განახლებადი ენერგია

განახლებადი ენერგია ანუ რეგენერაციული ენერგია — მიიღება ისეთი წყაროებიდან, რომელიც ითვლება ამოუწურავად. განახლებადი ენერგიის გამოყენების ძირითადი პრინციპია ის, რომ ხდება გარემოში მიმდინარე პროცესების გამოყენება ტექნიკური მიზნით.

ქარის წისქვილები

განახლებადი ენერგიის პირველადი წყაროები შეიძლება იყოს სხვადასხვა.

  • მზის თერმობირთვული რეაქცია.
  • მიწის ელემენტების რადიაქტიური გახლეჩა.
  • კოსმოსური სხეულების, კერძოდ, დედამიწის ბრუნვა თავის ღერძის გარშემო.

დედამიწაზე ენერგია ამ პირველადი წყაროებიდან წარმოგვიდგება ქარის ენერგიის, ჰიდროენერგიის, მოქცევის და უკუქცევის, მზის სინათლის, გეოთერმული ენერგიის და ბიოენერგიის ფორმით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება