ალჟირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ალჟირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიაფრიკის კონფედერაციისა და ფიფა-ს წევრი საფეხბურთო ნაკრები. ალჟირის ნაკრებმა თავი გამოიჩინა 1980-იან წლებში, როდესაც მოახერხა ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება, 1982 და 1986 წლებში. ამის შემდეგ, 1990 წელს მათ მიაღწიეს ყველაზე დიდ წარმატებას და მოიპოვეს აფრიკის ერთა თასი. 2010-იან წლებში ალჟირის ნაკრებმა ხელახალი აღმავლობა განიცადა და კვლავ ორჯერ ზედიზედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე 2010 და 2014 წლებში. 2014 წლის მსოფლიო თასზე ალჟირმა პირველად 1982 წლის შემდგომ, შესძლო გოლის გატანა და ამავე ჩემპიონატზე მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას, დასძლია ჯგუფური ეტაპი.

ალჟირი
ასოციაცია ალჟირის ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია
მთავარი მწვრთვნელი ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩი
კაპიტანი მაჯიდ ბუგერა
ბომბარდირი აბდელჰაბიდ ტასფო (35)
ფიფა-ს კოდი ALG
გამოსვლა (პირველად 1982)
საუკეთესო შედეგი მერვედფინალი, 2014
გამოსვლა (პირველად 1968)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონი, 1990

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება