სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაზიის ფეხბურთის კონფედერაციისა და ფიფა-ს წევრი საფეხბურთო ნაკრები. გუნდი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აზიის ნაკრებთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ 8-ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა, ხოლო ჯამში 9-ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ჩაატარეს მოგების გარეშე, სამხრეთ კორეის ნაკრები იყო პირველი აზიიდან, რომელმაც შეძლო ნახევარფინალში გასვლა 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე. 2010 წლის ჩემპიონატზე შეძლეს 1/16 ფინალში გასვლა. აზიის თასის პირველ ორ გათამაშებაში, 1956 და 1960 წლებში სამხრეთ კორეა გახდა ჩემპიონი, მას შემდეგ ეს ტიტული არ მოუპოვებიათ.

სამხრეთ კორეა
მეტსახელ(ებ)ი Taegeuk Warriors
ასოციაცია სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია აზიის ფეხბურთის კონფედერაცია
კაპიტანი კუ ჯა ჩჰოლი
ბომბარდირი ჩჰა ბომ გინი (55)
ფიფა-ს კოდი KOR
გამოსვლა (პირველად 1954)
საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი, 2002

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება