პატრის ლატირ ევრა (ფრანგ. Patrice Latyr Evra; დ. 15 მაისი, 1981, დაკარი, სენეგალი) — ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ტურინის იუვენტუსში და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. მისი პოზიციაა მარცხენა მცველი. 2014 წლის 21 ივლისს, ევრამ განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლისა და ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ.

პატრის ევრა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პატრის ლატირ ევრა
დაბადების
თარიღი
15 მაისი, 1981 (1981-05-15) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
დაკარი, სენეგალი
სიმაღლე 173 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ახალგაზრდული კარიერა
1992-1993 CO Les Ulis
1993-1997 CSF Brétigny
1997-1998 პარი სენ-ჟერმენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–1999 მარსალა 24 (3)
1999–2000 მონცა 3 (0)
2000–2002 ნიცა 40 (1)
2002–2006 მონაკო 120 (2)
2006–2014 მანჩესტერ იუნაიტედი 273 (7)
2014- იუვენტუსი 45 (2)
ეროვნული ნაკრები
2002–2003 საფრანგეთი 21 11 (0)
2004– საფრანგეთი 68 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 აპრილი 2016
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ოქტომბერი 2015

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ადრეული კარიერა

რედაქტირება

პატრის ევრამ ფეხბურთის თამაში თინეიჯერობის დროს დაიწყო. იგი ჩაეწერა პარი სენ ჟერმენში. ევრა პატარაობაში შეტევაში თამაშობდა. მარსალა არის ის კლუბი, რომელმაც პატრის ევრა პირველმა შეიძინა. მარსალა იტალიური კლუბია. პატრის ევრამ მარსალას რიგებში 24 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ერთი სეზონის შემდეგ იგი გადავიდა მონზაში. მონზა იმ დროისთვის სერია ბ–ში იღებდა მონაწილებობას. მონზაში პატრისმა მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია.

პატრის ევრა დაბრუნდა საფრანგეთში და თამაში განაგრძო „ნიცაში“. „ნიცა“ იმ დროს საფრანგეთის მეორე ლიგაში იღებდა მონაწილეობას. ევრა ისევ ცენტრალურ ფორვარდად თამაშობდა, მაგრამ ერთხელ, „ნიცას“ არცერთი მარცხენა მცველი აღარ დარჩა, ტრავმების გამო. მწვრთნელმა პატრის უთხრა, რომ მას მოუწევდა მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში. ევრამ ძალიან გაამართლა. იგი უკვე სულ სასტარტო შემადგენლობაში იდგა, მარცხენა მცველის პოზიციაზე. მას სახელი მთელს საფრანგეთში გაუვარდა.

ას მონაკო

რედაქტირება

ნახა თუ არა, დედიე დეშამმა, მონაკოს მწვრთნელმა ევრა, მისი შეძენა მოუნდა. დიდიე დეშამი ახალი დანიშნული იყო მონაკოს მწვრთნელის პოსტზე. აც მონაკო და იგი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს ეძებდა. ზუსტად ასეთ ფეხბურთელებში შევიდა პატრის ევრა. მონაკომ სასწაული მოახდინა, საფრანგეთის საშუალო გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ფინალში მას პორტო (საფეხბურთო კლუბი) შეხვდა, მონაკოელთა საუბედუროდ ისინი დამარცხდნენ. ევროპის გრანდებმა "ახალ ორ კლუბს" თვალი დაადგეს. ევრა იმავე სეზონს არ წასულა გუნდიდან. 2005 წელს იგი მონაკოს კაპიტანი გახდა.

მანჩესტერ იუნაიტედი

რედაქტირება

ევრა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა 2006 წლის 10 იანვარს. მისი სატრანსფერო თანხამ შეადგინა 5.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი. ევრამ ხელი მოაწერა 3 წლიან კონტრაქტს. მანჩესტერ იუნაიტედში ევრას გადასვლა ნიშნევდა, დიდ კონკურენციას გაბრიელ ჰაინცესა და მის შორის. გუნდის პირველ შეხვედრაზე მან კაპიტან გარი ნევილს ჰკითხა, თუ სად იყო ახლომდებარე ეკლესია.

ევრა დებიუტი შედგა 14 იანვარს. შეძენიდან 4 დღის შემდეგ. ის თამაში მანჩესტერიუნაიტედმა წააგო, მას პირადმა მეტოქემ მანჩესტერ სიტიმ სძლია. არც შემდეგი თამაშები გამოდგა კარგი. მანჩესტერ იუნაიტედმა ერთით ნული წააგო ლივერულთან. ევრას პრობლემები ჰქონდა: იგი ვერ შეეგუა ინგლისურ ფეხბურთს. პატრისისთვის ყველაფერი კარგად წარიმართა. 2006–07 სეზონის შუაში მან სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი და ამოაგდო ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი გაბრიელ ჰაინცე. 2006 წლის 26 ნოემბერს ევრამ პირველი გოლი გაიტანა. მისი დარტყმული ბურთი ევერტონის კარებში მოხვდა. ევრა 2007 წელს მოხვდა პრემიერ ლიგის სეზონის გუნდში.

2007–08 წლის სეზონში ევრა იუნაიტედის დაცვის "ხერხემალს" შეუერთდა. ევრამ ამ სეზონში 47 თამაში ჩაატარა, თუმცა მას გოლი არ გაუტანია. ევრამ ჩემპიონთა ლიგაში 10 თამაში ჩაატარა მათ შორის ფინალიც, მანჩესტერ იუნაიტედიჩელსი. იუნაიტედმა მოიგო ფინალი და ევრა დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს. 12 ივნისს პატრის ევრამ ხელი მოაწერა 4–წლიან კონტრაქტს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

პატრის ევრა დაოჯახებულია. მისი ცოლია სანდრა. სანდრას და პატრის ჰყავთ შვილი ლენი ევრა.

ტიტულები

რედაქტირება
მონაკო
მანჩესტერ იუნაიტედი
იუვენტუსი

ინდივიდუალური

რედაქტირება

სტატისტიკა

რედაქტირება
კლუბი სეზონი ლიგა თასი ლიგის თასი ევროპული ტურნირები სხვა ჯამში
თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები თამაშები გოლები
მარსალა 1998–99 24 3 24 3
მონზა 1999–2000 3 0 3 0
ნიცა 2000–01 5 0 5 0
2001–02 34 1 34 1
ჯამში 39 1 39 1
მონაკო 2002–03 36 2 0 0 36 2
2003–04 33 0 13 0 46 0
2004–05 36 0 9 0 45 0
2005–06 15 0 7 0 22 0
ჯამში 120 2 29 0 149 2
მანჩესტერ იუნაიტედი 2005–06 11 0 1 0 2 0 0 0 0 0 14 0
2006–07 24 1 4 0 1 0 7 1 0 0 36 2
2007–08 33 0 4 0 0 0 10 0 1 0 48 0
2008–09 28 0 3 0 2 0 10 0 4 0 47 0
ჯამში 96 1 12 0 5 0 27 1 5 0 145 2
კარიერის ჯამი 282 7 12 0 5 0 56 1 5 0 360 8

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Patrice Evra. juventus.com.