მილორად მაჟიჩი (სერბულ-კირილური: Милорад Мажић); დ. 23 მარტი, 1973) — სერბი საფეხბურთო მსაჯი. ნამსაჯები აქვს 2018 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი.[1] მაჟიჩმა იმსაჯა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე (2014, 2018), 2016 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2017 წლის კონფედერაციათა თასზე. 2016 წელს იმსაჯა უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა.

მილორად მაჟიჩი

2017 წელს
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1973 (1973-03-23) (51 წლის)
ვრბასი, იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია
საქმიანობა საფეხბურთო მსაჯი
აქტიური 2006-დან; 2009-დან ფიფას მიერ ლიცენზირებული
დამსაქმებელი ფიფა; სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია

სქოლიო რედაქტირება