ჟერარდ პიკე ი ბერნაბეუ (კატ. Gerard Piqué i Bernabeu [ʒəˈɾar piˈke i βərnəˈβew]; დ. 2 თებერვალი, 1987, ბარსელონა) — ესპანელი ფეხბურთელი, თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

ჟერარდ პიკე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟერარდ პიკე ი ბერნაბეუ[1]
დაბადების
თარიღი
2 თებერვალი, 1987 (1987-02-02) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
სიმაღლე 194 სმ.[2]
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1997–2004 ბარსელონა
2004–2005 მანჩესტერ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2008 მან. იუნაიტედი 12 (0)
2006–2007   სარაგოსა 22 (2)
2008–2022 ბარსელონა 397 (29)
ეროვნული ნაკრები
2002–2003 ესპანეთი 16 წლ. 7 (2)
2004 ესპანეთი 17 წლ. 8 (3)
2006 ესპანეთი 19 წლ. 8 (3)
2007 ესპანეთი 20 წლ. 5 (1)
2006–2008 ესპანეთი 21 წლ. 12 (1)
2009–2018 ესპანეთი 102 (5)
2004– კატალონია 10 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2004 წელს, პიკე „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, სადაც 4 წელი გაატარა, შემდეგ კი ჟოზეპ გვარდიოლას მიერ დამოძღვრილ „ბარსელონაში“ დაბრუნდა, ამჯერად ძირითად გუნდში. პიკესთან ერთად კლუბი გახდა პირველი ესპანეთიდან, რომელმაც მოახერხა ერთ სეზონში სამი ჯილდოს მოპოვება ტრიპლეტის შესრულება. პიკე იმ სამ ფეხბურთელს შორისაა (მარსელ დესაი და პაულუ სოუზა), რომლებმაც ორი წლის მანძილზე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 11 თებერვალს. ნაკრებთან ერთად შეძლო 2010 წლის მსოფლიოს და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ბიოგრაფია

რედაქტირება

პიკე პატარა ასაკიდან ჩაირიცხა „ბარსელონაში“, ხოლო 10 წლის ასაკში „აველინ ბ“-ს წევრი გახდა. მას შემდეგ გაიარა კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი. „კადეტ ბ“-ში თამაშის დროს პიკეს მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო, რომელიც მას „ბარსელონაში“ დაბრუნების შემდეგ, პეპ გვარდიოლას თანაშემწის როლში დახვდა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პიკემ უნივერსალურობამდე მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, არც გოლების გატანას ერიდებოდა.

2003-04 წლების სეზონში ახალგაზრდა მცველმა მშობლიურ კლუბთან გამომშვიდობება და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგება გადაწყვიტა. მისი დებიუტი შედგა ინგლისში გადასვლიდან სამ კვირაში, როდესაც „მანჩესტერი“ კერლინგის თასზე „ქრიუ ალექსანდრას“ დაუპირისპირდა. ფერგისუონის გუნდში პიკე 2005-06 წლების სეზონამდე გაჩერდა, შემდეგ კი „რეალ სარაგოსაში“ იქნა განათხოვრებული. არაგონულ კლუბში პიკე უმეტესად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. 2006-07 წლებში, „სარაგოსას“ შემადგენლობაში, მან 22 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 18-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. იმ სეზონში პიკეს გუნდში გაბრიელ მილიტოსთან ერთად უწევდა თამაში. ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით მისი თანაგუნდელი „ბარსელონაშიც“ გახდა. 2007-08 წლების სეზონი პიკემ კვლავ „მანჩესტერში“ გაატარა და როგორც პრემიერლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა. უმაღლეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე კი კატალონიელმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანა მოახერხა.

2008-09 წლების სეზონში პიკე კატალონიურ კლუბში დაბრუნდა. „ბარსელონაში“ დაბრუნებიდან პირველივე სეზონში მან დაამტკიცა, რომ პეპ გვარდიოლა მასზე იმედებს ტყუილად არ ამყარებდა. მალევე, პიკე კლუბის შეუცვლელ ფიგურად იქცა და ტრიუმფალურ სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში თავი გატანილი გოლით სამჯერ გამოიჩინა. პიკე როგორც დაცვითი ფუნქციების კარგი შესრულებით, ასევე შეტევების წამოწყებით და მათ დასკვნით ეტაპზე კარგი თამაშითაც გამოირჩეოდა. ამის ნათელი მაგალითია სანტიაგო ბერნაბეუზე, „რეალ მადრიდთან“ 6:2 მოგებულ შეხვედრაში მის მიერ გატანილი ბოლო გოლი. ასევე წარმატებას მიაღზია სანაკრებო დონეზეც. ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდთან ერთად მონაწილეობას იღებდა კანადაში გამართულ 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 19 წლამდელთა ნაკრებში პოლონეთის 2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე (რომელიც ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა) და 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად საფრანგეთის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე (ესპანეთი ფინალში დამარცხდა) მონაწილეობდა. 2009 წლის 6 თებერვალს შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, ინგლისის წინააღმდეგ. ოფიციალურ დონეზე კი 2009 წლის კონფედერაციის თასზე, სამხრეთ აფრიკაში ითამაშა.

მიღწევები

რედაქტირება

  მანჩესტერ იუნაიტედი:(3)

  ბარსელონა:(31)

სანაკრებო

რედაქტირება

  ესპანეთის ეროვნული ნაკრები:(3)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. FIFA World Cup South Africa 2010: List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA) (4 ივნისი 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-17. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი 2013.
  2. Gerard Piqué profile. FC Barcelona. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2019.