლაციო 1 0 1999
  გალათასარაი 1 0 2000
  ზენიტი 1 0 2008
  ჰამბურგი 0 2 1977, 1983
  პსვ 0 1 1988
  სამპდორია 0 1 1990
  ცრვენა ზვეზდა 0 1 1991
  ვერდერი 0 1 1992
  არსენალი 0 1 1994
  რეალ სარაგოსა 0 1 1995
  პარი სენ-ჟერმენი 0 1 1996
  ბორუსია დორტმუნდი 0 1 1997
  ფეიენორდი 0 1 2002
  ცსკა მოსკოვი 0 1 2005
  შახტარი 0 1 2009
  ინტერი 0 1 2010

ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 15-ჯერ მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოგება და 12-ჯერ დამარცხდნენ. სულ 12 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული დამარცხებული
  ესპანეთი 15 12
  იტალია 9 4
  ინგლისი 7 9
  ბელგია 3 0
  ნიდერლანდები 2 3
  გერმანია 1 7
  პორტუგალია 1 3
  სსრკ 1 1
  რუსეთი 1 1
  შოტლანდია 1 0
  რუმინეთი 1 0
  თურქეთი 1 0
  საფრანგეთი 0 1
  უკრაინა 0 1
  იუგოსლავია 0 1

გამარჯვებული მწვრთნელები

რედაქტირება
სეზონი გამარჯვებული კლუბი
1972   სტეფან კოვაჩი   აიაქსი
1973   გეორგ კნობელი   აიაქსი
1974
1975   ვალერი ლობანოვსკი   დინამო კიევი
1976   რაიმონ გუტალსი   ანდერლეხტი
1977   ბობ პეისლი   ლივერპული
1978   რაიმონ გუტალსი (2)   ანდერლეხტი
1979   ბრაიან კლაფი   ნოტინგემ ფორესტი
1980   ბერნანდინო პერესი   ვალენსია
1981
1982   ტონი ბარტონი   ასტონ ვილა
1983   ალექს ფერგიუსონი   აბერდინი
1984   ჯოვანი ტრაპატონი   იუვენტუსი
1985
1986   ანგელ იორდენესკუ   სტიაუა
1987   ტომისლავ ივიჩი   პორტუ
1988   აად დე მოსი   მეხელენი
1989   არიგო საკი   მილანი
1990   არიგო საკი (2)   მილანი
1991   ალექს ფერგიუსონი (2)   მანჩესტერ იუნაიტედი
1992   იოჰან კრუიფი   ბარსელონა
1993   ნევიო სკალა   პარმა
1994   ფაბიო კაპელო   მილანი
1995   ლუი ვან გალი   აიაქსი
1996   მარჩელო ლიპი   იუვენტუსი
1997   ლუი ვან გალი (2)   ბარსელონა
1998   ჯანლუკა ვიალი   ჩელსი
1999   სვენ-იორან ერიქსონი   ლაციო
2000   მირჩა ლუჩესკუ   გალათასარაი
2001   ჟერარ ულიე   ლივერპული
2002   ვისენტე დელ ბოსკე   რეალ მადრიდი
2003   კარლო ანჩელოტი   მილანი
2004   კლაუდიო რანიერი   ვალენსია
2005   რაფაელ ბენიტესი   ლივერპული
2006   ხუანდე რამოსი   სევილია
2007   კარლო ანჩელოტი (2)   მილანი
2008   დიკ ადვოკატი   ზენიტი
2009   პეპ გვარდიოლა   ბარსელონა
2010   კიკე სანჩეს ფლორესი   ატლეტიკო მადრიდი
2011   პეპ გვარდიოლა (2)   ბარსელონა
2012   დიეგო სიმეონე   ატლეტიკო მადრიდი
2013   პეპ გვარდიოლა (3)   ბაიერნი
2014   კარლო ანჩელოტი (3)   რეალ მადრიდი
2015   ლუის ენრიკე   ბარსელონა
2016   ზინედინ ზიდანი   რეალ მადრიდი
2017   ზინედინ ზიდანი (2)   რეალ მადრიდი
2018   დიეგო სიმეონე (2)   ატლეტიკო მადრიდი

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

რედაქტირება
მწვრთნელი გამარჯვებული სეზონები
  კარლო ანჩელოტი 3 2003, 2007, 2014
  პეპ გვარდიოლა 2009, 2011, 2013
  რაიმონ გუტალსი 2 1976, 1978
  ალექს ფერგიუსონი 1983, 1991
  არიგო საკი 1989, 1990
  ლუი ვან გალი 1995, 1997
  ზინედინ ზიდანი 2016, 2017
  დიეგო სიმეონე 2012, 2018

ეროვნების მიხედვით

რედაქტირება

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნება ტიტულები
  იტალია 11
  ესპანეთი 9
  ნიდერლანდები 6
  ინგლისი 3
  საფრანგეთი 3
  რუმინეთი 2
  ბელგია 2
  შოტლანდია 2
  არგენტინა 2
  იუგოსლავია 1
  სსრკ 1
  შვედეთი 1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Atletico beat Madrid rivals Real in extra time to win Super Cup“. bbc.com. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2018.