კარიოკის ლიგა
კარიოკის ლიგა (პორტ. Campeonato Carioca) — რიო-დე-ჟანეიროს შტატის საფეხბურთო ჩემპიონატი, იმართება შტატის ფეხბურთის ფედერაციის უშუალო ეგიდით. პირველ (ანუ უმაღლეს) დივიზიონში გამოდის 2 ჯგუფად დაყოფილი 16 გუნდი. ჩემპიონატი ტარდება 1906 წლიდან, ლიგის ისტორიის განმავლობაში 4 ნათლად გამოკვეთილი ლიდერია, ესენია: „ფლუმინენსე“, „ფლამენგო“, „ვასკო და გამა“ და „ბოტაფოგო“.
ქვეყანა | ბრაზილია |
---|---|
დაარსდა | 1906 |
კლუბ. რაოდენობა | 16 |
მოქ. ჩემპიონი | ფლამენგო |
ყველაზე ტიტულოვანი | ფლამენგო |
კარიოკის ლიგა 2015 |