ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდო

ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდო დაარსდა 2009 წლის 20 ოქტომბერს ფიფა-ს მიერ, ფიფა-ს პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის მითითებით. ჯილდო გადაეცემა წლის საუკეთესო და ესთეტიკურად ყველაზე ლამაზი გოლის ავტორ მამაკაცს ან ქალ ფეხბურთელს. ჯილდო ატარებს რეალ მადრიდის 1950-იანი წლების ბოლოს, 1960-იანი წლების შემადგენლობისა და „უნგრეთის ოქროს გუნდად” წოდებული ნაკრების თავდამსხმელის, ფერენც პუშკაშის სახელს. ბევრის აზრით, პუშკაში ითვლება ევროპის ყველა დროის, ყველაზე ძლიერ თავდამსხმელად. მას ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი: 84 გატანილი გოლი — 85 სანაკრებო მატჩში. პუშკაში არის XX საუკუნის საუკეთესო ბომბარდირი, 512 გატანილი გოლით, 528 მატში.

პუშკაში, XX საუკუნის საუკეთესო ბომბარდირი.

ფერენც პუშკაშის ჯილდოს პირველი პრეტედენტები 2008 წლის ივლისიდან, 2009 წლის ივლისამდე დროის პერიოდში შეირჩა. დაჯილდოების პირველი ცერემონიალი 2009 წლის 21 დეკემბერს, შვეიცარიაში გაიმართა და 2009 წლის საუკეთესო გოლის ავტორად პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.

გამარჯვებულები და ნომინანტები

რედაქტირება
ადგილი ფეხბურთელი ეროვნება გუნდი მეტოქე ანგარიში შეჯიბრება მიღებული ხმა %
1 კრიშტიანუ რონალდუ   პორტუგალია   მანჩესტერ იუნაიტედი   პორტუ 1–0 2008–09, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალი 17.68%
2 ანდრეს ინიესტა   ესპანეთი   ბარსელონა   ჩელსი 1–1 2008–09, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი 15.64%
3 გრაფიტე   ბრაზილია   ვოლფსბურგი   ბაიერნი 5–1 2008–09, ბუნდესლიგა 13.39%
4 ელირან ატარი   ისრაელი   ბნეი იეჰუდა   მაკაბი ნეთანია 1–1 2008–09, ისრაელის პრემიერლიგა 13.36%
5 ფერნანდო ტორესი   ესპანეთი   ლივერპული   ბლექბერნ როვერსი 4–0 2008–09, პრემიერლიგა 9.44%
6 ნილმარი   ბრაზილია   ინტერნასიონალი   კორინთიანსი 1–0 2009, ბრაზილიის სერია-A 8.71%
7 მაიკლ ესიენი   განა   ჩელსი   ბარსელონა 1–1 2008–09, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი 7.85%
8 ლუის ანხელ ლანდინი   მექსიკა   კრუს ასული   მონარკას მორელია 1–1 2009, მექსიკის კლაუსურა 7.30%
9 ემანუელ ადებაიორი   ტოგო   არსენალი   ვილიარეალი 1–1 2008–09, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, მეოთხედფინალი 4.04%
10 კატლეგო მფელა   სამხრეთ აფრიკა   სამხრეთ აფრიკა   ესპანეთი 2–3 2009 ფიფა-ს კონფედერაციის თასი, მატჩი მესამე ადგილისთვის 2.59%
ადგილი ფეხბურთელი ეროვნება გუნდი მეტოქე ანგარიში შეჯიბრება მიღებული ხმა %
1 ჰამიტ ალტინტოპი   თურქეთი   თურქეთი   ყაზახეთი 0–2 ევრო 2012, კვალიფიკაცია, ჯგუფი ა 40.55%
2 ლინუს ჰალენიუსი   შვედეთი   ჰამარბი   სირიანსკა 2–0 2010, სუპერეტანი 13.23%
3 მეთიუ ბაროუსი   ჩრდილოეთ ირლანდია   გლენტორანი   პორტადაუნი 1–0 2010–11, IFA პრემიერლიგა 10.61%
რ/გ ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი   ნიდერლანდი   ნიდერლანდი   ურუგვაი 1–0 2010, ფიფა-ს მსოფლიო თასი, ნახევარფინალი
ლიონელ მესი   არგენტინა   ბარსელონა   ვალენსია 3–0 2009–10, ლა ლიგა
სამირ ნასრი   საფრანგეთი   არსენალი   პორტუ 5–0 2009–10, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, მეთექვსმეტედფინალი
ნეიმარი   ბრაზილია   სანტოსი   სანტუ-ანდრე 2–1 2010, ლიგა პაულისტა
არიენ რობენი   ნიდერლანდი   ბაიერნი   შალკე 04 1–0 2009–10, გერმანიის თასი, ნახევარფინალი
სიფივე ჩაბალალა   სამხრეთ აფრიკა   სამხრეთ აფრიკა   მექსიკა 1–0 2010, ფიფა-ს მსოფლიო თასი, ჯგუფური ეტაპი
კუმი იოკოიამა   იაპონია   იაპონია   ჩრდილოეთ კორეა 2–1 2010, ქალთა 17-წლამდე მსოფლიო თასი, ნახევარფინალი
ადგილი ფეხბურთელი ეროვნება გუნდი მეტოქე ანგარიში შეჯიბრება მიღებული ხმა %
1 ნეიმარი   ბრაზილია   სანტოსი   ფლამენგო 4–5 2011, ბრაზილია, სერია A
ადგილი ფეხბურთელი ეროვნება გუნდი მეტოქე ანგარიში შეჯიბრება მიღებული ხმა %
1 მიროსლავ სტოხი   სლოვაკეთი   ფენერბახჩე   გენჩლერბირლიგი 6–1 2011–12, სუპერ-ლიგა 78%
ადგილი ფეხბურთელი ეროვნება გუნდი მეტოქე ანგარიში შეჯიბრება მიღებული ხმა %
1 ზლატან იბრაჰიმოვიჩი   შვედეთი   შვედეთი   ინგლისი 4–2 ამხანაგური 48,7%