აბერდინი

ქალაქი შოტლანდიაში

აბერდინი (ინგლ. Aberdeen, შოტ.-გელ. Obar Dheathain) — მთავარი საზღვაო, ნავთობსამრეწველო და თევზსარეწი პორტი, სიდიდით მესამე ქალაქი შოტლანდიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, მდინარეების — დის და დონის შესართავთან. აბერდინი ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია. 2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 196.670 მცხოვრებს (შემოგარენთან ერთად — 227.560).

ქალაქი
აბერდინი
ბრიტ. ინგლ. Aberdeen
შოტლ. Aiberdeen
შოტ.-გელ. Obar Dheathain
3rd Aug 2012- Abdn Harbour 2.JPG
დროშა გერბი
City Flag of Aberdeen.svg CoA of Aberdeen.svg

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
რეგიონი აბერდინი (ოლქი)
კოორდინატები 57°09′00″ ჩ. გ. 2°06′00″ დ. გ. / 57.15000° ჩ. გ. 2.10000° დ. გ. / 57.15000; -2.10000
დაარსდა 1175
პირველი ხსენება 1179
ამჟამინდელი სტატუსი 1891
ფართობი 65.1 კმ²
მოსახლეობა 222,793 (1 ივნისი 2014)
სასაათო სარტყელი Greenwich Mean Time, UTC±00:00 და UTC+1
სატელეფონო კოდი 1224
საფოსტო ინდექსი AB10-AB13 (parte), AB15, AB16, AB22-AB25
ოფიციალური საიტი http://www.aberdeencity.gov.uk/
აბერდინი — გაერთიანებული სამეფო
აბერდინი
აბერდინი — შოტლანდია
აბერდინი

აბერდინი და მისი ოლქი წარმოადგენს ანკლავს, რომელიც გარშემორტყმულია აბერდინშირის ოლქის ტერიტორიით. ისტორიულად აბერდინშირის საგრაფოს ცენტრი სწორედ აბერდინი იყო. XII საუკუნეში სამეფო ქალაქი (ბურგი) გახდა და XII-XIV საუკუნეებში შოტლანდიის მეფეთა რეზიდენცია იყო. ქალაქი მხარს უჭერდა რობერტ ბრიუსს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ერთხანს ინგლისის მეფე ედუარდ I-ის (მეფობდა 1272-1307) მთავარი ბაზა იყო შოტლანდიის დაპყრობის მცდელობისას. 1970-იანი წლებიდან აბერდინი სწრაფად ვითარდებოდა, როგორც ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის მრეწველობის მთავარი ცენტრი დიდ ბრიტანეთში. შემდგომ პერიოდში ქალაქის ეკონომიკა მეტად დივერსიფიცირებული გახდა, განვითარდა ელექტრონული სისტემების პროექტირებისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული დარგები.

აბერდინი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრიცაა. ქალაქში არის აბერდინის უნივერსიტეტი (დაარსდა 1860) და რობერტ გორდონის უნივერსიტეტი (დაარსა 1750). კულტურული დაწესებულებებიდან აღსანიშნავია აბერდინის ხელოვნების გალერეა, საზღვაო მუზეუმი და სხვ. 1973-2017 წლებში ქალაქში ტარდებოდა აბერდინის საერთაშორისო ახალგაზრდობის ფესტივალი.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება