დენის ბერგკამპი
დენის ბერგკამპი (ნიდერლ. Dennis Bergkamp [ˈdɛnɪs ˈbɛrxkɑmp]; დ. 10 მაისი, 1969) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი.
დენის ბერგკამპი 2014 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Dennis Nicolaas Bergkamp | ||
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1969 | ||
დაბადების ადგილი | ამსტერდამი, ნიდერლანდები | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1981–1986 | აიაქსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1986–1993 | აიაქსი | 185 | (103) |
1993–1995 | ინტერნაციონალე | 52 | (11) |
1995–2006 | არსენალი | 315 | (87) |
ეროვნული ნაკრები | |||
1990–2000 | ნიდერლანდები | 79 | (37) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბერგკამპი საქვეყნოდ იყო ცნობილი თავისი შიშით ფრენის მიმართ, იგი არასდროს არ მიჰყვებოდა გუნდს გასვლით თამაშებში თუ ავტობუსით ჩასვლა შეუძლებელი იყო. ჰოლანდიელ ფეხბურთელს ფრენის შიში 1994 წელს გაუჩნდა, როდესაც ნიდერლანდების ნაკრების თვითმფრინავს დაჯდომისას პრობლემები შეექმნა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებოდა ამერიკაში.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1969 წელს, ამსტერდამში. 1995 წელს, არსენალის შოტლანდიელმა მწვრთნელმა, ბრუს რიოკმა 7.5 მილიონ ფუნტად გადმოიყვნა მილანის ინტერნაციონალედან. ბერგკამპმა პრემიერლიგაში 11 ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, გაიტანა 87 გოლი. ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი მის კარიერაში არის, 2002 წელს ნიუკასლ იუნაიტედის წინააღმდეგ გატანილი გოლი, როდესაც ერთი საოცარი მოძრაობით ჩამოიშორა ბერძენი ნიკოს დაბიძასი და შემდეგ უკვე ერთ-ერთზე შეი გივენის კარში გოლის ფორმალობაღა იყო. დენი ბერგკამპმა კარიერა არსენალში, 2006 წელს დაასრულა. გაიმართა გამოსათხოვარი მატჩიც, სადაც ერთმანეთს არსენალი და აიაქსი ეთამაშნენ.
ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 79 მატჩი, გატანილი აქვს 37 გოლი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დენის ბერგკამპი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- დენის ბერგკამპის ინფო Soccerbase-ზე