მარიო კემპესი
მარიო კემპესი (ესპ. Mario Kempes; დ. 15 ივლისი, 1954, ბელ-ვილიე, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. კარიერის განმავლობაში არგენტინის, ესპანეთისა და ავსტრიიის მრავალ კლუბში ასპარეზობდა, კარიერის დიდი ნაწილი კი ესპანურ ვალენსიაში გაატარა, სადაც 142 მატჩი ჩაატარა და 96 გოლი გაიტანა, პიჩიჩის ჯილდო კი ორჯერ მოიპოვა.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მარიო ალბერტო კემპეს კიოდი | ||
დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1954 | ||
დაბადების ადგილი | ბელ-ვილიე, არგენტინა | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი შემტევი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1971–1973 | ინსტიტუტო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973–1974 | ინსტიტუტო | 13 | (11) |
1974–1976 | როსარიო სენტრალი | 107 | (85) |
1977–1981 | ვალენსია | 142 | (95) |
1981–1982 | რივერ პლეიტი | 29 | (15) |
1982–1984 | ვალენსია | 42 | (21) |
1984–1986 | ჰერკულესი | 38 | (10) |
1986–1987 | ვენა | 20 | (7) |
1987–1990 | სანქტ-პელტენი | 96 | (34) |
1990–1992 | კრემსერი | 39 | (7) |
1995 | ფერნანდეს ვიალი | 11 | (5) |
1999 | პელიტა ჯაია | 15 | (10) |
სულ | 537 | (290) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1973–1982 | არგენტინა | 43 | (20) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1996 | პელიტა ჯაია | ||
1996 | ლუშნია | ||
1997–1998 | მინეროს დე გაიანა | ||
1999 | სტრონგესტი | ||
2000 | ბლუმინგი | ||
2000–2001 | ინდეპენდიენტე პეტროლერო | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საერთაშორისო ასპარეზზე კემპესი არგენტინის ღირსებას იცავდა, ნაკრების რიგებში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. სამშობლოში ჩატარებულ 1978 წლის ჩემპიონატზე მისი ნაკრები ჩემპიონი გახდა, რომლის ფინალში ნიდერლანდის ნაკრები დაამარცხეს (3-1). თავად კემპესმა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი ფინალში, რის შედეგადაც ტურნირის ბომბარდირი გახდა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე წელს ფრანგული გაზეთ Onze-სგან გადაეცა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვისთვის დაწესებული ჯილდო — Onze d'Or. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 98-ე ადგილზე დასახელდა.[1]
ლიტერატურარედაქტირება
- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010) / ჯანთიშვილი, გ., თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 86–91, 346, 359. 496 გვ.
ბიბლიოგრაფიარედაქტირება
- Chaine, Federico (2003). Matador. Biografía de Mario Kempes. Valencia: Carena Editors.
პერიოდიკარედაქტირება
- გუგუშვილი, ნ. არ-გენ-ტი-ნა! დიდი ფეხბურთის ზეიმი // გაზ. „ლელო“, 26 ოქტომბერი, 1978, № 211 (6266), გვ. 3–4.
- მიმომხილველთა აზრით // გაზ. „ლელო“, 14 დეკემბერი, 1978, № 244 (6299), გვ. 4, ISSN 2233-3827.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარიო კემპესი“ ვიკისაწყობში.
- FIFA Tournaments · Players & Coaches · Mario Kempes დაარქივებული 2019-05-04 საიტზე Wayback Machine.
- 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino
- National Football Teams · Scribd
სქოლიორედაქტირება
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.