ქალბაჯარის ბრძოლა

ქალბაჯარის ბრძოლა
მთიანი ყარაბაღის ომი ნაწილი
თარიღი 27 მარტი-3 აპრილი, 1993
მდებარეობა ქალბაჯარი, აზერბაიჯანი
შედეგი სომეხთა გამარჯვება
მხარეები
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა; სომხეთი აზერბაიჯანი
მეთაურები
გურგენ დალიბალტაიანი,
სამველ ბაბაიანი,
მონტე მელქონიანი
სურეთ ჰუსეინოვი,
შამილ ასკეროვი,
„ხანი“

ქალბაჯარის ბრძოლა (სომხ. Քարվաճառի ճակատամարտ, აზერ. Kəlbəcər üçün döyüş) — მთიანი ყარაბაღის 1993 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კამპანიის ბრძოლა. გამოიწვია სომხური სამხედრო ძალების მიერ აზერბაიჯანის ქალბაჯარის რაიონის დაკავებამ.

პრეისტორია

რედაქტირება

1993 წლის 27 მარტს გაზაფხულის ოპერაციების დაწყების გაფრთხილების მიზნით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს თავს დაესხა სომხური მხარე. დაიწყო შეტევა ქალბაჯარისა და ფუზულის მიმართულებით.

ამ დროს, მთიანი ყარაბაღი მოწყვეტილი იყო დანარჩენ აზერბაიჯანს. დასავლეთით იყო სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, სამხრეთით 1992 წელს მთიანი ყარაბაღის ძალებმა დაიკავეს ქალაქი ლაჩინი, აღმოსავლეთით ტერიტორიას აკონტროლებდა ყარაბაღის შეიარაღებული ძალები მარდაკერტის რაიონში და ჩრდილოეთით მდებარეობს მთები. ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი მოძრაობა, ეს იყო ომარის უღელტეხილი, რომელიც ზამთარში არასაიმედო იყო.

ქალბაჯარის აღების ოპერაცია დაიწყო 27 მარტს სომხური ძალების მხრიდან. 29 მარტისათვის ქალაქი იყო გარშემორტყმული, 3 დღის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ჯარები შევიდნენ რაიონულ ცენტრში. ქალაქის მოსახლეობა იყო ევაკუირებული ვერტმფრენებით ან დატოვეს ქალაქი უღელტეხილების გადავლით, მათი საკუთრება აზერბაიჯანული მხარის ცნობით, გაიძარცვა. ქალბაჯარი იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილი სომხური მხარისათვის. ქალაქის ხელში ჩაგდების შედეგად დამყარდა მჭიდრო კავშირი სომხეთის და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკებს შორის, რომელიც გააუმჯობესა სომხურ მხარის სტრატეგიული პოზიცია კონფლიქტში.

როგორც მოგვიანებით გაიხსენა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მეთაურმა სამველ ბაბაიანმა - «....ლაჩინისა და ქელბაჯარის ოპერაციის მომზადება ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ ზამთარში. თუმცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანული მხრიდან, ჩვენ ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე მხოლოდ დროს აჭიანურებდა და გადამწყვეტი თავდასხმისათვის ემზადებოდა. ჩვენ მართლები აღმოვჩნდით. მოლაპარაკებები ჩაიშალა. აზერბაიჯანმა დააზუსტა ძალები მარდაკეტისა და ასკერანის რაიონების ჩრდილოეთით და გადაისროლა იქით 5 000-ზე მეტი ჯარისკაცი, ტანკი და მძიმე არტილერია. იანვრის ბოლოს დაიწყო ბრძოლები. მოწინააღმდეგე იყენებდა 4 ვერტმფრენს, რომელთაგან 2 ჩამოგდებულ იქნა. 12 დღე მიმდინარეობდა სადღეღამისო ბრძოლები. ჩვენს მიერ დასმული ამოცანა - გაგვეთავისუფლებინა მარდაკტის სიმაღლეები შევასრულეთ თითქმის 90%-ით.»

ზოგიერთი მონაცემით, სომხმა მებრძოლებმა გაანადგურეს მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები და ქონება, რაც დაუშვებელია ომის წესების თანახმად.

ქალბაჯარის ოპერაციის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ «ჯერ კიდევ ადრეა მომზადება მოწინააღმდეგის ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხელში ჩასაგდებად. მაგრამ, დღეს უკვე ცნობილია, ჩვენების მიერ ქალბაჯარის რაიონში აღებულია 10 ტანკი, 10 ერთეულზე მეტი ბრონირებული ტექნიკა - BMP-1, BMP-2, 15 საარტილერიო დანადგარი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. მხოლოდ ლაჩინის რაიონის სოფელ კიურდა-გაჯიდან ჩვენმდე მოიტანეს 40 მანქანა საბრძოლო მასალები, მაგრამ იქ კიდევ რჩება 2/3-ჯერ მეტი.»

1993 წლის 1 აპრილს სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ავტომატური იარაღისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით მოაწყეს თავდასხმა სატვირთო მანქანა GAZ-52-ზე, რომელსაც 25 მშვიდობიანი მცხოვრები გადაჰყავდა. შედეგად, ყველა მათგანი იქნა ან მოკლული, დაჭრილი ან ტყვედ აყვანილი.

სომხეთის მონაწილეობა ქალბაჯარის რაიონის ხელში ჩასაგდებად აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია «Human Rights Watch / Helsinki»-ის მოხსენებაში.

ქალბაჯარის არების შემდეგ სომხეთი განაგრძობდა წინსვლას ფიზულის, ზანგელანის და კუბატლის მიმართულებით. თავდასხმა შეწყდა ფიზულიდან 2 კილომეტრის დაშორებით. ამ მოვლენებმა გამოიწვია აღნიშნული ტერიტორიებიდან მასობრივად დევნილთა ტალღის გაჩენა.

მსოფლიო საზოგადოების პოზიცია

რედაქტირება

თურქეთმა თავიდანვე უარყოფითი პოზიცია დაიკავა. მან 1 აპრილს წაუყენა მოთხოვნები სომხეთს: - დაუყოვნებლივ გაეყვანა ყველა სომხური შენაერთი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ამის შემდეგ, მან აკრძალა სომხეთისათვის ჰუმანიტარული ტვირთის გატარება თავის ტერიტორიაზე და გამოაცხადა სამხედრო ძალების მზადყოფნა.

ირანმა 2 აპრილს გამოხატა შეშფოთება ალყაში მყოფი მოქალაქეების ბედთან დაკავშირებით და კონფლიქტის განვითარების და უცხო მიწების ოკუპაციის დაუშვებლობის შესახებ. მოგვიანებით, მან მუდმივ მზადყოფნაში მყოფი ორი პოლკი გადაისროლა აზერბაიჯანის საზღვართან. ა. მეხტიევის და ლ მინასიანის ცნობით, ირანის მთავრობამ ამით მესიჯი გაუგზავნა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას , რომ კონფლიქტის განვითარების შემთხვევაში, მზადაა დაეხმაროს მას - მიიღოს მკაცრი ზომები, რათა დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა.

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამ 6 აპრილს უარყო თურქეთის წინადადება ფორმულირებაზე - "სომხეთის აგრესია აზერბაიჯანის სუვერენული რესპუბლიკის წინააღმდეგ". 6 აპრილსვე გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება ამის შესახებ და 30 აპრილს მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმული იყო სერიოზული შეშფოთება "სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუარესების შესახებ", გამოითქვა შეშფოთება "საომარი მოქმედებების ესკალაციასთან დაკავშირებით და, კერძოდ, აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაონში ადგილობრივი სომხური ძალების უკანასკნელი შეჭრის გამო". უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მოითხოვდა "დაუყოვნებლივ ყოფილიყო გაყვანილი ყველა საოკუპაციო ძალა ქელბაჯარის რაიონიდან და აზერბაიჯანის უახლოესი წარსულის პერიოდში ოკუპირებული სხვა ტერიტორიებიდან.”

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება