სამირ ნასრი (ფრანგ. Samir Nasri; დ. 26 ივნისი, 1987, მარსელი, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, ნახევარმცველი.

სამირ ნასრი
ნასრი ევრო 2012-ზე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
26 ივნისი, 1987 (1987-06-26) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
მარსელი, საფრანგეთი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1995–1997 ლე-პენ-მირაბო
1997–2004 მარსელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2008 მარსელი 121 (11)
2008–2011 არსენალი 86 (18)
2011– მანჩესტერ სიტი 124 (18)
2016–   სევილია 23 (2)
2017–2018 ანტალიასპორი 8 (2)
2019 ვესტ ჰემი 5 (0)
2019–2020 ანდერლეხტი 7 (1)
ეროვნული ნაკრები
2002–2003 საფრანგეთი 16 წლ. 16 (8)
2003–2004 საფრანგეთი 17 წლ. 16 (6)
2004–2005 საფრანგეთი 18 წლ. 4 (0)
2005–2006 საფრანგეთი 19 წლ. 10 (5)
2006–2007 საფრანგეთი 21 წლ. 4 (0)
2007–2013 საფრანგეთი 41 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 ივლისი, 2020

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ მარსელში. მშობლებმა ის ფეხბურთზე Pence Mirrabeu-ს აკადემიაში შეიყვანეს. ერთი წლის შემდეგ 9 წლის ნასრი „მარსელის ოლიმპიკის“ აკადემიაში გადავიდა.მას პროფესიონალური დებიუტი 2004 წელს ჰქონდა, როდესაც 17 წლის იყო. 2005-06 წლებში მან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩი ჩაატარა. 2007 წელს მან აჯობა ქარიმ ბენზემას და მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.

არსენალი

რედაქტირება

2008 წლის 16 აგვისტოდან ნასრი „არსენალში“ ჩაირიცხა. ტრანსფერი არსენალს 12.7 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. სამირ ნასრიმ მის სადებიუტო მატჩშივე აჩვენა შედეგი. მისი დებიუტი 2008 წლის 16 აგვისტოს შედგა, როდესაც ერთმანეთს პრემიერ ლიგაში ლონდონის „არსენალი“ და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ ხვდებოდნენ. სამირ ნასრიმ ამ მატჩშივე გამოიჩინა თავი და სადებიუტო თამაშში გაიტანა გოლი, რომლის მეშვეობითაც ლონდონის „არსენალმა“ მოიპოვა გამარჯვება. თამაში 1:0 დამთავრდა. ამავე წლის სექტემბერში ნასრისმ მოიპოვა ტიტული სახელად თვის საუკეთესო მოთამაშე.

მანჩესტერ სიტი

რედაქტირება

2011 წლიდან ნასრი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია. კლუბთან ერთად მან ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ნასრიმ ნაკრებში თამაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც 16 წლის იყო. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ნასრი მონაწილეობდა ევრო 2008-ზე, სადაც ორ მატჩში ითამაშა. დომენეკმა, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის არ წაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ნასრი ძალიან კარგ ფორმაში იყო და კარგი სეზონი ჩაატარა. ნასრიმ მონაწილეობა მიიღო ასევე ევრო 2012-ში, სადაც ერთი გოლი გაიტანა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება