საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალები
საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის ძალები (ინგლ. International Security Assistance Force; ISAF) — ავღანეთის ტერიტორიაზე ნატოს ეგიდითა და მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტი, რომლის მისია ავღანეთში სტაბილურობისა და გრძელვადიანი უშიშროების უზრუნველყოფაა.
ISAF-ი ჩამოყალიბდა 2001 წლის 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს №1386 რეზოლუციის საფუძველზე. ძალების საწყისი მისია იყო ქაბულსა და მის გარშემო ტერიტორიაზე სტაბილურობის დამყარება, რათა ჰამიდ კარზაის დროებით მთავრობას შეძლებოდა ძალაუფლების ხელში აღება.
2003 წლის 13 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ISAF-ის მანდატი გავრცელდა მთელ ავღანეთზე.
დღესდღეობით ISAF-ი წარმოადგენს საერთაშორისო სამხედრო კოალიციას, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და 110,000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს. ISAF-ი ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე აწარმოებს ბრძოლას თალიბანის, ალ-კაიდასა და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრებთან.
ISAF-ში მონაწილე ქვეყნები
რედაქტირებაქვეყანა | ჯარისკაცთა რაოდენობა | დანაკარგი |
---|---|---|
ამერიკის შეერთებული შტატები | 68,000 | 1,507 |
გაერთიანებული სამეფო* | 9,500 | - |
გერმანია* | 4,318 | 56[1] |
იტალია* | 4,250 | 37 |
პოლონეთი* | 1,770 | 26 |
ესპანეთი* | 1,606 | 30 |
საქართველო | 1,561 | 32 |
რუმინეთი* | 1,549 | 20[2][3] |
ავსტრალია | 1,094 | 39 |
თურქეთი | 998 | 2 |
კანადა | 950 | 154 |
უნგრეთი* | 582 | 6[4] |
ბულგარეთი* | 581 | 0 |
შვედეთი* | 570 | 6 |
დანია* | 567 | 43 |
საფრანგეთი* | 543 | 88[5] |
ჩეხეთი* | 416 | 5[6] |
მონღოლეთი | 320 | 0 |
ბელგია* | 265 | 1 |
ხორვატია | 242 | 0 |
ლიტვა* | 240 | 1[7] |
სლოვაკეთი* | 234 | 0 |
ალბანეთი | 199 | 0 |
მაკედონია | 157 | 0 |
ახალი ზელანდია | 156 | 2 |
ესტონეთი* | 150 | 9 |
პორტუგალია* | 141 | 2 |
სომხეთი | 126 | 0 |
ფინეთი* | 112 | 2 |
ნორვეგია | 97 | 9 |
აზერბაიჯანი | 94 | 0 |
ტონგა | 55 | 0 |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 53 | 0 |
მონტენეგრო | 40 | 0 |
სინგაპური | 39 | 0 |
სლოვენია* | 38 | 0 |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 35 | 0 |
ლატვია* | 27 | 3 |
უკრაინა | 24 | 0 |
საბერძნეთი* | 10 | 0 |
ლუქსემბურგი* | 10 | 0 |
ირლანდია* | 7 | 0 |
ავსტრია* | 3 | 0 |
ისლანდია | 2 | 0 |
სულ | 102,011 | 2,399 |
შენიშვნა: *აღნიშნავს ევროპის კავშირის ქვეყანას |
ლიტერატურა
რედაქტირება- Sean M. Maloney, Enduring The Freedom: A Rogue Historian In Afghanistan.. Dulles: Potomac Books, Incorporated, 2005, ISBN 1-57488-953-2
- Alexander Mattelaer, How Afghanistan has Strengthened NATO. Survival დაარქივებული 2013-03-11 საიტზე Wayback Machine. , 2011, 53 (6), pp. 127–140.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official ISAF Site დაარქივებული 2021-04-10 საიტზე Wayback Machine.
- ISAF Youtube Videos[მკვდარი ბმული]
- Official ISAF Videos დაარქივებული 2014-07-20 საიტზე Wayback Machine.
- ISAF's voice toward the Afghan people (English and Dari) დაარქივებული 2016-06-13 საიტზე Wayback Machine.
- Video of British ISAF Patrol in Action დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Official site of the Allied Joint Force Command Brunssum, Netherlands
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 43 tote Bundeswehr-Soldaten in Afganistan. Mitteldeutsche Zeitung (2011-08-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 2012-05-26.
- ↑ Romania To Send More Troops To Afghanistan; Germany Mulls Raising Number. Rferl.org (2010-01-22). ციტირების თარიღი: 2010-07-05.
- ↑ Pierderile romanesti din Afganistan si pierderile aliatilor. adevarul.ro (10 May 2011). ციტირების თარიღი: 15 December 2012.
- ↑ „NATO allies offer 7,000 extra troops for Afghan war“. Reuters. 2009-12-05. ციტირების თარიღი: 11 February 2010.
- ↑ Sarkozy Rules Out More French Troops For Afghanistan. Radio Free Europe / Radio Liberty 2011 (2009-04-01). ციტირების თარიღი: 2012-05-26.
- ↑ Operation Iraqi Freedom | Iraq | Fatalities By Nationality. iCasualties. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-28. ციტირების თარიღი: 2012-05-26.
- ↑ Lithuanian Armed Forces – Central and South Asia region (ლიტვური). Kariuomene.kam.lt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-29. ციტირების თარიღი: 2010-07-05.