ბარნლი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი „ბარნლი“ (ინგლ. Burnley Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1882 წელს. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში, რომელშიც აღზევდა 2016 წელს, ინგლისის დონით მეორე ჩემპიონატში დაიკავა 1-ლი ადგილი. მაისურის ძირითადი ფერის გამო კლუბის ზედმეტსახელია „კლარეტები“. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ტერფ მურზე. 1888 წელს, „ბარნლი“ იყო ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის დამაარსებელ კლუბებს შორის.
სრული სახელი | Burnley Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | კლარეტები | |||
დაარსდა | 1882 | |||
სტადიონი |
ტერფ მური ბარნლი, ინგლისი (ტევადობა: 21,800 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | მაიკ გარლიკი | |||
მწვრთნელი | შონ დაიჩი | |||
კაპიტანი | ტომ ჰიტონი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2018-19 | მე-15 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
1920-21 და 1959-60 წლების სეზონებში გახდა ინგლისის პირველი დივიზიონის ჩემპიონი, რომელიც იმ დროისთვის დონით მეორე ჩემპიონატი იყო. 1914 წელს გახდა ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი. 2-ჯერ გახდა ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული, 1960 და 1973 წლებში. 1961 წელს „ბარნლიმ“ შეძლო ევროპის თასის 1/4 ფინალშ გასვლა. „ბარნლი“ შედის იმ ოთხ კლუბს შორის, რომელსაც მოგებული აქვს ინგლისის ოთხივე დონის ჩემპიონატი („ვულვერჰემპტონ უონდერერსი“, „შეფილდ იუნაიტედი“, „პრესტონ ნორთ ენდი“).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება