ლუკა მოდრიჩი (ხორ. Luka Modrić; დ. 9 სექტემბერი 1985, ზადარი, ისფრ) — ხორვატი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. არის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2014, 2016, 2017, 2018) და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2018).

ლუკა მოდრიჩი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუკა მოდრიჩი
დაბადების
თარიღი
9 სექტემბერი, 1985 (1985-09-09) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ზადარი, იუგოსლავია
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
2001–2003 დინამო ზაგრები
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2008 დინამო ზაგრები 94 (27)
2003–2004   ზრინსკი 22 (8)
2004–2005   ინტერი ზაპრეშიჩი 18 (4)
2008–2012 ტოტენჰემ ჰოტსპური 127 (13)
2012– რეალ მადრიდი 351 (28)
ეროვნული ნაკრები
2001 ხორვატია 15-წლ. 2 (0)
2001 ხორვატია 17-წლ. 2 (0)
2003 ხორვატია 18-წლ. 7 (0)
2003–2004 ხორვატია 19-წლ. 11 (2)
2014–2015 ხორვატია 21-წლ. 15 (1)
2006– ხორვატია 172 (24)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 ნოემბერი, 2023

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

დინამო ზაგრები

რედაქტირება

2002 წელს 16 წლის ლუკა მოდრიჩმა გააფორმა კონტრაქტი ზაგრების „დინამოსთან“, 1 წლით ის ახალგაზრულ კლუბში იყო, შემდეგ არენდით ითამაშა ბოსნიურ „ზრინსკში“, სადაც მან სწრაფად გამოავლინა თავისი პოტენციალი, გახდა ბოსნიის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ამ დროს ის 18 წლის იყო. მომდევნო წელი ლუკამ არენდით გაატარა ზაპრეზიჩის „ინტერში“[1]. მოდრიჩი „დინამოში“ 2005 წელს დაბრუნდა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა.

ტოტენჰემ ჰოტსპური

რედაქტირება

2008 წლის 26 აპრილს მოდრიჩმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ხორვატმა 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სატრანსფერო თანხა 16,5 მილიონ ევროს შეადგენდა[2].

მადრიდის რეალი

რედაქტირება

2012 წლის 27 აგვისტოს მოდრიჩმა „მადრიდის რეალთან“ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანურმა კლუბმა მოდრიჩის სანაცვლოდ 32 მლნ. გირვანქა სტერლინგი გადაიხადა[3].

30 აგვისტოს შედგა ხორვატის დებიუტი „სამეფო კლუბის“ რიგებში. ის 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე, ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ. კატალონიელები 2:1 დამარცხდნენ, 2 მატჩის ჯამში 4:4 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მადრიდელები გახდნენ თასის მფლობელი. ეს გამოდგა ხორვატის პირველი ტიტული ესპანეთში[4]. 3 ნოემბერს კი გაიტანა თავისი პირველი გოლი ახალ კლუბის რიგებში, ლუკამ სარაგოსას კარი აიღო.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ლუკა მოდრიჩის დებიუტი ხორვატიის ნაკრების რიგებში 2006 წლის 1 მარტს შედგა ბაზელში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ. 2011 წლის 1 ოქტომბერს კი ნაკრების რიგებში ჩაატარა 50-ე მატჩი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2010 წლის მაისში მოდრიჩი დაქორწინდა ვანე ბოსნიჩზე (Vanja Bosnić). 2010 წლის 6 ივნისს კი შეეძინა ვაჟი ივანი (Ivano).

ტიტულები

რედაქტირება

  დინამო ზაგრები:(6)

  რეალ მადრიდი:(22)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება