ბიშკეკი
ბიშკეკი (ყირგ. Бишкек) — ყირგიზეთის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. აქვს განსაკუთრებულ ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი და წარმოადგენს რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბიშკეკი Бишкек | |||||
| |||||
ქვეყანა | ყირგიზეთი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 42°52′29″ ჩ. გ. 74°36′44″ ა. გ. / 42.87472° ჩ. გ. 74.61222° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ამილ აბდიკადიროვი | ||||
დაარსდა | 1878 | ||||
პირველი ხსენება | 1760 | ||||
ფართობი | 169.6 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 800 მ | ||||
მოსახლეობა | 1,074,075 კაცი (2021) | ||||
სიმჭიდროვე | 6,300 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+6 | ||||
სატელეფონო კოდი | +996 312 | ||||
საფოსტო ინდექსი | 720000–720085 | ||||
საავტომობილო კოდი | 01 | ||||
ოფიციალური საიტი | bishkekgov.in.kg | ||||
ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში — ჩუის ხეობაში, ტიან-შანის მთისწინეთში. ყაზახეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში.
1825 წელს კოკანდის სახანომ, აქ ციხე-სიმაგრე „პიშკეკი“ დააარსა. ამის მიზანი ადგილობრივი საქარავნო გზების კონტროლი და ყირგიზული ტომებისგან ხარკის მიღება იყო. 1860 წლის 4 სექტემბერს, ყირგიზების თანხმობით რუსულმა ძალებმა პოლკოვნიკ ციმერმანის მეთაურობით ეს ციხე-სიმაგრე დაანგრიეს. 1868 წელს, ციხე-სიმაგრის ადგილას რუსული დასახლება დაარსდა.
1925 წელს ყარა-ყირგიზის ავტონომიური ოლქი ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქიც პიშკეკი გახდა. 1926 წელს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიამ ქალაქს სახელი გადაარქვა და ფრუნზე უწოდა, აქ დაბადებული ბოლშევიკთა სამხედრო ლიდერის მიხეილ ფრუნზეს პატივსაცემად. 1936 წელს, ქალაქი ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. 1991 წელს, ყირგიზეთის პარლამენტმა ქალაქს ძველი სახელი დაუბრუნა და ბიშკეკი უწოდა.
ისტორია
რედაქტირებაცარისტული ერა
რედაქტირება1860 წელს, პოლკოვნიკ ციმერმანის ხელმძღვანელობით, საჯარისო ძალებმა დაიკავეს და დაანგრიეს ქალაქი, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. პოლოვნიკმა შემდეგ ქალაქი თავიდან ააშენა და სამართავად ოფიცერ ტიტოვს გადასცა, როგორც ახალი რუსული გარნიზონის მეთაურს.
საბჭოთა ერა
რედაქტირება1926 წელს, ქალაქი გახდა ახლად დაარსებული ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი. მას გადაერქვა სახელი და დაერქვა ფრუნზე, ვლადიმერ ლენინის თანამებრძოლის მიხეილ ფრუნზეს პატივსაცემად, რომელიც ბიშკეკში იყო დაბადებული და რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა როგორც 1905 და 1917 წლის რევოლუციებისას, ისევე 1920 წლის რუსეთის სამოქალაქო ომში.
თავისუფლების ერა
რედაქტირებაადრეული 1990-ანი წლები ხმაურინი გამოდგა. 1990 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამხრეთ ყირგიზეთში მიმდინარე ეთნიკური აჯანყებების გამო, რაც დედაქალაქამდე გავრცელების საშიშროებას ქმნიდა. 1991 წლის 5 თებერვალს, ქალაქს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება - ბიშკეკი, იმავე წელს კი ყირგიზეთმა სსრკ-ის დაშლის შედეგად დამოუკიდებლობა მოიპოვა. დამოუკიდებლობამდე, ბიშკეკის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეთნიკური რუსები შეადგენდნენ. 2004 წლისთვის, რუსები ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენდნენ, 2011 წლისთვის კი 7-8%-ს.[1]
დღესდღეობით ბიშკეკი თანამედროვე ქალაქია რესტორნებითა და კაფეებით. მის ქუჩებში შეხვდებით უამრავ ამერიკულ თუ იაპონურ მანქანებსა და მიკროავტობუსებს. თუმცაღა, ქუჩები და ტროტუარები 90-ანი წლებიდან მოყოლებული ცუდ მდგომარეობაშია. ამავდროულად, ბიშკეკი კვალავაც ინარჩუნებს ყოფილ საბჭოურ შეგრძნებას, საბჭოთა დროის შენობებისა და ბაღების დომინირების გამო, თანამედროვე ნაგებობებთან შედარებით.
ბიშკეკი ასევე ყირგიზეთის ფინანსური ცენტრიცაა, აქ განლაგებულია ქვეყნის 21-ივე კომერციული ბანკის სათაო შენობა. საბჭოთა ხანაში ქალაქს უამრავი ინდუსტრიული საწარმო ჰქონდა, თუმცა მათი უმეტესობა 1991 წლის შემდეგ ან დაიხურა, ანდაც ძალიან შემცირებული მასშტაბებით აგრძელებს ფუნქციონირებას. ბიშკეკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასაქმების ცენტრი დღესდღეობით არის ღია ბაზარი - დორდოი ბაზარი, სადაც დიდი რაოდენობით ჩინეთიდან იმპორტირებული საქონელი იყიდება.
გეოგრაფია
რედაქტირებაორიენტაცია
რედაქტირებამიუხედავად იმისა რომ ქალაქი შედარებით ახალგაზრდაა, გარშემო არის საინტერესო ადგილები, რომლებიც პრეისტორიული დროიდან იღებენ სათავეს.
ქალაქის ცენტრალური ნაწილი მართკუთხა ფორმისაა. ქალაქის მთავარი ქუჩაა - ჩუის გამზირი, რომელსაც სახელი რეგიონის მთავარი მდინარის გამო დაერქვა. საბჭოთა პერიოდში მას ლენინის გამზირი ერქვა. ამ ქუჩაზე და მის სიახლოვეს არის სამთავრობო შენობებისა და უნივერსიტეტების უმრავლესობა.
მთავარ ქუჩას იუსუპ აბდრახმანოვის ქუჩა ეწოდება, თუმცა ხშირად მას ისევ მისი ძველი სახელით - საბჭოთა ქუჩით იხსენიებენ. აქ რამდენიმე ძირითადი სავაჭროა ცენტრია თავმოყრილი და მის ჩრდილოეთ ნაწილში არის დორდოი ბაზარზე გასასვლელი.
ასევე მნიშვნელოვანი ქუჩაა ჯიბეკ ჯოლუ, რაც ითარგმნება როგორც აბრეშუმის გზა. ის ჩუის გამზირის ჩრდილოეთით არის და მის პარალელურად მიემართება. როგორც აღმოსავლეთის ისევე დასავლეთის ავტოსადგურებს სწორედ ამ ქუჩაზე შეხვდებით.
ვასილიევას 197-ში შეგიძლიათ ნახოთ კათოლიკური ეკლესია, რომელიც ერთადერთია მთელს ყირგიზეთში. [2]
ასევე ბიშკეკის ცენტრში არის დოლონ ომურზაკოვის სახელობის სტადიონი, რომელიც ყველაზე დიდია ყირგიზეთის რესპუბლიკაში.
დისტანცია
რედაქტირებაბიშკეკი დაახლოებით 300 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს - ოშს. უახლოესი დიდი ქალაქი ბიშკეკიდან არის ყაზახეთის ქალაქი ალმათი, რომელიც 190 კილომეტრითაა დაშორებული. ამასთანავე, 470 კილომეტრია ტაშკენტამდე, 680 დუშანბემდე და დაახლოებით 1000-1000 კილომეტრი შემდეგ ქალაქებამდე: ნურ-სულთანი, ისლამაბადი, ქაბული და ურუმჩი.
კლიმატი
რედაქტირებაბიშკეკშს კიოპენის კლასიფიკაციით ნოტიო კონტინენტური კლიმატი აქვს. საშუალო ტემპერატურა ზამთარში 0°C-ის ქვევითაა.[3] აქ საშუალო ნალექი 440 მილიმეტრი მოდის წელიწადში. საშუალო დღიური ტემპერატურა მერყეობს 3°C-დან იანვარში, დაახლოებით 31°C-მდე ივლისში.[4] ზაფხულის თვეებში მშრალი პერიოდები დომინირებს, ზოგჯერ ჭექა-ქუხილით რაც წარმოქმნის ძლიერ ქარს და იშვიათად მტვრიან შტორმებს. სამხრეთით მდებარე მთები წარმოადგენს ბუნებრივ თავდაცვით საშუალებას უამინდობისგან.
დემოგრაფია
რედაქტირებაბიშკეკი ყირგიზეთის ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქია. მისი მოსახლეობა 2019 წლის მონაცემებით 1 012 500 ადამიანს შეადგენს.[5] ქალაქის დაარსებიდან 1990-ანი წლების შუა პერიოდამდე, ეთნიკური რუსები და სხვა ევროპული წარმომავლობის ხალხები (უკრაინელები, გერმანელები) შეადგენდნენ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას. 1970 წლის აღწერით ეთნიკური ყირგიზები 12.3%-ს შეადგენდნენ, მაშინ როდესაც ევროპელები მაშინდელ ფრუნზეში 80%-ზე მეტნი იყვნენ. დღესდღეობით ბიშკეკის მოსახლეობის 66%-ს ყირგიზები შეადგენენ, ხოლო ევროპელების ხვედრითი წილი 20%-ს ქვევითაა. მიუხედავად ამ ფაქტისა, რუსული კვლავ რჩება ძირითად ენად, ყირგიზული კი განაგრძობს პოპულარობის კარგვას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. [6]
ეკონომიკა
რედაქტირებაბიშკეკში გამოიყენება ფულის ერთეული - ყირგიზული სომი. სომის ღირებულება ხშირად მერყეობს, თუმცა 2020 წლის ივლისის მონაცემებით 1 ამერიკული დოლარი 75 სომს უდრის. ბიშკეკის ეკონომიკა ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სექტორზე დგას და აქედან მიღებული პროდუქტების ხშირი მიმოცვლა ხდება შორეულ რეგიონებთან. ბიშკეკის ქუჩებში ხშირად შეხვდებით გარე მოვაჭრეებს ღია ბაზრებში რომლებიც სწორედ ზემოთხსენებულ პროდუქტებს ჰყიდიან. ქალაქის საქმიან ნაწილს უმეტესად ურბანული იერსახე აქვს - ბანკებით, მარკეტებით, მაღაზიებითა და სავაჭრო ცენტრებით. მოთხოვნად საქონელს მიეკუთვნება სხვადასხვა ხელნაკეთობები, როგორებიცაა სკულპტურები, ნახატები, ჩუქურთმებიანი ორნამენტები და სხვ.
საცხოვრებელი პირობები
რედაქტირებაროგორც პოსტ-საბჭოთა ქალაქების დიდმა ნაწილმა, ბიშკეკმაც დიდი ცვლილებები განიცადა საცხოვრებლების თვალსაზრისით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საბჭოთა პერიოდში სახლები განაწილებული იყო მოსახლეობისთვის, მას შემდეგ კი ეს ყველაფერი პრივატიზირებული გახდა. მიუხედავად იმისა რომ კერძო სახლები ნელ-ნელა პოპულარობას იხვეჭს, მოსახლეობის უმეტესობა ისევ საბჭოთა დროის სახლებში ცხოვრობს.
მათ ვისაც უშუალოდ ბიშკეკში მდებარე სახლებისთვის ფინანსური მდგომარეობა არ უწყობს ხელს, რომელთაც უმეტესად შიდა მიგრანტები შეადგენენ პატარა პროვინციული ქალქებიდან და სოფლებიდან, უწევთ არაფორმალურ დასახლებებში გაჩერება ბიშკეკის შემოგარენში. ასეთი დასახლებები 400 000 ადამიანს იტევს, ანუ ქალაქის მოსახლეობის 30%-ს. მიუხედავად იმისა რომ ასეთი დასახლებების უმეტესობაში არ არის ძირითადი საჭიროებები როგორებიცაა წყალი და ელექტროენერგია, ბოლო პერიოდია ადგილობრივი მთავრობა განიხილავს ამ საკითხების მოგვარების გზებს.[7]
ტრანსპორტირება
რედაქტირებასაზოგადოებრივი ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქში სხვადასხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მათ შორის ავტობუსები, ტროლეიბუსები და მიკროავტობუსები. პირველი ავტობუსები და ტროლეიბუსები ბიშკეკში შესაბამისად 1934 და 1951 წლებში გამოჩნდნენ.[8]
ტაქსების პოვნა შეგიძლიათ მთელი ქალაქის მასშტაბით.
ქალაქი განიხილავს ჩქაროსნული ტრამვაების ლიანდაგების აშენებას.
საქალაქთაშორისო ავტობუსები
რედაქტირებაბიშკეკში ორი ძირითადი ავტოსადგურია. შედარებით პატარა და ძველი ავტოსადგური, ძირითადად აღმოსავლეთ გარეუბნების მიკროავტობუსებს ემსახურება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად მავალი ავტობუსებისთვის კი დიდი და ახალი, დასავლეთ ავტოსადგური არსებობს. აქედან არის ასევე რეგულარული რეისები ალმათისა (ყაზახეთი) და კაშგარისკენაც (ჩინეთი).
ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დორდოის ბაზართან ასევე შეხვდებით ხშირ მიკროავტობუსებს, რომლებიც როგორც გარეუბნებში, ისე ყაზახეთსა და ციმბირში მიდიან ვაჭრების გადასაყვანად.
რკინიგზა
რედაქტირება2007 წლის მონაცემებით, ბიშკეკის რკინიგზა მხოლოდ რამდენიმე რეისს ახორციელებს დღეში. თუმცა, ის მომხმარებელს პოპულარულ მიმართულებას სთავაზობს: ბიშკეკი - მოსკოვი, რომლის ხანგრძლივობაც სამი დღეა.
ასევე არის გრძელ მანძილზე მიმავალი მატარებლებიც, რომლებიც მიდიან ციმბირისკენ (ნოვოსიბირსკი და ნოვოკუზნეცკი), ეკატერინბურგისკენ და სხვ.
საჰაერო მიმოსვლა
რედაქტირებაბიშკეკს მანასის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრის მოშორებით (ჩრდილო-დასავლეთით) მდებარეობს და ადვილად მისადგომია ტაქსით.
2002 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღნიშნული აეროპორტის საჰაერო ბაზად გამოყენების უფლება მოიპოვა, სამხედრო ოპერაციებისთვის ავღანეთსა და ირანში. ამის საპასუხოდ 2003 წელს, რუსეთმაც დააარსა საკუთარი საჰაერო ბაზა პატარა ქალაქ კანტთან, რომელიც ბიშკეკიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, სწორედ იქ სადაც ადრე საბჭოთა სამხედრო პილოტების მოსამზადებელი სკოლა იყო. ამ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ჰოსნი მუბარაქი შემდეგში ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებაIrina Kostyukova (1994). "The towns of Kyrgyzstan change their faces: Rural‐urban migrants in Bishkek". Central Asian Survey. 13.
A. Botoyeva (2007). "The institutionalization of novel shopping places in a post-soviet country. The case of supermarkets in Bishkek, Kyrgyzstan". Movements, Migrants, Marginalization. Stuttgart: Ibidem Verlag.
Philipp Schröder (2010). "'Urbanizing' Bishkek: interrelations of boundaries, migration, group size and opportunity structure". Central Asian Survey. 29.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-10-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20090321113715/http://findarticles.com/p/articles/mi_qa3681/is_200407/ai_n9472919 Residential Real Estate Market in Bishkek, Kyrgyzstan: Current Conditions and Prospects Archived 21 March 2009 at the Wayback Machine
- ↑ https://web.archive.org/web/20190803091208/http://www.catholic-kyrgyzstan.org/ Catholic Church in Kyrgyzstan Archived 3 August 2019 at the Wayback Machine. Catholic-kyrgyzstan.org. Retrieved 11 March 2012.
- ↑ https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/2e/Asia_Koppen_Map.png დაარქივებული 2017-06-30 საიტზე Wayback Machine. Upload.wikimedia.org. Retrieved 21 November 2012.
- ↑ http://www.pogodaiklimat.ru/climate/38353.htm (in Russian). Weather and Climate. Retrieved 8 February 2015.
- ↑ http://citypopulation.de/Kyrgyzstan.html citypopulation.de. Retrieved 6 April 2019.
- ↑ https://www.academia.edu/27246121/Vitality_of_the_Kyrgyz_Language_in_Bishkek IJORS 5–2, pp. 210–226. Retrieved 10 September 2016.
- ↑ Isabaeva, Eliza (2013). "Migration into the "Illegality" and Coping with Difficulties in a Squatter Settlement in Bishkek". Zeitschrift für Ethnologie. 138.
- ↑ http://yiv1999.narod.ru/ABC_0040.htm#6300 Retrieved 26 January 2014.