ფელიქს ბრიხი (დ. 3 აგვისტო, 1975, მიუნხენი, დასავლეთი გერმანია) — გერმანელი საფეხბურთო მსაჯი.

ფელიქს ბრიხი

2018 წელს
დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1975 (1975-08-03) (48 წლის)
მიუნხენი, დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია
საქმიანობა საფეხბურთო მსაჯი
აქტიური 1999-დან; 2007-დან ფიფას მიერ ლიცენზირებული
დამსაქმებელი ფიფა; გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია

სამსაჯო კარიერა რედაქტირება

2004 წელს იმსაჯა თავისი პირველი მატჩი ბუნდესლიგაში. პირველი საერთაშორისო შეხვედრა იმსაჯა 2007 წლის ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, G ჯგუფის მატჩი, სადაც რუმინეთმა 2-0 დაამარცხა ლუქსემბურგი. 2008 წელს იმსაჯა უეფა-ს თასის 1/32 ფინალის მატჩი, „პანათინაიკოსისა“ და „რეინჯერსის“ შეხვედრა. 2008-2009 წლების სეზონში პირველად იმსაჯა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, მან იმსაჯა ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, „ლივერპულსა“ და „პსვ“-ს შორის. 2014 წელს იმსაჯა ევროპა ლიგის ფინალი. 2017 წელს იმსაჯა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“ დაუპირსპირდნენ. ბრიხს ნამსაჯები აქვს ორ მსოფლიო (2014, 2018) ჩემპიონატზე, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ფელიქს ბრიხი არის სამართლის დოქტორი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება