მთავარი მენიუს გახსნა

ფერნანდო ხოსე ტორეს სანსი (ესპ. Fernando José Torres Sanz; დ. 20 მარტი, 1984, ფუენლაბრადა, ესპანეთი), მეტსახელად „ელ ნინიო“ (El Niño - ბიჭუნა) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი.

ფერნანდო ტორესი
Fernando Torres Golden Boot Confederations Cup 2013 (cropped).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფერნანდო ხოსე ტორეს სანჩესი
დაბადების
თარიღი
20 მარტი, 1984 (1984-03-20) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
ფუენლაბრადა, ესპანეთის დროშა ესპანეთი
სიმაღლე 186 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ატლეტიკო
ნომერი 19
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2007 ატლეტიკო მადრიდი 214 (82)
2007–2011 ლივერპული 102 (65)
2011–2015 ჩელსი 110 (20)
2014–2015   მილანი 10 (1)
2015–2016   ატლეტიკო მადრიდი 49 (14)
2016– ატლეტიკო მადრიდი 31 (8)
ეროვნული ნაკრები
2000 ესპანეთი 15 წლ. 1 (0)
2001 ესპანეთი 16 წლ. 9 (11)
2001 ესპანეთი 17 წლ. 4 (1)
2002 ესპანეთი 19 წლ. 1 (1)
2002 ესპანეთი 20 წლ. 5 (6)
2002–2003 ესპანეთი 21 წლ. 10 (3)
2003–2014 ესპანეთი 110 (38)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 მაისი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 მაისი, 2017

სექციების სია

საკლუბო კარიერარედაქტირება

ფერნანდო ფუენდალაბარდაში (მადრიდის გარეუბანში) დაიბადა. მას ფეხბურთი ბავშვობიდანვე უყვარდა და უკვე 5 წლის ასაკში თამაშობდა Parque 84 ში მეკარედ.მაგრამ შემფეგ მიხვდა რომ მისი ადგილი მინდორზე თავმდამსხმელის პოზიცია იყო.ტორესმა 11 წლის ასაკში Rayo 13 ის მაისურით 55 გოლი გაიტანა სეზონში.მისი ოჯახი არაფრით გამოირჩეოდა.მამა ხოსე მუშაობდა ამიტომაც ფეხბურთის ვარჯიშებზე ყოველთვის დედა ფლორი დაჰყვებოდა.მის პაპას კი სახელი ჰქონდა განთქმული ატლეტიკო მადრიდის დიდი გულშემატკივრობით.

ტორესმა თავისი კარიერა დაიწყო ატლეტიკოში, მან 174 ესპანეთის პრიმერას თამასში 75 გოლის გატანა შეძლო. 2007 წლიდან იგი ინგლისური გრანდის, ლივერპულის წევრია. მან ლივერპულში რობი ფოლვერის რეკორდიც კი გააუმჯობესა(1995–96)და ერთ სეზონში 20 ზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ასევე რეკორდი დაამყარა როდესაც 50-ე გოლი გაიტანა 2009 წლის დეკემბერში ,ასტონ ვილიას კარში.

2011 წელს ტორესი იყიდა „ჩელსიმ", რომელმაც მასში 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ამ მაჩვენებლით ტორესი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელია.

სანაკრებო კარიერარედაქტირება

მისი დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2003 წელს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. ტორესი 2004 წლიდან მონაწილეობს დიდ საფეხბურთო ტურნირებში: ევრო 2004, 2006 წლის მუნდიალი, ევრო 2008, 2010 წლის მუნდიალი და ევრო 2012. არ გაუტანია 2004 წელს, მაგრამ 2006 წელს სამი გოლი გაიტანა, 2008 წელს კი სწორედ მან გაიტანა ერთადერთი გოლი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გერმანიის წინააღმდეგ. 2010 წელს იგი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთამ ერთად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა ამ ტურნირზე გოლის გატანა ვერ მოახერხა. 2012 წელს ის კვლავ ევროპის ჩემპიონი გახდა ნაკრებთან ერთად. თავად ტორესი კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 3 გატანილი გოლით.

ტიტულებირედაქტირება

  • ევროპის ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის (1): 2001
  • ევროპის ჩემპიონი 19-წლამდელთა შორის (1): 2002
  • ევროპის ჩემპიონი (2): 2008, 2012,
  • ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი (1): 2012
  • მსოფლიოს ჩემპიონი (1): 2010
  • უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1): 2012

პირადი ცხოვრებარედაქტირება

ტორესი დაქორწინებულია ოლალია დომიგესზე, მათ ურთიერთობა ჰქონდათ 2001 წლიდან მოყოლებული, 2009 წლის თებერვალში ისინი დაქორწინდნენ, ხოლო ამავე წლის 8 ივლისი მათ La Rosaleda-ს საავადმყოფოში რომელიც სანტიაგო-დე-კომპოსტელაში მდებარეობს,შეეძინათ გოგონა,სახელად ნორა.

ტორესის წარწერიანი მაისური ყველაზე პოპულარული იყო ინგლისში 2009/2010 წლებში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება