აზიის ფეხბურთის კონფედერაცია
აზიის ფეხბურთის კონფედერაცია (ინგლ. Asian Football Confederation) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ფეხბურთს აზიასა და ავსტრალიაში. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და ორგანიზება თავისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
აზიის ფეხბურთის კონფედერაცია Asian Football Confederation | |
---|---|
დევიზი | المستقبل هو آسيا და The Future is Asia |
შეიქმნა | 8 მაისი, 1954 |
ტიპი | საფეხბურთო ორგანიზაცია |
შტაბ-ბინა | კუალა-ლუმპური, მალაიზია |
წევრები | 47 საფეხბურთო ასოციაცია |
ენა | ინგლისური |
ქვეყანა | მალაიზია |
თავმჯდომარე | Salman Bin Ibrahim Al-Khalifa |
კავშირები | ფიფა |
the-afc.com |
კონფედერაცია დაარსდა 1954 წელს. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში. 2013 წლიდან ორგანიზაციის პრეზიდენტია ბაჰრეინის სამეფო ოჯახის წევრი სალმან ბინ იბრაგიმ ალ-ხალიფა.
კონფედერაციის წევრთა ეროვნულ ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა სამხრეთ კორეის ნაკრებმა, რომელმაც 2002 წლის მუნდიალზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ორგანიზებით ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება აზიის თასი, რომელიც ყველაზე მეტჯერ მოგებული აქვს იაპონიის ნაკრებს (4-ჯერ).[1]
სქოლიო
რედაქტირება
პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |