სტად ველოდრომი

საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი მარსელში

სტად ველოდრომი (ფრანგ. Stade Vélodrome) — სტადიონი საფრანგეთის ქალაქ მარსელში. გახსნის დღიდან არის საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბ მარსელის ოლიმპიკის საშინაო მოედანი. იყო 1938 და 1998 წლების ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატების, 1960, 1984 და 2016 წლების ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატებისა და 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი არენა. იშვიათად, სტადიონზე შეხვედრებს მართავს სარაგბო კლუბი „ტულონი“, ასევე საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები.

სტად ველოდრომი
Stade Vélodrome
მდებარეობა მარსელი, საფრანგეთი
აშენდა 1937
გაიხსნა ივნისი, 1937
აღდგა 1984, 1998, 2014
მესაკუთრე ქ. მარსელი
საფარი ბუნებრივი
არქიტექტორი ანრი პლოკინი
ტევადობა 67,394
გუნდები
ოლიმპიკი მარსელი (1937–დღემდე)

ტევადობის გაზრდამდე სტადიონზე რეკორდული დასწრება 58.897 იყო, რომელიც დაფიქსირდა უეფა-ს თასის ნახერფინალურ მატჩზე მარსელის ოლიმპიკსა და ნიუკასლ იუნაიტედს შორის 2004 წელს. 2014 წლის სამუშაოების შემდეგ ტევადობა 67.300-მდე გაიზარდა, რეკორდული დასწრება კი 2015 წლის 5 აპრილს დაფიქსირდა მარსელის ოლიმპიკსა და პარი სენ-ჟერმენს შორის, — 65.148.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება