ლუის ენრიკე მარტინეს გარსია (ესპ. Luis Enrique Martínez García; დ. 8 მაისი, 1970, ხიხონი, ესპანეთი) — ესპანელი საფეხბურთო მწვრთნელი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი. წარსულში პროფესიონალი ფეხბურთელი. ფეხბურთელის სტატუსით ნათამაშები აქვს ისეთ კლუბებში, როგორიცაა: „ხიხონის სპორტინგი“, „მადრიდის რეალი“ და „ბარსელონა“. ამჟამად ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 2015 წელს კატალონიურ გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სამეფო თასი, უეფას სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

ლუის ენრიკე
ლუის ენრიკე 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუის ენრიკე მარტინეს გარსია
დაბადების
თარიღი
8 მაისი, 1970 (1970-05-08) (54 წლის)
დაბადების
ადგილი
ხიხონი, ესპანეთი
სიმაღლე 1.80 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1981-1988 ხიხონის სპორტინგი
1984-1988დეპორტივო ლა ბრანია (იჯარით)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988-1990 სპორტინგი B
1990-1991 სპორტინგი 36 (14)
1991-1996 რეალ მადრიდი 157 (15)
1996-2004 ბარსელონა 207 (73)
სულ 400 (102)
ეროვნული ნაკრები
1990-1991 ესპანეთი 21 წლ. 5 (0)
1991-1992 ესპანეთი 23 წლ. 14 (3)
1991-2002 ესპანეთი 62 (12)
2000 ასტურია 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2008-2011 ბარსელონა B
2011-2012 რომა
2013-2014 სელტა
2014-2017 ბარსელონა
2018– ესპანეთი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

36 წლის ასაკში დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა. პირველი სერიოზული გუნდი იყო „ბარსა ბ“, სადაც 2008 წელს ხოსეპ გუარდიოლა ჩაანაცვლა. პირველივე სეზონში ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი რანგით მესამე ჩემპიონატიდან მეორეში გადაიყვანა. 2011 წელს კი დააფიქსირა გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი. 71 ქულით (20 მოგება, 11 ფრე, 11 წაგება) გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულა, რაც დღესაც საუკეთესო შედეგია „ბარსა ბ“-სთვის. ამ წარმატების შემდეგ ლუის ენრიკემ ბედი ესპანეთის ფარგლებს გარეთ სცადა და იტალიურ „რომაში“ დაიწყო მუშაობა. იტალიის ჩემპიონატში რომამ მე-7 ადგილი დაიკავა, იტალიის თასის ნახევარფინალში გააღწია და ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 2012 წელს ლუის ენრიკემ დატოვა „რომა“ და 2013 წელს კვლავ ესპანეთში დაბრუნდა, სადაც ვიგოს „სელტა“ ჩაიბარა. იმ სეზონში „სელტამ“ წარმატებით იასპარეზა და სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო ვიგოური კლუბისთვის.

2014 წლის ივლისში დაიკავა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. არასახარბიელოდ დაწყებული სეზონი ენრიკემ ტრიუმფით დაასრულა და მოიგო სამივე ტურნირი: ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სამეფო თასი. მომდევნო სეზონის დასაწყისში მონაგარს კიდევ ორი ტიტული შემატა:უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 2015–2016 წლების სეზონი ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგებით დაასრულა. მესამე სეზონი ნაკლებად წარმატებული ჰქონდა, 2017 წლის ივლისში პოსტი დატოვა.

მიღწევები

რედაქტირება

ფეხბურთელობისას

რედაქტირება

  რეალ მადრიდი:(3)

  ბარსელონა:(7)

მწვრთნელობისას

რედაქტირება

  ბარსელონა:(9)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: