აზერბაიჯანის სამხედრო ისტორია
აზერბაიჯანის სამხედრო ისტორია მოიცავს თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ათასობით წლის მანძილზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებსა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ინტერვენციას საზღვარგარეთით. აზერბაიჯანელები სხვადასხვა ანტიკური ცივილიზაციის მემკვიდრე ხალხია, მათ შორის: კავკასიის ალბანელების, იტანული ტომების, როგორებიც სკვითები და ალანები იუვნენ და ოღუზებისა. ქვეყანა მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რაის გამოც აზერბაიჯანს უძველესი დროიდანვე ჰქონდა სამხედრო კონტაქტი როგორც ევროპელებთან, ისე აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან.
ანტიკური ეპოქა
რედაქტირებაკავკასიის ალბანეთი
რედაქტირებააზერბაიჯანის უძველეს მოსახლეებად კავკასიის ალბანელები მიიჩნევიან.[1] ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ.წ. IX საუკუნეში სკვითები შეიჭრნენ.[2] სამხრეთ კავკასია ძვ.წ.-ით 550 წელს აქემენიანებმა დაიპყრეს. ამ პერიოდში აზერბაიჯანში ზოროასტრიზმი გავრცელდა. აქემენიანები ძვ.წ. 330 წელს ალექსანდრე დიდმა დააამრცხა. ძვ.წ.-ით 247 წელს ელევკიდების დასუსტების შემდეგ, ძვ.წ. 190 წლიდან ახ.წ. 428 წლამდე თანამედროვე აზერბაიჯანის ნაწილებს სომხეთის სამეფო აკონტროლებდა.[3][4] კავკასიის ალბანეთი ძვ.წ. I საუკუნეში სამეფოდ ჩამოყალიბდა და დამოუკიდებლობა მანამ შეინარჩუნა, სანამ სასანიანებმა ის პროვინციად არ აქციეს (ახ.წ. 252 წელი).[1]:38[1][5] კავკასიის ალბანეთის მეფემ, ურნაირმა IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ალბანეთმა ქრისტიანობა VIII საუკუნემდე შეინარჩუნა.[6][7] 642 წელს მუსლიმმა არაბებმა სასანიანები დაამარცხეს, რის შემდეგაც კავკასიის ალბანეთში სასანიანთა მმართველობაც დასრულდა.[8]
შუა საუკუნეები
რედაქტირებასასანიანებისა და ბიზანტიელების დამარცხების შემდეგ კავკასიის რეგიონში მუსლიმი არაბები გაბატონდნენ. ქრისტიანების წინააღმდეგობის შემდეგ, რომელსაც პრინცი ჯავანშირი ხელმძღვანელობდა და რომელიც არაბებს 667 წელს დანებდა, არაბებმა კავკასიის ალბანეთი ვასალურ სახელმწიფოდ დაიქვემდებარეს. IX-X საუკუნეებში არაბმა სახელმწიფო მოხელეებმა მდინარე მტკვრისა და არაქსის რეგიონს არანი შეარქვეს. ამ პერიოდში ბასრადან და ქუფადან წამოსულმა არაბებმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიტოვებული ტერიტორიები დაიკავეს და მალე მიწათმფლობელ ელიტად იქცნენ.[9] აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამზე მოექცა. მოგვიანებით, X-XI საუკუნეებში აზერბაიჯანის ნაწილებს ქურთული სუნიტი მუსლიმების დინასტია შედადიანები და რავადიდები მართავდნენ.
რუსეთის მმართვლეობა
რედაქტირებარუსეთ-სპარსეთის ომში (1803-1813) დამარცხების შემდეგ ყაჯართა სპარსეთი იძულებული გახდა ხელი მოეწერა გულისტანის ზავისთვის, რომლის მიხედვითაც სპარსეთმა რუსეთისადმი დაკარგული ტერიტორიები აღიარა. ადგილობრივი სახანოები გაუქმდა და რუსეთის დაქვემდებარებაში შევიდა.
რუსეთ-სპარსეთის კიდევ ერთი ომი (1826-1828) ირანის არმიის დამარცხებით დასრულდა. თურქმენჩაის ზავის შედეგად 1828 წელს კავკასიის ტერიტორიები ყაჯარებმა რუსეთს დაუთმეს. ზავის მიხედვით, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარი დადგინდა. რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე ორი პროვინცია ჩამოყალიბდა: ელიზავეტპოლი (განჯა) დასავლეთ ნაწილში და შემახის რაიონი - აღმოსავლეთ ნაწილში.
რუსეთის სამოქალაქო ომი
რედაქტირებარუსეთის იმპერიის კოლაფსის შემდეგ კავკასიაში თავდაპირველად, 1917 წელს ამიერკავკასიის კომისარიატი ჩამოყალიბდა. 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაარსდა, რომელიც სომხეთთან და საქართველოსთან დამოუკიდებელი ფედერალური კავშირის შექმნის მცდელობას წარმოადგენდა. ფედერალური რესპუბლიკა ერთი თვის შემდეგ გაიშალა და 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა. ის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ისლამურ სამყაროში.
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
რედაქტირებაახლად შექმნილი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ქალთა უფლებების გაფართოება, რის შემდეგაც აზერბაიჯანი პირველი მუსლიმური სახელმწიფო გახდა, სადაც ქალებს მამაკაცების თანასწორი პოლიტიკური უფლებები მიენიჭათ. ამ მიღწევით აზერბაიჯანმა ისეტ განვითარებულ ქვეყენბს გაუსწრო, როგორებიცაა: გაერთიანებული სამეფო და აშშ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაც, რომელიც თანამედროვე ტიპის პირველი უნივერსიტეტი იყო აზერბაიჯანში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 James Stuart Olson. An Ethnohistorical Dictionary of the Russian and Soviet Empires. ISBN 0-313-27497-5
- ↑ Azerbaijan - US Library of Congress Country Studies (retrieved 7 June 2006).
- ↑ "Armenia-Ancient Period" - US Library of Congress Country Studies (retrieved 23 June 2006)
- ↑ Strabo, "Geography" - Perseus Digital Library, Tufts University (retrieved 24 June 2006).
- ↑ Encyclopædia Britannica:The list of provinces given in the inscription of Ka'be-ye Zardusht defines the extent of the gigantic empire under Shapur, in clockwise geographic enumeration: (1) Persis (Fars), (2) Parthia, (3) Susiana (Khuzestan), (4) Maishan (Mesene), (5) Asuristan (southern Mesopotamia), (6) Adiabene, (7) Arabistan (northern Mesopotamia), (8) Atropatene (Azerbaijan), (9) Armenia, (10) Iberia (Georgia), (11) Machelonia, (12) Albania (eastern Caucasus), (13) Balasagan up to the Caucasus Mountains and the Gate of Albania (also known as Gate of the Alans), (14) Patishkhwagar (all of the Elburz Mountains), (15) Media, (16) Hyrcania (Gorgan), (17) Margiana (Merv), (18) Aria, (19) Abarshahr, (20) Carmania (Kerman), (21) Sakastan (Sistan), (22) Turan, (23) Mokran (Makran), (24) Paratan (Paradene), (25) India (probably restricted to the Indus River delta area), (26) Kushanshahr, until as far as Peshawar and until Kashgar and (the borders of) Sogdiana and Tashkent, and (27), on the farther side of the sea, Mazun (Oman)
- ↑ "Albania" დაარქივებული 2009-01-20 საიტზე Wayback Machine. - Encyclopedia Iranica, p. 807 (retrieved 15 June 2006).
- ↑ "Voices of the Ancients: Heyerdahl Intrigued by Rare Caucasus Albanian Text" by Dr. Zaza Alexidze დაარქივებული 2009-01-17 საიტზე Wayback Machine. - Azerbaijan International, Summer 2002 (retrieved 7 June 2006).
- ↑ "Islamic Conquest."
- ↑ A History of Islamic Societies by Ira Lapidus, p. 48. Cambridge University Press, Cambridge (1988), ISBN 0-521-77933-2 (retrieved 7 June 2006).