ლეონარდო ბონუჩი

იტალიელი ფეხბურთელი

ლეონარდო ბონუჩი (იტალ. Leonardo Bonucci; დ. 1 მაისი, 1987) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის სერია A-ს კლუბ „იუვენტუსისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი.

ლეონარდო ბონუჩი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლეონარდო ბონუჩი[1]
დაბადების
თარიღი
1 მაისი, 1987 (1987-05-01) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ვიტერბო, იტალია
სიმაღლე 191 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
2004-2005 ვიტერბეზე
2005-2007 ინტერი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2007 ინტერი 1 (0)
2007-2008 ტრევიზო 27 (2)
2008-2009 ინტერი 2 (0)
2008–2009   ტრევიზო 13 (2)
2009   პიზა 18 (1)
2009–2010 ბარი 38 (1)
2010-2017 იუვენტუსი 227 (13)
2017-2018 მილანი 35 (2)
2018- იუვენტუსი 90 (8)
ეროვნული ნაკრები
2010- იტალია 108 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 იანვარი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 7 იანვარი, 2019

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

კარიერა დაიწყო „ვიტერბეზეში“. 2005 წლის ზაფხულში იჯარით გადავიდა „ინტერში“.[3] მან „ინტერის“ პირველი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის რამდენიმე ამხანაგურ მატჩში.[4][5][6][7]

ბონუჩის დებიუტი სერია A-ში შედგა 2005–2006 წლების სეზონის ბოლო მატჩში „კალიარისთან“ მატჩში.[8][9] სეზონის ბოლოს „ინტერმა“ შეიძინა ბონუჩის სატრანსფერო უფლებები.[10]

2010 წლის ზაფხულში 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბონუჩი „იუვენტუსმა“ შეიძინა „ბარისგან“.[11]

2012 წლის 2 აპრილს „იუვენტუსმა“ განაცხადა, რომ ბონუჩისთან გააფორმა ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი.[12]

2017 წლის 14 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა ბონუჩის გადასვლა „მილანში“. არსებული ინფორმაციით ტრანსფერის ღირებულებამ 42 მილიონი ევრო შეადგინა.[13][14] ბონუჩის „იუვენტუსიდან“ წასვლას უკავშირებენ მასსა და გუნდის მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის შორის შექმნილ უთანხმოებას. მედიის ცნობით, კონფლიქტი ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, როდესაც „პალერმოსთან“ მატჩის შემდეგ მწვრთნელი და მოთამაშე ერთმანეთს წაეკიდნენ. მაშინ დაძაბულობა ჩაცხრა, თუმცა მდგომარეობა ხელმეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ მატჩისას დაიძაბა. La Stampa-ს ცნობით, შესვენებაზე გუნდელებს შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ერთ მხარეს იყვნენ დანი ალვესი და ბონუჩი, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ პაოლო დიბალას ცუდი თამაშით, მეორეზე კი — დანარჩენი მოთამაშეები და თვითონ ალეგრი. სეზონის ბოლოს კი როგორც დანი ალვესმა, ასევე ბონუჩიმ „იუვენტუსი“ დატოვეს.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

იტალიის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2010 წლის 3 მარტს კამერუნის ნაკრებთან მატჩში, მონაკოში.

ბონუჩი ნაკრების განაცხადში იყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.[15][16][17] პირველი გოლი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა 2010 წლის 3 ივნისს მექსიკის ნაკრებთან 1-2 წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში. მსოფლიო ჩემპიონატზე მას არ უთამაშია არცერთ მატჩში.

სანაკრებო გოლები

რედაქტირება
# თარიღი ადგილი მატჩი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1. 3 ივნისი, 2010 მეფე ბოდუინის სტადიონი, ბრიუსელი, ბელგია 2   მექსიკა 1 – 2 1–2 ამხანაგური
2. 3 სექტემბერი, 2010 A. Le Coq Arena, ტალინი, ესტონეთი 4   ესტონეთი 1 – 2 1–2 ევრო 2012-ის შესარჩევი
3. 9 სექტემბერი, 2014 Ullevaal Stadion, ოსლო, ნორვეგია 40   ნორვეგია 0 – 2 0 – 2 ევრო 2016-ის შესარჩევი
4. 2 ივლისი, 2016 ბორდოს ახალი სტადიონი, ბორდო, საფრანგეთი 62   გერმანია 1–1 1–1 ევრო 2016

ტიტულები

რედაქტირება
ინტერი
  • სერია A: 2005–06[18]
  • პრიმავერას ნაციონალური ჩემპიონატი: 2007
  • პრიმავერას თასი: 2006[19]
იუვენტუსი

სანაკრებო

რედაქტირება

ინდივიდუალური

რედაქტირება

1იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ, 2005-06 სეზონის სკუდეტო, ჩამოერთვა იუვენტუსს და გადაეცა მილანის ინტერს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. FIFA World Cup South Africa 2010 – List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-17. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2013.
  2. Leonardo Bonucci. juventus.com.
  3. „INTER'S SUMMER TRANSFERS: 62 DEALS DONE“. FC Internationalize Official Site (WWW.inter.it). 2005-08-31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2010-06-03.
  4. „INTER 3 BOLZANO 0“. FC Internationalize Official Site (WWW.inter.it). 2005-07-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-04. ციტირების თარიღი: 2010-06-03.
  5. „INTER BEAT LEICESTER 2–1“. FC Internationalize Official Site (WWW.inter.it). 2005-07-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 2010-06-03.
  6. „INTER BEAT CRYSTAL PALACE 2–0“. FC Internationalize Official Site (WWW.inter.it). 2005-07-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 2010-06-03.
  7. „CHOUTOS, MARTINS GOALS SINK NORWICH“. FC Internationalize Official Site (WWW.inter.it). 2005-07-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 2010-06-03.
  8. INTER HOLD CAGLIARI TO DRAW დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine. inter.it 14 May 2006
  9. GERMINALE, ALOE & BONUCCI ON DEBUTS დაარქივებული 2009-07-08 საიტზე Wayback Machine. , inter.it, 14 May 2006
  10. „BONUCCI SIGNS PERMANENT CONTRACT“. inter.it. 2006-07-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2010-02-28.
  11. „Bonucci riscattato dal Bari“. AS Bari (Italian). 24 June 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 24 June 2010.
  12. „Bonucci and Matri sign contract extensions“. Juventus FC. 2 April 2012. ციტირების თარიღი: 4 April 2012.
  13. Official: Milan sign Bonucci. Football Italia (14 July 2017).
  14. „Grazie, Leo“ (პრეს-რელიზი). Juventus F.C. 14 July 2017. ციტირების თარიღი: 15 July 2017.
  15. „Verso il Mondiale. Ventinove Azzurri convocati per lo stage di Roma“. FIGC (Italian). 2010-05-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-05. ციტირების თარიღი: 2010-05-02.
  16. „World Cup 2010: Giuseppe Rossi left out of Italy squad“. BBC Sport. 2010-06-01. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  17. „Domani penultimo collaudo: Azzurri in campo a Bruxelles contro il Messico“. FIGC (Italian). 2010-06-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-17. ციტირების თარიღი: 2010-06-02.
  18. იუვენტუსს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა 2 სკუდეტო (2004-05, 2005-06) და აქედან ერთი გადაეცა მილანის ინტერს ცნობილი სკანდალის - კალჩოპოლის გამო.
  19. INTER BEAT MILAN TO LIFT PRIMAVERA CUP დაარქივებული 2012-05-31 საიტზე Wayback Machine. , inter.it, 5 April 2006