შემახის რაიონი
აზერბაიჯანის რაიონი
შემახის რაიონი (აზერ. Şamaxı rayonu) — რაიონი აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შემახა.
რაიონი | |
---|---|
შემახის რაიონი აზერ. Şamaxı rayonu | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ადმ. ცენტრი | შემახა |
კოორდინატები | 40°38′00″ ჩ. გ. 48°40′00″ ა. გ. / 40.63333° ჩ. გ. 48.66667° ა. გ. |
მმართველი | Tahir Mammadov |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 |
ფართობი | 1611 კმ² |
მოსახლეობა | 93 700 კაცი (2005) |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები, ლეზგები |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +994 176 |
ოფიციალური საიტი | http://www.shamaxi-ih.gov.az/ |
ისტორია
რედაქტირებაშემახის რაიონი, ძველი შირვანის, შირვანშაჰის სამფლობელოს, ცენტრი, მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე. 1846 წელს, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ჩამოყალიბდა შემახის გუბერნია და შემახის მაზრა. 1859 წლის 2 დეკემბერს ქალაქი შემახა დაანგრია მიწისძვრამ, რის გამოც გუბერნიის ცენტრი გადაიტანეს ბაქოში და ეწოდა ბაქოს გუბერნია. 1930 წელს ჩამოყალიბდა შემახის რაიონი.
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებარაიონის ტერიტორიაზე უამრავი ისტორიული ძეგლი მდებარეობს, მათ შორის აღსანიშნავია:
- ჯუმა-მეჩეთი (VIII—XIX სს.)
- პირ-მარდაკიანის მავზოლეუმი (XII—XIII სს.)
- მავზოლეუმი სასაფლაო შახანდანი (XVII ს.)
- 7 მავზოლეუმის კომპლექსი ედი-გიუმბეზი (XVIII ს.)
- ციხეიმაგრე ქალეი-ბაიქურთის ნანგრევები (XII—XVI სს.)
- გიულიუსტანის ციხესიმაგრე (VIII—XV სს.)
- სოფელ კალახანის 8 მავზოლეუმის კომპლექსი (XVII ს.)
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებარაიონი დაყოფილია ერთ საქალაქო (შემახა), სამი დასახლების და 46 სოფლის მუნიციპალიტეტად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შემახის რაიონი დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.