მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი
მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი (პორტ. Marcelo Vieira da Silva Júnior; დ. 12 მაისი, 1988; რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია), ან უბრალოდ მარსელო — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი.
![]() 2019 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი | ||
დაბადების თარიღი | 12 მაისი, 1988 | ||
დაბადების ადგილი | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 12 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002–2005 | ფლუმინენსე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2006 | ფლუმინენსე | 30 | (6) |
2007– | რეალ მადრიდი | 362 | (26) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2005 | ბრაზილია 17 წლ. | 3 | (1) |
2007 | ბრაზილია 20 წლ. | 4 | (0) |
2008–2012 | ბრაზილია 23 წლ. | 12 | (1) |
2006– | ბრაზილია | 58 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 ოქტომბერი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017 |
საკლუბო კარიერარედაქტირება
ახალგაზრდული წლებირედაქტირება
მარსელომ ფეხბურთის თამაში 9 წლისამ დაიწყო. 13 წლის ასაკში მისით საფეხბურთო კლუბ, ფლუმინენსეს სკაუტები დაინტერესდნენ. ფეხბურთელის ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. ამ მიზეზით ერთ ხანს მარსელომ სპორტის ამ სახეობის მიტოვებაც კი გადაწყვიტა, თუმცა ფლუმინენსეს მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინეს. ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, 2005 წლის 13 ნოემბერს ამ კლუბში მისი დებიუტიც შედგა, ვასკო და გამასთან შეხვედრაში, მარსელო მეორე ტაიმიდან ჩაერთო მატჩში, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა, ანგარიშით 2-0.
მადრიდის რეალირედაქტირება
მარსელო რეალის ფეხბურთელი 2007 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გახდა. აი რა განაცხადა მადრიდელთა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა ბრაზილიელის პრეზენტაციაზე: "მარსელო ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. ის ახალგაზრდა და ენერგიულია და გუნდს უფრო გამოაცოცხლებს. გარდა ამისა, ბრაზილიელი ჩვენი სპორტული გეგმის ნაწილია, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას ეხება. ამ ტრანსფერის განხორციელებით ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ფეხბურთელის შეძენა თითქმის ნახევარ ევროპას სურდა."
მარსელოს დებიუტი ახალ კლუბში დეპორტივოს წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის 7 იანვარს. იმავე წლის 14 აპრილს ფეხბურთელმა სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად იასპარეზა. მას შემდეგ რაც რეალის სათავეში ბერნდ შუსტერი მოვიდა, ბრაზილიელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. მარსელო რეალის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და საფეხბურთო ექსპერტების ვარაუდით, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.
სანაკრებო კარიერარედაქტირება
2006 წელს, მარსელომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა. მან უელსის ნაკრებს გაუტანა შესანიშნავი შორეული გოლი, რომელიც როგორც ამბობენ, მხოლოდ ბრაზილიელი მცველებისთვისაა დამახასიათებელი. ფეხბურთელს ხშირად ადარებენ მის ცნობილ თანამემამულე მცველს, რობერტო კარლოსს.
მარსელომ ბრაზილიის ნარკების რიგებში მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე. სადაც კარლოს დუნგას თავკაცობით, მან და მისმა თანაგუნდელებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
მარსელოს მარცხენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. გარდა ამისა, ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც ასრულებს.
ტიტულებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
- კარიოკის ლიგის ჩემპიონი (1): 2005
- რიოს თასის მფლობელი (1): 2005
- ესპანეთის ჩემპიონი (5): 2006/07, 2007/08, 2011/12, 2016/17, 2019/20
- ესპანეთის თასის მფლობელი (2): 2010/11, 2013/14
- ესპანეთის სუპერთასის მფლობელი (4): 2008, 2012, 2017, 2020
- ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (4): 2013/14, 2015/16, 2016/17, 2017/18
- უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული (3): 2014, 2016, 2017
- მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (4): 2014, 2016, 2017, 2018
სანაკრებორედაქტირება
- ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1): 2012
- ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1): 2008
- კონფედერაციის თასის გამარჯვებული (1): 2013
ინდივიდუალურირედაქტირება
- ბრაზილიის სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2006
- უეფა-ს წლის გუნდის წევრი (1): 2011
- მსოფლიოს საუკეთესო 11 FIFPro-ს ვერსიით (3): 2012, 2015, 2016[1]
- წლის გუნდის წევრი ESM-ის ვერსიით (1): 2015/16
- მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გუნდის წევრი (1): 2014
- პრიმერა დივიზიონის სეზონის გუნდის წევრი (1): 2015/16[2]
- ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდის წევრი (1): 2015/16[3]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ The Best named at FIFA Football Awards. FIFA (9 იანვარი, 2017). ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2017.
- ↑ The Liga BBVA 2015/16 Team of the Season. Liga de Fútbol Profesional (1 ივნისი, 2016). ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2016.
- ↑ UEFA Champions League Squad of the Season. uefa.com (30 მაისი, 2016).