იბრაჰიმ აფელაი (არაბ. إبراهيم أفيلاي‎ დ. 2 აპრილი, 1986, უტრეხტი) — მაროკოული წარმოშობის ნიდერლანდელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი. ეკუთვნის კლუბ „ბარსელონას“, 2014 წლის აგვისტოდან იჯარის წესით თამაშობს ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“.

იბრაჰიმ აფელაი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
2 აპრილი, 1986 (1986-04-02) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
უტრეხტი, ნიდერლანდები
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ოლიმპიაკოსი
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
1990-1995 ელინკვიკი
1996-2003 PSV ეინდჰოვენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2011 PSV ეინდჰოვენი 159 (35)
2011- ბარსელონა 21 (1)
2012-2013შალკე 04 (იჯარით) 10 (2)
2014-ოლიმპიაკოსი (იჯარით) 5 (1)
ეროვნული ნაკრები
2007- ნიდერლანდები 46 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 ნოემბერი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ოქტომბერი, 2014

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ფეხბურთის თამაში დაიწყო ეინდჰოვენის „PSV-ს“ ახალგაზრდულ აკადემიაში. მისი ოფიციალური დებიუტი შედგა 2004 წლის 4 თებერვალს „ბრედასთან“ სათასო მატჩში, 17 წლის ასაკში. 2005 წლის 15 მაისს აფელაიმ „ფეიენოორდთან“ მატჩში გაიბრწყინა და ხუთი გოლი გაიტანა. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა 2005-2006 წლების სეზონში, 13 სექტემბერს, „შალკეს“ წინააღმდეგ. იმ სეზონში აფელაი იქცა „PSV-ს“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ და სეზონის განმავლობაში 23 მატჩი ჩაატარა.

2011 წელს აფელაი იყიდა „ბარსელონამ“ 3 მილიონ ევროდ.[1] „ბარსაში“ მისი დებიუტი შედგა 2011 წლის 5 იანვარს, ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ სათასო მატჩში. აფელაიმ მონაწილება მიიღო ჩემპიონთა ლიგის 2011 წლის ფინალში, ის შეცვლაზე შევიდა. 2011 წლის სექტემბერში მან სერიოზული ტრავმა მიიღო და 7 თვე გაუცდა. 2012 წლის 31 აგვისტოს აფელაი „ბარსელონამ“ იჯარის წესით გადასცა გერმანულ კლუბ „შალკეს“.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

აფელაი მიწვეული იყო მაროკოსა და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებებში. მან ეს უკანასკნელი აირჩია და პირველი მატჩი ჩაატარა 2007 წლის 28 მარტს სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2008-ის შესარჩევ ტურნირზე. ვან ბასტენმა აფელაი წაუყვანა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე და შეცვლებზე შეჰყავდა იგი. ასევე შეცვლებზე შედიოდა აფელაი 2010 წლის მსოფლიოზე. პირველი გოლი მან 2010 წლის 12 ოქტომბერს შვედეთის ნაკრებს გაუტანა ევრო 2012-ის შესარჩევ რაუნდში. ევრო 2012-ზე მან პირველი ორი მატჩი სასტრარტო შემადგენლობაში დაიწყო. აფელაის ნაკრებში სულ 6 გოლი აქვს გატანილი.

სტატისტიკა რედაქტირება

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროპა სხვა1 ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
პსვ 2003–04 2 0 1 0 3 0
2004–05 7 2 2 0 9 2
2005–06 23 2 2 0 8 0 1 0 34 8
2006–07 27 6 2 0 5 0 34 6
2007–08 24 2 0 0 8 0 1 0 33 2
2008–09 28 13 1 0 4 0 1 0 34 13
2009–10 29 4 4 1 11 1 44 6
2010–11 19 6 1 0 6 1 26 7
ჯამში 159 35 13 1 42 2 3 0 217 38
ბარსელონა 2010–11 16 1 6 1 7 0 29 2
2011-12 4 0 0 0 1 0 5 0
ჯამში 20 1 6 1 8 0 34 2
ჯამში კარიერაში 179 36 19 2 50 2 3 0 251 40
1შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის იოჰან კრუიფის თასს, ესპანეთის სუპერთასს, უეფა-ს სუპერთასს, საკონტინენტთაშორისო თასს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს

ტიტულები რედაქტირება

პსვ რედაქტირება

  • ერედივიზია (4): 2004-05, 2005-06, 2006-07, 2007-08
  • ნიდერლანდების თასი (1) 2004-05
  • იოჰან კრუიფის თასი (1): 2008

ბარსელონა რედაქტირება

ინდივიდუალური რედაქტირება

  • ნიდერლანდების წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: (1): 2007

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Barcelona and PSV strike deal for Afellay. UEFA (16 November 2010). ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი 2012.