ტომაშ ნეციდი (ჩეხ. Tomáš Necid; დ. 13 აგვისტო, 1989, პრაღა, ჩეხეთი) — ჩეხი ფეხბურთელი, რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბ მოსკოვის „ცსკას“ და ჩეხეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი

ტომაშ ნეციდი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ტომაშ ნეციდი
დაბადების
თარიღი
13 აგვისტო, 1989 (1989-08-13) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 1.9 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ადო დენ ჰააგი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
1994–1998 სოკოლ სტოდულკი
1998–2007 სლავია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2009 სლავია 32 (13)
2008იაბლონეცი (იჯარით) 13 (5)
2009–2015 ცსკა 75 (19)
2013–2014პაოკი (იჯარით) 12 (1)
2014სლავია (იჯარით) 13 (3)
2014პეკ-ზვოლე (იჯარით) 14 (8)
2015 პეკ-ზვოლე 10 (3)
2015–2018 ბურსასპორი 34 (11)
2017ლეგია 6 (1)
2017–2018სლავია (იჯარით) 15 (3)
2018– ადო დენ ჰააგი 8 (1)
სულ 232 (68)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 ჩეხეთი 16 წლ. 8 (7)
2005–2006 ჩეხეთი 17 წლ. 18 (11)
2006–2008 ჩეხეთი 19 წლ. 20 (14)
2008 ჩეხეთი 21 წლ. 1 (0)
2008– ჩეხეთი 44 (12)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 ნოემბერი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 30 იანვარი, 2017

კარიერა დაიწყო პრაღის „სლავიაში“ 2006 წელს, როდესაც ის იყო 17 წლის. ერთი თვის შემდეგ, მან გაიტანა პირველი გოლი. 2007-2008 წლებში შედგა მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში გაანათხოვრეს „იაბლონეცში“.

2008 წელს მოიგო ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.[1]

2009 წელს გადავიდა მოსკოვის „ცსკაში“. მისი დებიუტი ახალი კლუბის შემადგენლობაში შედგა იმავე წლის 7 მარტს, რუსეთის სუპერთასზე, სადაც ის შეცვლაზე შემოიყვანეს 78-ე წუთზე და დამატებითი დროის 113-ე წუთზე გაიტანა პირველი გოლი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება