დენის ლოუ (ინგლ. Denis Law; დ. 11 მაისი, 1940, აბერდინი, შოტლანდია) — ყოფილი შოტლანდიელი ფეხბურთელი.

დენის ლოუ
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
24 თებერვალი, 1940
დაბადების
ადგილი
აბერდინი, შოტლანდია
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
პოუის სტრიტ სკულსი
აბერდინ სკულსი
1954–1955 აბერდინ ლედსი
1955–1956 ჰადერსფილდ ტაუნი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1956–1960 ჰადერსფილდ ტაუნი 81 (81)
1960–1961 მანჩესტერ სიტი 44 (21)
1961–1962 ტორინო 27 (10)
1962–1973 მანჩესტერ იუნაიტედი 309 (171)
1973–1974 მანჩესტერ სიტი 24 (9)
ეროვნული ნაკრები
1958–1974 შოტლანდია 55 (30)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა დაიწყო ინგლისში, ჰადერსფილდ ტაუნში. დიდი დრო გაატარა მანჩესტერულ კლუბებში სიტიში და იუნაიტედში, ამ უკანასკნელის ისტორიაში ლოუს გამორჩეული ადგილი უჭირავს, იგი იუნაიტედის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირია ბობი ჩარლტონის შემდეგ. ასევე ასპარეზობდა იტალიურ ტორინოში. შოტლანდიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, მან ეროვნულ ნაკრებში 55 მატჩი გამართა და 30 გოლი გაიტანა.

1964 წელს ჟურნალმა France Football-მა დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად და გადასცა ოქროს ბურთი, ის ერთადერთი შოტლანდიელია ვინც ეს ჯილდო მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება