მიგელ ოვიედო

არგენტინელი ფეხბურთელი

მიგელ ანხელ ოვიედო (ესპ. Miguel Ángel Oviedo; დ. 12 ოქტომბერი, 1950, კორდოვა, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]

მიგელ ოვიედო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიგელ ანხელ ოვიედო
დაბადების
თარიღი
12 ოქტომბერი, 1950 (1950-10-12) (74 წლის)
დაბადების
ადგილი
კორდოვა, არგენტინა
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973 ინსტიტუტო 14 (1)
1974–1982 ტალერესი 366 (36)
1983–1986 ინდეპენდიენტე 9 (1)
1986–1987 ტალერესი იხ.
1987–1992 დეპორტივო 47 (7)
1992–1993 ლოს-ანდესი ? (?)
ეროვნული ნაკრები
1975–1979 არგენტინა 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

საკლუბო კარიერის განმავლობაში თამაშობდა სხვადასხვა არგენტინულ საფეხბურთო კლუბებში. მათ შორის ყველაზე დიდ წარმატებას „ინდეპენდიენტეს“ რიგებში გამოსვლისას აღწევს. ამ კლუბთან ერთად 1983 წელს — არგენტინის პრიმერის მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის, ხოლო 1984 წელს — ლიბერტადორესის თასის გათამაშების გამარჯვებული ხდება.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1975–1979 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 შეხვედრა ჩაატარა,[3][4][5] რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 20 ივნისს, ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კორნელიო საავედრას თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კიროგა, პავონი, ოკანიო, კარდენასი, ასტესიანო, არდილესი, ალდერეტე, ლუის გალვანი, ვილა, ვალენსია და მიგელ ოვიედო. მატჩი კოჩაბამბაში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა.

ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1979 წლის 29 მაისს, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ არაოფიციალურ საქველმოქმედო შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ფილოლი, ოლგინი, ტარანტინი, ენსო ტროსერო, ხუან ბარბასი, მიგელ ოვიედო, ვალენსია, ჰაუსმანი, ნორბერტო ოუტესი, უგო პეროტი, ოსვალდო რინალდი და უგო ვილიავერდე. მატჩი დუბლინში, „ლენსდაუნ როუდზე“ გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 0–0 დასრულდა.[6]

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 20.06.1975
კოჩაბამბა
ბოლივია   1–2   არგენტინა
საავედრას თასი
(1)  ?'
[7]
2 19.03.1978
მარ-დელ-პლატა
არგენტინა   2–1   პერუ
კასტილიას თასი
(2)  ?'
[8]
3 25.04.1978
მონტევიდეო
ურუგვაი   2–0   არგენტინა
ამხანაგური
  ?'
[9]
4 21.06.1978 როსარიო არგენტინა   6–0   პერუ არგენტინა 78
  85'
[10]
5 26.05.1979
რომი
იტალია   2–2   არგენტინა
ამხანაგური
  68'
[11]
6 29.05.1979
დუბლინი
ირლანდია   0–0   არგენტინა
ამხანაგური
[12]
(1)[13] (2)[14]

სტატისტიკა

რედაქტირება
კლუბი ქვეყანა წლები წყარო
1 ინსტიტუტო (ესპ. Instituto Atlético Central Córdoba)   არგენტინა
1973
2 ტალერესი (ესპ. Club Atlético Talleres de Córdoba)   არგენტინა 1974–1982
3 ინდეპენდიენტე (ესპ. Club Atlético Independiente)   არგენტინა 1983–1986
4 ტალერესი (ესპ. Club Atlético Talleres de Córdoba)   არგენტინა 1986–1987
5 დეპორტივო არმენიო (ესპ. Club Deportivo Armenio)   არგენტინა 1987–1992
6 ლოს-ანდესი (ესპ. Club Atlético Los Andes)   არგენტინა 1992–1993

სანაკრებო

რედაქტირება
ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური მუნდიალი საავედრას თასი კასტილიას თასი ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა
 
1975 0 0 - - 1 0 - - 1 0
1978 1 0 1 0 - - 1 0 3 0
1979 2 0 - - - - - - 2 0
სულ ჯამში 3 0 1 0 1 0 1 0 6 0


მიღწევები

რედაქტირება
  ინდეპენდიენტე

სანაკრებო

რედაქტირება
  არგენტინა

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
AFS · BDFA · FBref.com · FBref.com · Footballfacts.ru · National Football Teams.com · Transfermarkt · WorldFootball.net
მედია
ElDoce.tv · El Gráfico · Futebol Portenho · Infobae · La Nación · Telesport
National Football Teams
Argentina national football team · 1975 · 1978 · 1979