დანიელ სტარიჯი (ინგლ. Daniel Andre Sturridge; დ. 1 სექტემბერი, 1989) — ინგლისელი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.

დანიელ სტარიჯი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
1 სექტემბერი, 1989 (1989-09-01) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
ბირმინგემი, ინგლისის დროშა ინგლისი
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
2003–2006 მანჩესტერ სიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006-2009 მანჩესტერ სიტი 21 (5)
2009–2013 ჩელსი 63 (13)
2010–2011   ბოლტონი 12 (8)
2013–2019 ლივერპული 116 (50)
2018   ვესტ ბრომვიჩი 6 (0)
2019–2020 ტრაბზონსპორი 11 (4)
2021–2022 პერთ გლორი 6 (0)
სულ 235 (80)
ეროვნული ნაკრები
2011–2017 ინგლისი 26 (8)
2012 დიდი ბრიტანეთი 5 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

დანიელის კარიერა ადგილობრივი გუნდის — „ასტონ ვილას“ საბავშვო აკადემიაში დაიწყო. 2003 წელს სტარიჯმა თამაში „მანჩესტერ სიტის“ სკოლაში განაგრძო. 2007 წელს პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა ამავე კლუბთან. იმავე წელს შედგა მისი დებიუტიც პრემიერლიგაში.

2009 წელს დანიელი „ჩელსიმ“ შეიძინა, სადაც მან 4 წელი გაატარა (2011–12 იჯარით „ბოლტონში“). 2013 წლის ზამთარში სტარიჯმა „ჩელსი“ დატოვა და „ლივერპულს“ შეუერთდა £12 მილიონის სანაცვლოდ.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

სტარიჯი ინგლისის ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში ირიცხებოდა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, ამის შემდეგ მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ინგლისი
 
2011 1 0
2012 3 0
2013 5 2
2014 7 3
2016 9 3
2017 1 0
ჯამში 26 8

მიღწევები

რედაქტირება
  ჩელსი
  ლივერპული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: