შკოდრან მუსტაფი (გერმ. Shkodran Mustafi; დ. 17 აპრილი, 1992, ბად-ხერსფელდი, გერმანია) — ალბანური წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი. არის ლონდონის „არსენალის“ და გერმანიის ნაკრების წევრი.

შკოდრან მუსტაფი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
შკოდრან მუსტაფი [1]
დაბადების
თარიღი
17 აპრილი, 1992 (1992-04-17) (32 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
გერმანიის დროშა ბად-ხერსფელდი
სიმაღლე 184 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინგლისის დროშა არსენალი
ნომერი 20
ახალგაზრდული კარიერა
გერმანიის დროშა ბებრა
გერმანიის დროშა როტებურგი
2006-2009 გერმანიის დროშა ჰამბურგი
2009-2012 ინგლისის დროშა ევერტონი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012-2014 იტალიის დროშა სამპდორია 51 (1)
2014–2016 ესპანეთის დროშა ვალენსია 64 (6)
2016– ინგლისის დროშა არსენალი 80 (7)
ეროვნული ნაკრები
2008 გერმანია 16 წლ. 2 (0)
2009 გერმანია 17 წლ. 2 (0)
2009-2010 გერმანია 18 წლ. 6 (1)
2009-2011 გერმანია 19 წლ. 4 (2)
2011-2013 გერმანია 20 წლ. 10 (3)
2013-2014 გერმანია 21 წლ. 7 (0)
2014- გერმანია 20 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 მაისი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 4 მაისი, 2019

მუსტაფი დაიბადა ბად-ხერსფელდში, გერმანიაში, ალბანურ ოჯახში. 2006 წელს იგი შეუერთდა „ჰამბურგის“ ახალგაზრდულ გუნდს. 2009 წლის მაისში მუსტაფიმ უარყო „მანჩესტერ სიტის“ და „ნიუკასლის“ შეთავაზებები და „ევერტონთან“ გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი [2]. ახალი კლუბის შემადგენლობაში შკორდანმა პირველი და ერთადერთი მატჩი ითამაშა იმავე წლის 16 დეკემბერს ევროპის ლიგის მატჩში ბორისოვის „ბატეს“ წინააღმდეგ [3].

2012 წლის 4 იანვარს მუსტაფი იტალიურ „სამპდორიას" შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. შემდგომში მოთამაშემ განაცხადა, რომ თვითონ სთხოვა გუნდის მაშინდელ მწვრთნელს დეივიდ მოიესს უფლება დაეტოვებინა „ევერტონი“, რადგანაც უნდოდა რომ მეტი სათამაშო დრო მიეღო [4]. ახალ კლუბში გერმანელმა იდებიუტა იმავე წლის 26 მაისს გასვლით მატჩში „ვარეზეს“ წინააღმდეგ სერია B-ში. შემდეგი სეზონი „სამპდორიამ“ სერია A-ში დაიწყო. მუსტაფიმ თავისი კარგით გერმანიის ნაკრების მწვრთნელის, იოჰიმ ლოვის ყურადღება მიიპყრო, რის გამოც მოხვდა გერმანიის ნაკრების განაცხადში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. მანამდე შკორდანმა იდებიუტა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 13 მაისს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელმა ტურნირის საწყის ორ მატჩში პორტუგალიის და განას ნაკრებების წინააღმდეგ ცვლილებაზე შემოვიდა მოედანზე, ხოლო მერვედფინალურ მატჩში ალჟირთან თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 70-ე წუთზე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ტურნირის დარჩენილი მატჩები გამოტოვა.2014 წლის 13 ივლისს ფინალში გერმანიამ არგენტინა დაამარცხა 1-0, შესაბამისად შკორდანი 22 წლის ასაკში კარიერაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2014 წლის აგვისტოში მუსტაფიმ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ „ვალენსიასთან“ [5].

2016 წლის 12 ივნისს მუსტაფიმ გაიტანა თავისი პირველი გოლი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ [6].

2016 წლის 30 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდა მუსტაფის ტრანსფერი ლონდონის „არსენალში" [7]. პრესის ცნობით, ტრანსფერის ღირებულება გახდა 35 მილიონი ფუნტი.პირველი მატჩი „მეთოფეების“ შემადგენლობაში შკორდანმა ჩაატარა იმავე წლის 10 სექტემბერს „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ, ხოლო პირველი გოლი გაიტანა 2017 წლის 22 იანვარს „ბარნლისთან“ მატჩში. .

სტატისტიკა

რედაქტირება
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა სულ
მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი
ევერტონი 2009-2010 0 0 0 0 0 0 1 0 0 1 0 0
2010-2011 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2011-2012 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
სამპდორია 2011-2012 1 0 - 1 0 0
2012-2013 17 0 - 17 0
2013-2014 33 1 2 0 - 35 1
ვალენსია 2014-2015 33 4 3 0 - 36 4
2015-2016 30 2 4 0 - 10 0 - 44 2

ტიტულები

რედაქტირება
  არსენალი

სანაკრებო

რედაქტირება
  გერმანია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 „2014 FIFA World Cup Brazil: List of Players“. FIFA. 11 ივნისი, 2014. p. 16. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2015-06-11. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Hamburg midfielder Shkodran Mustafi signs for Everton FC.
  3. Everton fight back to beat BATE.
  4. Why impending Arsenal signing Shkodran Mustafi never made it at Everton.
  5. Mustafi Leaves Sampdoria to join Valecia.
  6. Germany’s Schweinsteiger and Mustafi sink Ukraine in Euro 2016 opener.
  7. Shkordan Mustafi signs for Arsenal.