უშიშროება
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|უშიშროება}} |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
უშიშროება — პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცულობის მდგომარეობა პოტენციური და რეალურად არსებული საფრთხეებისა და მუქარების ან ასეთი საფრთხეებისა მუქარების არ არსებობა. ბოლო პერიოდში ეს ტერმინი ჩაანაცვლა განსხვავებული შინაარსის მქონე ტერმინმა უსაფრთხოება), მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოება, რაც არასწორია, უნდა იყოს ეროვნული უშიშროება
ტერმინის წარმოშობა
რედაქტირებატერმინი „უშიშროება“ ნაწარმოებია ძველი ქართული სიტყვისგან უშიშობა (უშიშება), რომელიც ძველი ქართული ენის ლექსიკონში განმარტებულია, როგორც „უშიშრობა“[1] ამ ტერმინს იყენებს ძველი ქართული საისტორიო წყაროები: „ქართლის ცხოვრება“, ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, „მატიანე ქართლისაჲ“, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე „ცხოვრება გიორგი მეფისა“, ჯუანშერი „ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა...“, „ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი“, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, ჟამთააღმწერელი, ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და სხვ.[2] ტერმინ „უშიშობა“–ს საფუძვლად უდევს სიტყვა „შიში“. ტერმინ „შიში“–სა და მისგან წარმოებული ტერმინების მნიშვნელობა ახსნილია ლექსიკონებში შემდეგნაირად:
- სულხან–საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“: 1) შიში, სიში – ხოლო შიშიცა განიყოფების ექვსად. ერთ–ერთი ახსნილია ასე: უღონოება – შიში განვრდომილებისა, რამეთუ შეგვეშინის რაჲ, ჴვებულ ყოფასა უღონოებითა; 2) საშიშარი – შიშის ადგილი; 3) საშიში – შიშის საქმე (საქნელი).[3]
- ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“: 1) შიში – ზარი, ტუქსვა, ძრწოლა, თრთოლა; 2) შიშვა – შინება; 3) შიშნეული – მოშიშე; 4) შინება – შეშინება, მშიშრება, დამედგრება, განკრთომა, დახსნა; 5) უშიში – უშიშარი, კრძალული.[4]
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: შიში – მოსალოდნელი (ან თავსდატეხილი) საფრთხის განცდით; 1) გამოწვეული ცუდი, შემაწუხებელი გრძნობა; 2) შიშობს – ა) შიში აქვს რისამე (ეშინია). ბ) შეწუხებულია რაიმეს ცუდის მოლოდინით (ეშინია); 3) უშიშარი (უშიშრისა) – ა) ვისაც არაფრის არ ეშინია (გულადი, გაბედული, მამაცი). ბ) ასეთი ადამიანის შესაფერისი (უშიშარი გულის პატრონი). გ) სადაც საშიში არაფერია (უშიშარი ადგილი); 4) უშიშრობა – უშიშრის თვისება (გულადობა, მამაცობა).[5]
ტერმინის მნიშვნელობა
რედაქტირებაჩვენი წინაპრები ტრადიციულად ტერმინ "უშიშროებას" (უშიშოებაჲ) იყენებდნენ მხოლოდ სოციო–პოლიტიკურ კონტექსტში (სახელმწიფოს, ქვეყნის, საზოგადოების, ხელისუფლების, ადამიანის და სხვ. უშიშროება). იმავე სოციო–პოლიტიკურ კონტექსტშია ახსნილი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ტერმინი "უშიშროება": „მდგომარეობა, როდესაც რისამე საფრთხე არ არსებობს, რაიმე საშიშროება, საფრთხე არ ემუქრება ვისმე, რასმე“ და მაგალითებად მოტანილია, ვთქვათ, "სახელმწიფო უშიშროების დაცვა", "გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო" და სხვ.[6]
ტერმინის გამოყენება
რედაქტირებაXXI საუკუნის 10-იან წლებში სოციალურ-პოლიტიკური შინაარსის ტერმინი „უშიშროება“ ჩაანაცვლეს ტექნიკური ტერმინით „უსაფრთხოება“ და „ეროვნული უშიშროების“ მაგივრად იყენებენ ტერმინს „ეროვნული უსაფრთხოება“. მაშინ როდესაც ქართულ ენაში მანამდე არ არსებული ტერმინი „უსაფრთხოება“ ხმარებაში ხელოვნურად შემოიტანეს და დანერგეს, როგორც ტექნიკური ტერმინი, იმ დროს (მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლები), როდესაც დაიწყო ქართული ენის შევსება თარგმნილი ტექნიკური ტერმინებით, რისი ნაკლებობაც მაშინ აშკარა იყო. მაგალითად, ამ მიზნით გადმოაქართულეს რუსული ტერმინი „Техника безопасности“ – „ტეხნიკა ბეზოპასნოსტი“. „ბეზოპასნოსტის“ შესატყვისად შექმნეს ტერმინი „უსაფრთხოება“ და თარგმანში მიიღეს „უსაფრთხოების ტექნიკა“ (იგივეა, რაც დღეს აღიარებული safety engineering - მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების დაცვისაკენ მიმართული ტექნიკური და საორგანიზაციო ღონისძიებათა სისტემა). ამ ახალშექმნილ სიტყვას იყენებდნენ ძირითადად ტექნიკურ დაზიანებებთან დაკავშირებულ კონტექსტში: ტექნიკური უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და ა.შ. მაგ., საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 1932 წელს ჩამოყალიბებულ კათედრას ეწოდა „უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის კათედრა“.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ტერმინ „უშიშროების“ ხმარების ისტორიული ტრადიცია და ქართული ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ დადგენილია შინაარსობრივად მისი გამოყენების კონტექსტი, დაახლოებით 2004 წლიდან, ადგილი აქვს მისი ტერმინ უსაფრთხოებით ანუ შინაარსობრივად მისგან განსხვავებული ტერმინით ჩანაცვლების მცდელობას.
უშიშროების და უსაფრთხოების ტერმინების შინაარსობრივი სხვაობის თვალსაჩინოების ორი მაგალითი: 1) ტერმინები სასურსათო უშიშროება – სასურსათო უსაფრთხოება და 2) ინფორმაციული უშიშროება – ინფორმაციული უსაფრთხოება.
1) სასურსათო უშიშროებაში იგულისხმება სახელმწიფოში სურსათის ამოწურვის საფრთხე, რომელმაც პერსპექტივაში შეიძლება შიმშილი და სხვა თანმდევი პრობლემები გამოიწვიოს. შესაბამისად, სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა, ამ თვალსაზრისით გულისხმობს, ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, ისეთი წინმსწრები ღონისძიებების გატარებას, რომელიც პოტენციურ მსხვერპლს ანუ ქვეყნის მოსახლეობას თავიდან ააცილებს მოსალოდნელ საშიშროებას.
სასურსათო უსაფრთხოებაში მოიაზრება სურსათი (მაგალითად, საფრთხის წყარო - გაფუჭებული კონსერვი და სხვ.), რომელმაც შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს.
2) ინფორმაციულ უშიშროება გულისხმობს ინფორმაციულ სფეროში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცულობის მდგომარეობას, რასაც განსაზღვრავს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბალანსირებული ინტერესების ერთობლიობა.
ინფორმაციულ უსაფრთხოებაში კი მოიაზრება, ავტომატიზებული სისტემების რესურსების, ინფორმაციული სისტემების, ავტომატიზებული სისტემების, მონაცემთა ბაზების და სხვ. დაცვა. კიდევ უფრო მარტივად - კომპიუტერში პროგრამების ვირუსებისაგან დაცვა და სხვ.
უშიშროების სახეები და ტერმინის გამოყენების სფერო
რედაქტირება- ეროვნული უშიშროება
- ეროვნული უშიშროების საბჭო
- სახელმწიფო უშიშროება
- საერთაშორისო უშიშროება
- პოლიტიკური უშიშროება (შიდასახელმწიფოებრივ-პოლიტიკური უშიშროება, საგარეო-პოლიტიკური უშიშროება)
- ეკონომიკური უშიშროება (საფინანსო-საბიუჯეტო უშიშროება, სასურსათო უშიშროება და სხვ.)
- ენერგეტიკული უშიშროება
- სამხედრო უშიშროება
- ინფორმაციული უშიშროება – სხვა შინაარსის შემცველია ინფორმაციული უსაფრთხოება
- საზოგადოებრივი უშიშროება
- ეკოლოგიური უშიშროება
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ტექნიკური უშიშროება
- სოციალური უშიშროება
- ტექნოლოგიური უშიშროება
- ადამიანის უფლებათა დაცვითი და მოქალაქეთა პირადი უშიშროება
- ჯანდაცვითი უშიშროება
- გენეტიკური უშიშროება
- დემოგრაფიული უშიშროება
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრაშვილი ჰ. 2022. საქართველოს ეროვნული უშიშროება. მონოგრაფია, მთ. რედ. ი. გაბისონია. რედ.: ჯ. გაბელია, ჯ. გახოკიძე, ა. გეგეშიძე, ა. გვენეტაძე, ი. კვესელავა, თ. კიკნაძე, თ. ლომინაძე, ნ. ოდიშელიძე, ა. სიჭინავა, გ. სოფაძე, ი. ქართველიშვილი, ნ. ჩიტაძე, მ. ჯიქია. თბილისი: უნივერსალი, 703 გვ. ISBN 978-9941-33-339-2.
- ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება?! თბილისი. უნივერსალი. 2014. ISBN 978-9941-22-407-2.
- კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ინფორმაციული უშიშროების უზრუნველყოფის რამდენიმე ასპექტი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკად. ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი "საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა", მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2010. გვ. 122-123
- კუპრაშვილი ჰ. „ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები“. თბილისი. 2011 წლის 20-22 მაისი
- კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა. საგამომც. სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2012 წ. ISBN 978-9941-20-073-1
- პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ირინა იმერლიშვილს ღია წერილით მიმართავს
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აბულაძე ილია. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, 1973.
- ↑ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I, გამომც. „სახელგამი“, თბ., 1955, ტ. II, გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1959.
- ↑ ორბელიანი სულხან–საბა. ლექსიკონი ქართული. ტომი მეორე, გამომც. „მერანი“, 1993.
- ↑ აბულაძე ილია. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, 1973.
- ↑ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთავ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი. გამომც. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბ., 1986.
- ↑ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთავ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ. ჭაბაშვილი. გამომც. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბ., 1986, გვ. 436.