სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები

როიალ ეარ ფორსი (ინგლ. Royal Air Force) შემოკლებით რაფ (ინგლ. RAF) ეწოდება დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალებს.

სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების დროშა

რაფ-ის ისტორია

რედაქტირება

„როიალ ეარ ფორსის“ ისტორია იწყება 1912 წლის 13 მაისს, როდესაც სამეფო ბრძანების საფუძველზე დაარსდა „სამეფო მფრინავი შენაერთები“ (ინგლ. Royal Flying Corps - RFC). ამ შენაერთებმა შეცვალეს მანამდე არსებული „სამეფო ინჟინრების“ მფრინავთა შტაბი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა „სამეფო საზღვაო საჰაერო სამსახური“ (ინგლ. Royal Naval Air Service (RNAS)), რომელიც სამეფო საზღვაო ძალების დაქვემდებარებაში შედიოდა და მისი შემადგენლობიდან კომპლექტდებოდა. 1918 წლის 1 აპრილს საჰაერო მიმოსვლის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ეს ორი ორგანიზაცია შეერთდა და ამიერიდან ეწოდებოდა „სამეფო საჰაერო ძალები“ - „როიალ ეარ ფორსი“. მსოფლიო ომებს შორის პერიოდში „რაფ“-ს ევალებოდა ფოსტის და ტვირთის ტრანსპორტირება. სამხედრო ოპერაციებში მას მონაწილეობა არასდროს არ მიუღიათ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 1928 წლის მარტში ავღანეთიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას.

„რაფ“-ს ყველა სხვა ქვეყნის სამხედრო საერო ძალებისაგან განსხვავებით საკუთარი სამხედრო რანგირების სისტემა გააჩნია. ჩვეულებრისამებრ სამხედრო ჩინები საჰაერო ძალებში სახმელეთო ჯარებიდანაა ნასესხები, „რაფ“-ში კი არა:

„რაფ“-ის ოფიცერთა წოდებები

რედაქტირება
  • პაილოტ ოფისერ (Pilot Officer) = ლეიტენანტი
  • ფლაინგ ოფისერ (Flying Officer) = უფროსი ლეიტენანტი
  • ფლაით ლეფტენატ (Flight Lieutenant) = კაპიტანი
  • სქუადრონ ლიდერ (Squadron Leader) = მაიორი
  • უინგ ქომანდერ (Wing Commander) = ვიცე-პოლკოვნიკი
  • გრუფ ქეპტენ (Group Captain) = პოლკოვნიკი
  • ეარ ქომოდორ (Air Commodore) = ბრიგადის გენერალი
  • ეარ ვაის მარშალ (Air Vice Marshal) = გენერალ-მაიორი
  • ეარ მარშალ (Air Marshal) = გენერალ-ლეიტენანტი
  • ეარ ჩიფ მარშალ (Air Chief Marshal) = გენერალი

2000 წლიდან დღემდე

რედაქტირება

2001 წელს „რაფ“-ი მონაწილეობას იღებდა ავღენეთის ომში. უპირველეს ყოვლისა ეს დაზვერვით და რეკოგნოსცირებით ხასიათს ატარებდა. ერაყის მეორე ომში 2003 წელს „რაფ“-ის მხრიდან 100-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას. ომის განმავლობაში „რაფ“-მა მხოლოდ ერთი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ტორნადო GR4 სამხედრო დავალებიდან ბრუნდებოდა, როცა ამერიკული პატრიოტის ტიპის რაკეტით შეცდომით იქნა ჩამოგდებული. 2004 წლის დეკემბრიდან 2005 წლის იანვრამდე „რაფ“-ის 20-მდე სატრანსპორტო და მეტეოროლოგიური კვლევის თვითმფრინავი მაშველ ოპერაციებს ატარებდა სამხერთ აზიაში მომხდარი ცუნამის დროს. მათ გადაჰქონდათ მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები და ევაკუაციას უკეთებდნენ ტურისტებს და დაზარალებულებს.

სამომავლო გეგმები

რედაქტირება

XXI საუკუნეში „როიალ ეარ ფორსის“ მიზანია ტექნიკური აღჭურვის მხრის არ ჩამორჩეს აშშ-ის საჰაერო ძალებს. ამ მხრივ ბრიტანელები თავიანთ დავალებას ჩინებულად ასრულებენ და არაფრით ჩამოუვარდებიან ამერიკელებს. „რაფ“-ი უყოყმანოდ სეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საჰაერო ძალად. ეს მიღწევა ბრიტანულ მოსახლეობას დიდი გადასახადების ფასად უჯდება და მისი დაფინანსება დღითიდღე პრობლემატური ხდება. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან „რაფ“-მა თავისი შეიარაღების გადახალისება დაიწყო და მომდევნო 10 წელიწადში გეგმით მთელი საჰაერო ფლოტი უნდა შეიცვალოს.

დამატებით „რაფ“-ი იძენს სატვირთო „ც-17 გლოუბმასტერ III“ ტიპის თვითმფრინავებს და „ვაჰ-64 აპაჩი ლონგბოუ“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენებს. 2015 წლისათვის ტორნადო გრ4-ები უნდა შეიცვალოს "უცავ" - უპილოტო საფრენი აპარატებით.

ცნობილი პიროვნებები

რედაქტირება