რობ რენსენბრინკი
რობ რენსენბრინკი (ნიდერლ. Rob Rensenbrink [ˈrɔp ˈrɛn.sə(m).ˌbrɪŋk]; დ. 3 ივლისი, 1947 — გ. 24 იანვარი, 2020 ) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | პიტერ რობერტ რენსენბრინკი | ||
დაბადების თარიღი | 3 ივლისი, 1947 | ||
დაბადების ადგილი |
ამსტერდამი, ნიდერლანდები | ||
გარდაცვალების თარიღი | 24 იანვარი, 2020 (72 წლის) | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1965–1969 | დვს | 120 | (34) |
1969–1971 | ბრიუგე | 55 | (24) |
1971–1980 | ანდერლეხტი | 262 | (143) |
1980 | ტიმბერსი | 18 | (6) |
1981–1982 | ტულუზა | 12 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1958–1974 | ნიდერლანდები | 46 | (14) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რენსენბრინკმა კარიერის უდიდესი ნაწილი ბელგიაში, საფეხბურთო კლუბ „ანდერლეხტში“ გაატარა, რომლის რიგებშიც 262 მატჩი ჩაატარა და 143 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. საკლუბო დონეზე რობერტმა უდიდეს წარმატებას 1976 და 1978 წლებში მიაღწია, როდესაც „ანდერლეხტთან“ ერთად თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.
ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში, 1974 და 1978 წლებში.
1976 და 1978 წლებში ჟურნალმა France Football-მა ოქროს ბურთის გამოკითხვაში დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში, ხოლო Onze Mondial-მა, 1978 წელს, დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და Onze d'Or გადასცა.
საკლუბო კარიერა
რედაქტირებარენსენბრინკმა კარიერა ამსტერდამის ადგილობრივ კლუბ DWS-ში დაიწყო. 1969 წელს კი ბელგიის „ბრიუგეში“[1] გადავიდა. 1971-დან 1980 წლამდე თამაშობდა ბრიუსელის „ანდერლეხტში“, სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია. 1976 წელს „ანდერლეხტმა“ უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“, ანგარიშით 4–2 დაამარცხა.[2] ფინალში მან ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამას მოჰყვა ევროპის სუპერთასის მოგება, მას შემდეგ რაც „ანდერლეხტმა“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა მიუნხენის „ბაიერნი“, ანგარიშით 5–3.[3][4] რენსენბრინკმა განმეორებით თამაშში დუბლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც „ანდერლეხტმა“ 4–1 მოიგო.
„ანდერლეხტი“ 1977 წელსაც გავიდა თასების მფლობელთა თასის ფინალში მაგრამ „ჰამბურგთან“ 0–2 დამარცხდა.
1978 წელს „ანდერლეხტი“ ზედიზედ მესამედ გადის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში, სადაც ვენის „აუსტრიას“ ამარცხებს ანგარიშით 4–0. რენსენბრინკთან ერთად ბელგიური კლუბი ევროპის სუპერთასსაც ეუფლება, მას შემდეგ რაც ორი მატჩის ჯამში ინგლისის „ლივერპულს“ ამარცხებს ანგარიშით 4–3.[5] კლუბის პრეზიდენტის მხრიდან არაერთი თხოვნის მიუხედავად, „ანდერლეხტს“ რენსენბრინკი 1980 წელს ტოვებს.
„ანდერლეხტთან“ ერთად რენსენბრინკმა 10 წლის განმავლობაში ორჯერ მოიგო ბელგიის ლიგა, ხუთჯერ — ბელგიის თასი, ევროპის თასების მფლობელთა თასი — ორჯერ და ასევე, ევროპის სუპერთასიც — ორჯერ.[6] 2008 წელს რენსენბრინკი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. „ანდერლეხტის“ დატოვების შემდეგ ამერიკულ კლუბ — „პორტლენდ ტიმბერში“ განაგრძო თამაში. საფეხბურთო კარიერა 1981 წელს, საფრანგეთის მეორე დივიზიონის მონაწილე „ტულუზაში“ დაასრულა, მას შემდეგ რაც კლუბს პირველ დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებარენსენბრინკის სანაკრებო დებიუტი 1968 წელს შედგა, თუმცა 1974 წლამდე მას არ ჰქონია თავის გამოჩენის შესაძლებლობა. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის მთავარმა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა რენსენბრინკს შანსი მისცა მსოფლიო ასპარეზზე დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები, თუმცა მან ვერ შეძლო საკუთარი ძალების სრული გამოვლენა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მისი პოზიცია გუნდში კრუიფს ეკავა. ასე რომ მას მოუწია ნახევარდაცვაში თამაში, სადაც თავს ვერ გრძნობდა კომფორტულად. სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ რენსენბრინკისთვის იოლი არ იყო ტოტალური ფეხბურთის პრინციპებზე გადართვა (ტოტალურ ფეხბურთს სწორედ ჰოლანდიელებმა გაუხსნეს გზა), რის მიხედვითაც არ იყო განსაზღვრული მოთამაშეთა სათამაშო პოზიციები და ყველას უწევდა თამაშის მიმდინარეობისას ნებისმიერ პოზიციაზე გადასვლა (ყველა პოზიცია მუდმივად დაკავებული უნდა ყოფილიყო). მიუხედავად ამისა, რენსენბრინკმა გულშემატკივარს თავი კარგად დაამახსოვრა (მათ შორის თავისი დრიბლინგით). სამწუხაროდ ბრაზილიასთან თამაშისას მან ტრავმა მიიღო, რის გამოც ფინალში სრულფასოვნად თამაში ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, მიხელსმა იგი მაინც დააყენა ძირითადში, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ მისი შეცვლა მოუწია.
მან, ასევე, მონაწილეობა მიიღო 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჰოლანდიის ნაკრები ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან — ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდა ნახევარფინალში.[7][8]
რენსენბრინკს თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობა მიეცა არგენტინის 1978 წლის მუნდიალზე. ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებაზე გარკვეული მიზეზების გამო კრუიფმა უარი განაცხადა, ასე რომ მას მოქმედების სრული თავისუფლება ეძლეოდა მარცხენა ფლანგზე. ფეხბურთის სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით იმ დროისთვის ჰოლანდიური ფეხბურთი თავის პიკზე უკვე აღარ იმყოფებოდა და მათგან მნიშვნელოვან შედეგს თითქოს არავინ ელოდა. ამდენად, რენსენბრინკთან ერთად ჰოლანდიელებმა ყველანი გააკვირვეს, როცა ზედიზედ მეორედ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. არგენტინაში ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში რენსენბრინკმა 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას შეეძლო ფინალშიც გაეტანა მეექვსე გოლი და ტურნირის ბომბარდირიც გამხდარიყო, თუმცა ბოლო წამებზე ძალიან მახვილი კუთხიდან, რთულ სიტუაციაში მყოფმა, ბურთი კარის ძელს მოახვედრა — ასე ახლოს ჰოლანდიის ნაკრები არასოდეს ყოფილა მსოფლიო თასის მოპოვებასთან. დამატებულ დროში არგენტინელებმა ორი ბურთი გაიტანეს და ჰოლანდიური ოცნებაც ამით დამთავრდა.[9]
რენსენბრინკმა რამდენიმე თამაში კიდევ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა, შემდეგ 32 წლის ასაკში საბოლოოდ დაანება თავი ნაკრებში თამაშს.
თამაშის სტილი
რედაქტირებარენსებრინკი იყო გარემარბი, რომელიც თავისი დრიბლინგით იყო ცნობილი. „ანდერლეხტში“ მას "გველი" შეარქვეს, რადგან თავისუფლად შეეძლო სამ–ოთხ ფეხბურთელს შორის გამძვრალიყო.
რაიმონდ გოეთალსი, რომელიც იმ პერიოდში „ანდერლეხტის“ მწვრთნელი იყო და რომელმაც მოგვიანებით, 1993 წელს „მარსელთან“ ერთად ევროპის თასი აღმართა, რენსენბრინკს ასე ახასიათებს: "1976 წელს, როცა რენსენბრინკი თავის პიკში იყო, უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო."
იან მულდერი, რომელიც მასთან ერთად 2 წლის მანძილზე თამაშობდა „ანდერლეხტში“, მას ასე ახასიათებს: "რობი რენსენბრინკი, როგორც მოთამაშე, კრუიფს არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუმცა თავისი ხასიათის გამო ამას ვერ აცნობირებდა... იგი ძალიან თავმდაბალი და ჩაკეტილი ადამიანი იყო... კრუიფი ნაკრებში მას ძალიან ჩრდილავდა, ისევ საკუთარი ხასიათის გამო... მე ვნახე მისი თამაში მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ 1976 წელს — ბეკენბაუერის, ბრაიტნერის და შვარცენბეკის წინააღმდეგ სულ დრიბლინგს ეწეოდა! შეუდარებელი იყო..."
თავისი ხასიათის გამო რენსენბრინკს არასოდეს მოუპოვებია ისეთი პოპულარულობა როგორიც მას ეკუთვნოდა. კარიერის დასრულების შემდეგ განმარტოვდა თავის სახლში ჰოლანდიაში და მას მერე ხალხში აღარ გამოჩენილა.
გამონათქვამები
რედაქტირება"ჩემი დარტყმული ბურთის ტრაექტორია რომ 5 სანტიმეტრით განსხვავებული ყოფილიყო, ჩვენ ჩემპიონები ვიქნებოდით. ამასთან ერთად, ტურნირის ბომბარდირად და ალბათ საუკეთესო მოთამაშედაც დამასახელებდნენ — და ეს ყველაფერი ერთ თამაშში და ერთ მომენტში." — რობ რენსენბრინკი.
"ეგ მომენტი სიკვდილამდე მემახსოვრება რა თქმა უნდა. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეუძლებელი იყო მაგ კუთხიდან გატანა; და მაინც ძელს მოხვდა ბურთი. დარტყმაც კი არ იყო, მაგის დროც არ მქონდა. თან მცველიც აქტიურად მეთამაშებოდა. მე უბრალოდ მოვახერხე და ბურთს შევეხე. ნამდვილად არ იყო ეს აშკარა შანსი და ამიტომ ჩემ თავს ვერ დავადანაშაულებ ამაში. ისე, ალბათ ჯობდა საერთოდ არ მოხვედროდა ძელს, ასე დანანებით ხომ მაინც აღარ გაიხსენებდნენ ამ მომენტს." — რობ რენსენბრიკის ინტერვიუდან 2014 წელს.
პერიოდიკა
რედაქტირება- გუგუშვილი, ნ., არ-გენ-ტი-ნა! დიდი ფეხბურთის ზეიმი // გაზ. „ლელო“, 26 ოქტომბერი, 1978, № 211 (6266), გვ. 3–4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რობ რენსენბრინკი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. — ფიფას ჩანაწერი
- პროფილი და სტატისტიკა Soccerbase.com
- Last post: Rensenbrink plays back painful miss
- Brilliant Orange: The Neurotic Genius of Dutch Football
- პროფილი და სტატისტიკა National-Football-Teams.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Club Brugge Official website“. clubbrugge.be. 20 დეკემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Cup Winners' Cup 1975-76: RSC Anderlecht 4–2 West Ham United (Final, Heysel Stadium, Brussels, 5 May 1976)“. Prepared and maintained by James M. Ross for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. 4 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „1976 European Super Cup: RSC Anderlecht – Bayern Munich (Anderlecht won 5–3 on aggregate)“. Prepared and maintained by James M. Ross for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. 4 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „1976: Anderlecht leave Bayern blushing: RSC Anderlecht – Bayern München (Anderlecht won 5–3 on aggregate)“. UEFA.com. 24 ივნისი, 2016. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „1978: Anderlecht back on top. Raymond Goethals oversaw Anderlecht's success against Liverpool“. 1998–2017 UEFA. 4 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Anderlecht's cup runs over“. 1998–2017 UEFA. 16 თებერვალი, 2004. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „UEFA Euro 1976: Czechoslovakia 3–1 Netherlands (aet)“. uefa.com. 21 დეკემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „1976 UEFA European Championship“. uefa.com. 21 დეკემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Rob Rensenbrink's effort coming back off a post“. uefa.com. 8 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)